ბავშვის მოვლა არდადეგებზე

არდადეგები

გამარჯობა,

კვებითი უსაფრთხოების დასაცავად და არდადეგებზე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გთავაზობთ, ნუტრიციონსტის, ექიმი, პასკალ მოდაის პასუხებს, ექვს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზე.

  1. ბავშვს ნაყინი უნდა, რომელიც პლაჟზე იყიდება, ვუყიდო?

პლაჟზე, ნაყინის გამყიდველი, პატარას არ გამოეპარება და განუწყვეტლივ გთხოვთ უყიდოთ. “ბაქტერიები, როგორიცაა სალმონელები და ლისტერია აბინძურებენ საკვებს, რომელიც მათი შენახვის პირობებზე მაღალ ტემპერატურაზე ინახება„, ამბობს ექიმი პასკალ მოდაი. ამიტომ შეამოწმეთ სანამ დაჰყვებით ბავშვის ნებას. „დეფექტური“ ვაფლი და ესკიმო ადვილი ამოსაცნობია: ამა თუ იმ ეტაპზე, თუ დაირღვა დაბალი ტემპერატურული გარემო, ნაყინი აუცილებლად ფორმაშეცვლილი იქნება.

2.  ჭამის შემდეგ საბანაოდ უნდა წასვლა, საშიში ხომ არ არის?

„სადილის შემდეგ ბანაობა არ არის საშიში, გვარწმუნებს ექიმი. თუმცა, დატვირთვით მიღებული უსიამოვნება, ყოველთვის შეიძლება იგრძნოს, რომელი საათიც არ უნდა იყოს.“ ჭამის შემდეგ ბანაობა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც თვალყური უნდა გვეჭიროს ბავშვზე. დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურას. „არ უნდა შევიდეთ ძალიან ცივ წყალში, როდესაც ძალიან ცხელა, აგრძელებს სპეციალისტი, რათა თავიდან ავიცილოთ ცივი შოკის განვითარების რისკი, რაც გამოწვეულია ტემპერატურული სხვაობით სხეულსა და წყალს შორის.“ რამდენადაც საჭმლის მონელება მცირედ უმატებს სხეულს ტემპერატურას, ეს სხვაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ უფრთხილდით ცივ წყალს.

3. კურკა გადაყლაპა, საშიშია?

„თუ კურკა გაივლის საყლაპავსა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს არანაირი პრობლემა არ არის“ პასუხობს ექიმი მოდაი. კურკა/კურკები განავალთან ერთად გამოიდევნება და შეგვიძლია დავივიწყოთ. საშიშია, როდესაც კურკა „არასწორ გზაზე“, სასუნთქ გზაში მოხვდება. აქ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, გამოვიძახოთ სასწრაფო და აღმოვუჩინოთ ბავშვს გადაუდებელი დახმარება.

4. ლაშქრობაში საერთო ბოთლიდან წყლის დალევა, პრობლემას შეგვიქმნის?

„თეორიულად საერთო ბოთლი არაჰიგიენურია“, მიგვითითებს ექიმი. თუ ვინმე ავად არის არავითარ შემთხვევაში დალიოთ მისი ბოთლიდან. ასევე ზოგადად, არასასურველია, განსაკუთრებით სიცხეში, როდესაც ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან ბოთლის ყელთან. უმჯობესია თუ პატარ-პატარა ბოთლებს წაიღებთ ყველასთვის ცალ-ცალკე ან ერთჯერად ჭიქებს, რომელიც ფრჩხილის ლაქითაც შეგიძლიათ მონიშნოთ ვისი რომელია.

5. დიდ სიცხეში ბავშვს შეიძლება მივცე ძალიან ცივი წყალი დასალევად?

ყინულიან წყალს ყველა ვერ ინელებს. ზოგი უპრობლემოდ სვამს, ზოგსაც მუცლის მტკივნეული კუმშვები ემართება. „სამედიცინო თვალსაზრისით, არ არსებობს მიზეზი, რატომ შეიძლება ბავშვს ყინულიანი წყლის დალევა ავუკრძალოთ, გვიხსნის ექიმი მოდაი. ენდეთ პატარას: თუ თქვენს მიერ მოცემული წყალი ძალიან ცივად მოეჩვენება, აღარ დალევს!“

6. ბუნებაში ჭამს მოცხარსა და მაყვალს, შეიძლება?

„არ შეჭამოს მიწასთან ახლოს რომელიც იქნება“, გვაფრთხილებს ნუტრიციონისტი. ველური ხილი, შეიძლება ცხოველის ექსკრემენტებით იყოს დაბინძურებული (ტურა, ძაღლი…) და დაავადების გავრცელების წყარო გახდეს, კერძოდ ექინოკოკოზის. თუმცა ამის რისკი, როგორც წესი ძალიან დაბალია.

წყარო: Top Santé, août 2012, N°263 p. 114

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s