საუბრობს ექიმი ნევროლოგი, Chantal Hausser-Hauw, l’hôpital Foch (Suresnes), საფრანგეთი
საძილე წამლები ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ, იმსახურებენ ამ უნდობლობას?
დიახ იმსახურებენ, ამ ჯგუფის წამლები დიდი სიფრთხილით უნდა მივიღოთ. პირველი თაობის საძილე საშუალებებს, ბარბიტურატებს, იმდენი გვერდითი ეფექტი ჰქონდათ, რომ დღეს მათი გამოწერა ძილის მოსაგვრელად აღარ ხდება. დღეს უპირატესობას ვანიჭებთ ბენზოდიაზეპამებს (Havlane, Mogadon, Noctamide…)*, ან კიდევ უკეთესი საშუალებებია ბენზოლაიქები – benzo-like (Stilnox, Imovane)*, რომლებიც საუკეთესო ხარისხის ძილის მოსვლას უწყობენ ხელს. არ იწვევენ ღრმა ძილიანობას, მეხსიერების დაქვეითებას, წამალზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას… მაგრამ საშიშროება არა იმდენად საძილე წამლებშია, რამდენადაც მათ ცუდად გამოყენებაში.
* თარგმანის შენიშვნა: საუბარია საფრანგეთის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ კომერციულ ფორმებზე
როდის შეიძლება უძილობას ვებრძოლოთ წამლებით?
ძალიან საინტერესოა უძილობის მიზეზი, რომელიც ბოლო დროს გაჩნდა: ემოციური შოკით გამოწვეული უძილობა (ვიღაცის გარდაცვალებით, უმუშევრობით…), ან დროის სხვაობით გამოწვეული უძილობა. მაგრამ არავითარ შემთხვევაში შეიძლება საძილე წამლის ერთ თვეზე მეტ ხანს მიღება, რადგან არსებობს ჩვევის ჩამოყალიბების საშიშროება. მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციით უნდა გადაწყდეს სჭირდება თუ არა პაციენტს საძილე საშუალება და რომელი მოლეკულა (აქტიური ნივთიერება) იქნება საუკეთოდ მორგებული კონკრეტულ შემთხვევაზე. ან, თუ უკვე ვსვამთ საძილე საშუალებას, უკეთესი ხომ არ იქნებოდა სხვა მკურნალობით ჩანაცვლება.
როგორ დავაღწიოთ თავი საძილე საშუალებას?
ისევ და ისევ, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. არ შეიძლება ერთ დღეს შევწყვიტოთ მისი დალევა. დოზა მცირდება თანდათანობით. საძილე საშუალების თავის დანებება თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული. ასევე მკურნალობა რაიმე სხვა მოლეკულით უნდა იყოს ჩანაცვლებული, ან ხალხური მედიცინით, ჩვევების შეცვლითა და ა.შ.
წყარო: Top Santé, juillet, 2012, N°262 p. 69
Catégories :ჩვენი რჩევები