ტაქიკარდია და ბრადიკარდია

ელექტროკარდიოგრამა

საუბრობს ჟაკ მანსურატი, ექიმი კარდიოლოგი (CHRU de Brest) საფრანგეთის კარდიოლოგიის ფედერაციის გენერალური მდივანი.

საშინელებათა ფილმის ნახვის ან კიბეზე სწრაფად არბენის შემდეგ გული თუ აგიჩქარდათ – ეს ნორმალურია! გულის რითმი მოცემული მდგომარეობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ გულის მუშაობა უმიზეზოდ აჩქარდება ან შენელდება აუცილებელია ექიმს მიმართოთ.

გულის ნორმალური რითმი

მოსვენებულ მდგომარეობაში გული წუთში 60- დან 80 -მდე შეკუმშვას ახორციელებს. ეს მოძრაობა ხორციელდება გულის ავტონომიური ნერვული სისტემით. აგზნების გამტარი სისტემის მეშვეობით ჯერ იკუმშება წინაგულები, შემდეგ პარკუჭები. გული ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენის ქვეშ არის, რომელიც დატვირთვისას ან ემოციისას აჩქარებს გულს და მოსვენებისას ანელებს.

ტაქიკარდია, როდესაც გული ძალიან სწრაფად ცემს

როდესაც სწრაფ პალპიტაციას ვგრძნობთ ექიმები მას ტაქიკარდიას ეძახიან. გამომწვევის მიხედვით შეიძლება იყოს რეგულარული ან არარეგულარული, მუდმივი ან დროებითი.

  1. წყვეტილი ტაქიკარდიის მიზეზი ხშირად გაღიზიანებაა

ძლიერი სტრესის დროს თირკლმელზედა ჯირკვალი გამოჰყოფს ჰორმონს, რომელიც გულის მუშაობას აჩქარებს. გულის რითმის აჩქარება შეიძლება იყოს უცაბედი, მაგრამ გული თანდათან უბრუნდება ნორმას. პალპიტაცია ასევე აღინიშნება უმოქმედობის დროსაც: გული ჩქარდება მცირედი დატვირთვის დროსაც, რაც ფიზიკური უაქტივობით არის გამოწვეული.

პრევენცია
რეგულარული ფიზიკური აქტივობა იძლევა გულის ავტონომიური ნერვული სისტემის რეგულირების საშუალებას, რაც გულის რითმს ანელებს და იცავს ძალიან სწრაფი მუშაობისგან.

2. გულის რითმის მუდმივი აჩქარების მიზეზი ხშირად ფარისებრი ჯირკვალია

პალპიტაცია რამდენიმე დაავადებას ახასიათებს. ასევე ახლავთ სხვა ნიშნები: წონაში დაკლება, ოფლიანობა – ფარისებრის პრობლემის დროს. დაღლილობა – ანემიის დროს.

3. ტაქიკარდიას ზოგჯერ ახლავს სუნთქვის გაძნელება. ხშირად ეს აგზნების გამტარი სისტემის ანომალიაა

გულის რითმის აჩქარება ხშირად დაკავშირებულია აგზნების გამტარი სისტემის ანომალიასთან, რომელიც ყველაზე ხშირად მარჯვენა წინაგულში ხდება. ეს ფენომენი ხშირად გვხვდება მოხუცებში, რომელთა გულისცემა წუთში, მუდმივად არის 150, საიდანაც მოდის სუნთქვის გაძნელება.

მკურნალობა

როგორც წესი მთელი ცხოვრების მანძილზე ინიშნება ანტიარითმიული წამლები, რომლებიც ეფექტურია 70% შემთხვევაში. ექიმებს არჩევანი აქვთ ოთხი ჯგუფის მედიკამენტს შორის: ფლეკაინიდი და პროპაფენონი, ბეტა-ბლოკერები (ბეტა ადრენობლოკატორები), ამიოდარონი და სოტალოლი, და ბოლოს, კალციუმის არხების ბლოკატორები. ყველა მათგანს აქვს გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება მათი გამოყენება შეზღუდოს. აუცილებელია მკურნალობის მუდმივი მეთვალყურეობა. თუ ეს მკურნალობა არ არის ეფექტური, პატარა ქირურგიული ჩარევა შეიძლება განხორციელდეს: ადგილობრივი ანესთეზიით, ვენიდან ზონდით შევდივართ და გულზე რადიოსიხშირის ან სიცივის (კრიოთერაპია) ნაკადით ვმოქმედებთ. რაც მოწვავს ტაქიკარდიის გამომწვევ პატარა ზონას. ამისათვის საჭიროა ორი-ოთხი დღე ჰოსპიტალიზაცია.

4. რეგულარული ტაქიკარდია უცაბედი დასაწყისითა და დასასრულით, არ არის საშიში, თუმცა დამღლელია

გულის ეს აჩქარება ხშირად გამოწვეულია წინაგულებისა და პარკუჭების შეერთების ადგილას აგზნების გამტარი გზის ანომალიით. ხშირად გვხვდება ორმოცი წლის ზევით ქალებში, ასევე შეიძლება დაბადებიდან არსებობდეს. კიდევ ერთი ვარიანტი არის ბუვერეტის დაავადება, როდესაც გულის აჩქარებას ყოველთვის მოჰყვება მოშარდვის სურვილი.

მკურნალობა
როდესაც შეტევები იშვიათია (წელიწადში ერთხელ ან ორჯერ) ჩერდება ვალსალვას მანევრით: ჩაისუნთქეთ, გაბერეთ ფილტვები და დახურეთ პირი. კიდევ ერთი მანევრი, რომელიც ცოტა რთული შესასრულებელია: საძილე არტერიის მასაჟი ყელის დონეზე და თვალებზე ზეწოლა…
ანტიარითმიული მედიკამენტი უნდა მიიღოთ კრიზისის დასაწყისში.
ქირურგიული ჩარევა გულისხმობს ნერვული კვანძის შესუსტებას. ეს მანიპულაცია ტარდება როდესაც ტაქიკარგია ხშირია, თან ახლავს მოგუდვა, დისკომფორტი (სინკოპა) ან ტკივილი გულმკერდში.

5.გულის ძლიერი და არითმიული ცემა წინაგულების პრობლემაა

როდესაც წინაგულები ძალიან სწრაფად და არარეგულარად ცემენ ეს მათ შეკუმშვას არაეფექტურს ხდის და პაციენტის შფოთვას იწვევს. კრიზისი თანდათან გადის და ძლიერი დაღლილობის შეგრძებას გვიტოვებს. ეს არის გულის რითმის დარღვევა, რომელიც 60 წლის ზევით გვხვდება. წინაგულების ფიბრილაცია ხშირად გულის გადატანილ დაავადებებთან არის დაკავშირებული (გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების პრობლემები, არტერიული ჰიპერტენზია…). შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან.

მკურნალობა გულისხმობს ანტიარითმიული წამლების, ანტიკოაგულაციურ მედიკამენტებთან ერთად მიღებას (ან ასპირინის). რადგან ქაოტურად მოძრავ წინაგულებში არსებობს კოლტის წარმოქმნის რისკი. ამით მოვახდენთ ინსულტის პრევენციას (ცერებროვასკულური დაავადება, თავის ტვინის ინფარქტი). თუ ტაქიკარდია კიდევ მეორდება, მაშინ ანტიარითმიულ წამლებს შევცვლით.

მედიკამენტოზური მკურნალობის წარუმატებლობის შემთხვევაში ტარდება ქირურგიული ჩარევა: აგზნების გამტარი სისტემის სხვადასხვა უბნის აბლაცია, რომლებიც ტაქიკარდიას იწვევენ.

გულის გამოკვლევა

ბრადიკარდია, როდესაც გული ძალიან ნელა ცემს

როდესაც გული წუთში 60 შეკუმშვას აკეთებს ეს კარგი ჯანმრთელობის ნიშანია. სპორტსმენს, რომელიც ბევრს ვარჯიშობს შეიძლება უფრო ნაკლებიც ჰქონდეს. მაგრამ თუ წუთში 50-ზე დაბალი გაქვთ მიმართეთ ექიმს.

1. ბრადიკარდიის მიზეზი ხშირად გულში ნერვული იმპულსების დეფიციტია

გული ნელა ცემს, რადგან ბერდება მისი აგზნების გატარების სისტემა, რაც ხშირად გვხვდება ასაკში. მაგრამ ბავშვისა და ახალგაზრდის შემთხვევაში ბრადიკარდია თანდაყოლილ ანომალიასთან არის დაკავშირებული. ადამიანებს ვისაც ბრადიკარდია აწუხებთ გრძნობენ ძლიერ დაღლილობას, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას. აქვთ სუნთქვის გაძნელება, მოხრჩობის შეგრძნება და ზოგჯერ გონებასაც კარგავენ.

მკურნალობა
სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში მკურნალობა არ არის საჭირო. გულის სტიმულატორის ჩადგმა ადგილობრივი ანესთეზიით ხორციელდება და სამ დღიან ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. პატარა ყუთი ელექტრონულ იმპულსებს გამოიმუშავებს და იწვევს გულის შეკუმშვას. სიტმულატორს რეგულარული მეთვალყურეობა ესაჭიროება, საშუალოდ ყოველ 6 თვეში ერთხელ მოწმდება. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 8 – დან 12- წლამდე.

2. ბრადიკარდია ზოგჯერ მედიკამენტების მეორადი ეფექტის შედეგია

გულის შენელების მიზეზი ზოგჯერ ბევრი მედიკამენტის მიღებაა, რომელთა დანიშნულებაც სწორედ გულის რითმის შენელებაა: ანტიჰიპერტენზიული, ანტიარითმიული საშუალებები, ბეტა-ბლოკერები.

მკურნალობა
ვახდენთ მედიკამენტოზური მკურნალობის ადაპტაციას ან შეცვლას. სხვა შემთხვევაში ვაყენებთ გულის სტიმულატორს, რათა პაციენტმა იმკურნალოს დისკომფორტის გარეშე.

წყარო: Top Santé, septembre, 2012, N°264 p. 68-70

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s