პატარები სამზარეულოში

ბავშვი სამზარეულოში

მოამზადეთ ბავშვთან ერთად ბლინები, სალათები, ბისკვიტი … რა სჯობია სამზარეულოში ფუსფუსის სწავლას, ეს მას სწორი კვების ჩვევებს გამოუმუშავებს. სიამოვნება რომ მიიღოს მთავარია მის ასაკთან შესაფერისი საქმე შევურჩიოთ.

ბავშვთან ერთად მზარეულობა საუკეთესო საშუალებაა მადის გასახსნელად, ამასთან პატარა სწავლობს რა რას უხდება. ეს ეხება განსაკუთრებით იმ საკვებს, რისი გასინჯვის ინიციატივას თავად არ გამოთქვამს, მაგალითად ბოსტნეული. ასევე, ჯანმრთელობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვს სახლში საჭმლის მომზადება. აქვე, უნდა აღვნიშნოთ რომ ბავშვს მზარეულობის ეს წუთები ამახსოვრდება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტკბილად მოაგონდება.

5-6 წლის ასაკი

მშობლების მეთვალყურეობა აუცილებელია, თუმცა ბავშვს თავისუფლად შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს რაღაცეები. სიამოვნების მისაღებად უნდათ ხელი ჩაყონ. მოსწონთ ცომის ზელა: პურის, ბისკვიტის, პიცის… ასევე მოსწონთ წყალთან კონტაქტი. გაარეცხინეთ სალათა და ბოლოკი, ეს საქმე მათზე ზედგამოჭრილია! ასევე შეუძლია მწვანილს წააწყვიტონ თავები, ხილი და ბოსტნეული გააფცქვნევინეთ ეკონომით. ცომზე გამოაჭრევინეთ ორცხობილას ფორმები. ამ ფუსფუსით ეცნობა სხვადასხვა საკვების ტექსტურას. ამ ასაკში პატარასთან ერთად შეგვიძლია მოვამზადოთ ვაშლის ღვეზელი.

ბავშვი სამზარეულოში2

6-8 წლის ასაკი

6-7 წლიდან თქვენს შვილებს სურთ იმუშაონ როგორც ზრდასრულებმა და მოამზადონ თავიანთი რეცეპტები. მაგალითად, გააკეთონ ბლინები თითქმის დამოუკიდებლად, იციან თვლა და კითხვა რომ აწონონ ინგრედიენტები. აქვთ სათანადო მოქნილობა, რათა ინგრედიენტები შეურიონ. აცალეთ იმუშაოს მარტომ, ჩაერიეთ სიტყვიერად და არა ხელით. მოამზადოს ბლინის ცომი და თქვენ გამოაცხეთ.

9-10 წლის ასაკი 

ამ ასაკში სურთ შეიტანონ სიახლე მათთვის ნაცნობ რეცეპტებში. დამაჯერებლად შემოგთავაზებთ იმროვიზაციებს რეცეპტებში, რომელსაც ამა თუ იმ ტრადიციით ამზადებთ. მიეცით ჩაატაროს ექსპერიმენტი სადილის მცირე ულუფაზე. იმ წუთას მიხვდება გაამართლა თუ არა მისმა ექსპერიმენტმა.

წყარო: Top Santé, juin, 2012, N°261 p.146

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s