როგორ გავასინჯოთ პატარას ხურმა?
თანდათან უნდა მივცეთ (18 თვიდან) რომ ალერგია არ გამოწვიოს (ხურმა ეგზოტიკური ხილია). თავიდან მცირე რაოდენობით მივცეთ, ავარჩიოთ ძალიან მწიფე ან მოხარშული, პიურეს სახით.
შეგვიძლია როგორც მარილიანი კერძები ისე ტკბილი დესერტები მოვამზადოთ. ხორცთან, ზღვის პროდუქტებთან ერთად, მისი ჩატნი* გავაკეთოთ, ასევე იხვისა და ფრინველის ხორცის შესანელებლად გამოვიყენოთ.
*ჩატნი ტკბილ-მჟავე სოუსია, ინდურ, პაკისტანურ, სამხრეთ-აფრიკულ სამზარეულოში. ტრადიციული ჩატნი შეიცავს მწვანე, ნედლ წიწაკას, სხვადასხვა ხილს ბოსტნეულსა და სანელებლებს. შეიძლება მომზადდეს ცივად, თუ ხილით ვაკეთებთ უნდა მოვხარშოთ.
ძალიან სასარგებლო ხილი
ხურმა ძალიან მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. შეიცავს კალიუმსა და მაგნეზიუმს, რომელიც ნეორონების, გულისა და კუნთების ნორმალური მოქმედებისთვის არის საჭირო. B3 ვიტამინის წყალობით ორგანიზმი სწორად მართავს თავის ენერგიას და B9 ვიტამინი ზრდისთვის არის საჭირო.
სხვა ხილთან შედარებით ბოჭკოების მაღალი შემცველობა აქვს (2.5 – 4 გრამამდე, ცოცხალი ხილი საშუალოდ 2 გ ბოჭკოს შეიცავს). ხელს უშლის შეკრულობას, ისე რომ ნაზი ნაწლავები არ გააღიზიანოს.
ხურმა ჩემპიონია ბეტა-კაროტინის შემცვლელობით. ეს ვიტამინი აუცილებელია კარგი მხედველობისა და კანის ჯანმრთელობისთვის. ხურმა ათჯერ უფრო მეტ ბეტა-კაროტინს შეიცავს, ვიდრე ზამთრის სხვა ხილი: ვაშლი, მსხალი … იმისათვის რომ მაქსმილურად ვისარგებლოთ მისი სასარგებლო თვისებებით მიირთვით კარგად დამწიფებული.
ეს ხილი არსებობს ორი სახეობის: ხრაშუნა კარალიოკი და რბილი ხურმა. პირველი კანთან ერთად უნდა მივირთვათ, მეორე გავფცქვნათ.
ორი რეცეპტი ხურმის დასაგემოვნებლად
3 წლამდე პატარებისთვის
ვაშლისა და ხურმის ხილფაფა ვანილით
მოვხარშოთ ერთი ვაშლი და ერთი ხურმა. დავჭრათ პატარა კუბებად და დავამატოთ 1 პაკეტი ვანილი.
3-7 წლამდე ბავშვებისთვის
ქათამი ხურმაში, ტკბილ-მარილიანი სადილი
სოუსის მომზადება: ათქვიფეთ ორი კარგად მწიფე ხურმა 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთთან, პილპილთან და 4 სუნელთან* ერთად.
ზეითუნის ზეთში შეწვით ქათმის ორი ნაჭერი ფილე, დაჭრილი კუბიკებად, ხახვთან ერთად. ხორცი რომ შევარდისფერდება დაამატეთ სოუსი. შეგიძლიათ მიირთვათ მაკარონთან ერთად.
*თარგმანის შენიშვნა: ფრანგულად ოთხ სუნელში გულისხმობენ ამ სუნელებს: ჯანჯაფილი (იგივე კოჭა, იმბირი), დარიჩინი, მიხაკი და ჯავზი (იგივე მუსკატის კაკალი).
წყარო: Top Santé, décembre 2012, N°267 p. 136
Catégories :0-დან 18 წლამდე