მწვანე ლიმონი – სიცოცხლის ნაპერწკალი

მწვანე ლიმონი2

ეს პატარა, მწვანე, მჟავე გემოს ციტრუსი გვეხმარება მხნედ ვიყოთ ზამთარში. მწვანე ლიმონი უსამართლოდ არის მივიწყებული თავისი ყვითელი ბიძაშვილის სასარგებლოდ. ერთად აღმოვაჩინოთ ამ ციტრუსის საგემოვნო თვისებები, რომელიც უამრავ სასარგებლო თვისებას ატარებს.

მოდით, განვიხილოთ ის პირველი აზრი რაც მწვანე ლიმონის გაგონებისას გაგვიელვებს: მწვანე ლიმონი არ არის მკვახე ყვითელი ლიმონი, არამედ ცალკე სახეობაა. თავისი ბიძაშვილის მსგავსად ებრძვის ზამთრის ვირუსებს. მისი წვენი გახსნილი ცივ თუ ცხელ წყალში, შაქრიანი თუ უშაქრო (ჯობია თაფლით დაატკბოთ) გამოგვაცოცხლებს, ტონუსში მოვყავართ და ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს აგრესიულ აგენტებს. მწვანე ლიმონი დიურეტიკია, მდიდარი მინერალებით, C ვიტამინით, ფლავონოიდებით. ანეიტრალებს ტოქსინებს, რომელიც ორგანიზმში გროვდება სტრესის გამო, დაბინძურებული გარემოდან, ფიზიკური ინერტულობით ან ჭარბი საკვების მიღებით. იდეალურია დღესასწაულების პერიოდში გულისრევის, საჭმლის მონელების გაძნელების დროს. თუ მგრძნობიარე კუჭნაწლავი გაქვთ მოერიდეთ მწვანე ლიმონის უზმოზე მიღებას და წყალში კარგად განაზავეთ.

მწვანე ლიმონი

მწვანე ლიმონი მჟავეა, მაგრამ მჟავე გარემოს არ ქმნის

მისი კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა მჟავიანობის საწინააღმდეგო მოქმედება. ჩვენი დღევანდელი საკვები: პროტეინები, შაქრები, ცხიმები გარდაქმნისას ორგანიზმში მჟავე გარემოს ქმნიან, რაც ორგანიზმმა მინერალების არსებული რეზერვებიდან უნდა გაანეიტრალოს (უმეტესად ძველბშია თავმოყრილი).

ლიმონი იჭერს მჟავებს (რძემჟავა, ლიმონმჟავა), რაც საჭმლის მონელებისას ბიკარბონატებად გარდაიქმნება და შედეგად მჟავა გარემო განეიტრალდება. ერთი ჩვევა, რომელიც აუცილებად უნდა გამოვიმუშავოთ: მივიღოთ ერთი ლიმონი ამა თუ იმ ფორმით, როდესაც მივირთმევთ ხორციან, ყველიან ან მარცვლეულისგან მომზადებულ საკვებს.

წყარო: Top Santé, janvier 2012, N°256 p. 114

თარგმანის შენიშვა: მწვანე ლიმონს ქართულად ლაიმსაც უწოდებენ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად დავაზუსტებთ ხილის ლათინურ სახელწოდებას C. aurantiifolia. ამ ციტრუსს მე-18 საუკუნის ბოლოდან მწვანე ლიმონი ეწოდება, მეოცე საუკუნეში მოხდა მისი ლაიმთან ასოცირება. დღეს მწვანე ლიმონი სამ სახეობას შეიძლება ნიშნავდეს: C. aurantiifolia, C. latifolia et C. limon. სტატია ფრანგულიდან არის ნათარგმნი, ფრანგულად არსებობს როგორც ლაიმი ისე მწვანე ლიმონი, ავტორი ახსენებს მწვანე ლიმონს და არა ლაიმს ამიტომ დავტოვებთ ორიგინალურ დასახელებას, რომელიც მწვანე ფერის ლიმონს ნიშნავს და არა უმწიფარ ყვითელ ლიმონს.

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s