თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა საიდან მოდის?

სასმენი აპარატი

სურათი 1. სასმენი და წონასწორობის აპარატის ანატომია [1]

შვიდიდან ერთ ადამიანს თავბრუსხვევა ერთხელ მაინც ჰქონია. ეს რაღაცის ნიშანია, მაგრამ არა მაინც და მაინც რაიმე საგანგაშოს. უმეტეს შემთხვევაში, მარტივად შეგიძლიათ მოიხსნათ ეს დისკომფორტი და შემდეგ გამოიკვლიოთ მიზეზი.

თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა ხშირად გვაშინებს და მივდივართ სასწრაფოში. უმჯობესია თუ ოჯახის ექიმს მივაკითხავთ, სწორედ მას ევალება დაადგინოს თავბრუსხვევის მიზეზი და დააკვალიანოს პაციენტი, თუ პათოლოგია მის კომპეტენციას სცდება, ოტორინოლარინგოლოგთან ან ნევროლოგთან მიგმართავთ. როგორიც არ უნდა იყოს თავბრუსხვევა, განგრძობითი, მსუბუქი, ძლიერი, ქრონიკული, „ნამდვილი“ თავბრუსხვევები შიგნითა ყურის (ვესტიბულური სისტემის) არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული. სწორედ აქ არის წონასწორობის აპარატი მოთავსებული. წონასწორობის დარღვევა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ყველაზე ხშირად კი ქვემოთ მოცემულ მიზეზებს ვხვდებით.

კეთილთვისებიანი პაროქსიზმული ვერტიგო, რომელიც პოზიციის შეცვლას მოჰყვება

სიმპტომები: „პაროქსიზმული“ ნიშნავს მოკლეს (წუთზე მცირე ხნის), არის განყენებული (ვერაფერს რომ ვუკავშირებთ) და ხშირად ძლიერი. „კეთილთვისებიანი“, ანუ მდგომარეობის დამძიმებას არ იწვევს. ის ასევე არის „პოზიციური“, რადგან სხეულის პოზიციის უცაბედ შეცვლას ახლავს თან: ფეხზე წამოდგომა, თავის უცებ მოტრიალება …

ვის ემართება? ეს თავბრუსხვევა ყველაზე ხშირად (დაახლოებით 30% შემთხვევაში) ემართებათ ახალგაზრდებსა და ძალიან მოხუცებს. ტრავმის შემდეგ ყოველ მეორე პაციენტში გვხვდება (თავის ტვინის, კისრის ტრავმა, კიბიდან ჩამოვარდნა, ხელის კვრა…). თუმცა უმიზეზოდაც შეიძლება მოხდეს და ნებისმიერ დროს. აღინიშნება სასმენი აპარატის „დაბერება“.

გამომწვევები. გამოწვეულია კრისტალების მიგრაციასთან (ოტოლითები) შიგნითა ყურის ნახევარრკალოვან არხებში. ამიტომ გვაქვს თავბრუსხვევა პოზიციის შეცვლისას.

გამოსავალი. არსებობს პროცედურა, რომელიც კრისტალებს დააბრუნებს თავის ადგილას ან გაფანტავს. ეს ტარდება ოტორინოლარინგოლოგის მიერ. პაციენტის ასაკიდან და მისი მასიდან და სახსრების მდგომარეობიდან გამომდინარე ტარდება პოზიციური მანევრები: სემონის მანევრი ახალგაზრდებისთვის და ეფლის მანევრი ხანდაზმულებისთვის. ერთ კვირაში, ორი-სამი სეანსის შემდეგ პაციენტი განკურნებულია. თუმცა სამ კვირაში თავბრუსხვევა თავისით იხსნება.

რამდენიმე დღიანი თავბრუსხვევა ეს ვესტიბულური ნევრიტია

სიმპტომები. დილით იღვიძებთ თავბრუსხვევით, უგუნებოდ, გულისრევისა და პირღებინების შეგრძნებით …ვერ დადიხართ სწორ ხაზზე და თავს ვერ იმაგრებთ: თითქოს გვერდზე ხართ გადახრილი. კრიზისი გრძელდება სამი-ოთხი დღე, სანამ ტვინი დააბალანსებს აღნიშნულ მდგომარეობას, ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით. კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ადვილად იკურნება.

გამომწვევები. დაზიანებულია შიგნითა ყურის ლოკოკინას ნიჟარა, მხოლოდ ერთ ყურში. ვირუსული ინფექციის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო. ორივე მხარეს რომ ერთნაირად დაზიანდეს მაშინ ვერაფერს ვიგრძნობთ. სწორედ ეს ასიმეტრია იწვევს წონასწორობის დაკარგვას.

ვის ემართება? ნებისმიერი ასაკის ადამიანს ვირუსული ინფექციის დროს: გრიპის, ანგინის, გაციების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების ან გასტროენტერიტის დროს. 40 წელს ზემოთ, როდესაც მიზეზი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია: გვაქვს ჰიპერტენზია ან შუნტირება ავადმყოფობის ისტორიაში.

გამოსავალიარ არის რეკომენდებული იწვეთ, არამედ რაც შეიძლება სწრაფად ადექით. პათოლოგიის დასაწყისში, პირველი სამი დღე თავბრუსხვევის საწინააღმდეგო ტაბლეტები უნდა მიიღოთ ან საინექციო საშუალებები გაიკეთოთ, გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტებთან ერთად. მეორე ეტაპზე შიგნითა ყურის ლოკოკინას გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს, თუ წონასწორობის დაცვა კვლავ გიჭირთ. ძალიან სასარგებლოა ასევე სილაში სიარული.

განმეორებადი კრიზისები – მენიერის დაავადება

სიმპტომები. იწყება დაცობილი ყურით, იმავე მხარეს ყურში შუილით, შემდეგ დგება თავბრუსხვევა სმენის დაქვეითებით. აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება სამი-ოთხი დღე და შემდეგ ქრება რამდენიმე თვით. ეს არის ქრონიკული განვითარებადი დაავადება. ზემოთხსენებული კრიზისები მეორდება სხვადასხვა სიხშირით, წლების განმავლობაში. თუ არაფერი მოვიმოქმედეთ – სმენა თანდათან ქვეითდება.

ვის ემართება? გამოვლინდება ოცი წლიდან, კონკრეტულ ნიადაგზე: ნერვიულ, გაღიზიანებულ ადამიანებს ემართებათ. მენიერის დაავადების განვითარებაში სტრესული მდგომარეობა არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ეს დაავადება უფრო იშვიათია, ვიდრე კეთილთვისებიანი პაროქსიზმული ვერტიგო, მაგრამ უფრო ხშირია ვიდრე ნევრიტი, შემთხვევების 15% -ს წარმოადგენს.

გამომწვევები. პათოლოგიის დასაწყისში იცვლება შიგნითა ყურის სითხის წნევა. დაავადების წარმომავლობა უცნობია.

გამოსავალიარანაირი მედიკამენტი არ არის ეფექტური, გარდა „ოსმოსური“ დიურეტიკებისა, რაც ამცირებს ყურში წნევას. რეკომენდებულია ვისწავლოთ სტრესის მართვა იოგასა და ცურვის მეშვეობით, ასევე ფსიქოთერაპიის დახმარებით. სიმშვიდის მოსაპოვებლად შეგვიძლია ალტერნატიულ მედიცინასაც მივმართოთ (ჰომეოპათია, აკუპუნქტურა, სოფროლოგია).

ბიბლიოგრაფია:

[1] https://son2016.wordpress.com/2016/01/16/ii-le-traitement-dune-onde-de-loreille-au-cerveau/

წყარო: Top Santé, juin, 2012, N°261 p. 94-96

 

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s