თუ გაწუხებთ არარეგულარული პალპიტაცია (გულის აჩქარება), თანმხლები გონების დაკარგვით სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ!
ამ შემთხვევაში გამოკვლევები ტარდება გულის პარკუჭების რითმის აჩქარების გამოსავლენად (ვენტრიკულური ტაქიკარდია). ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ავტომატური დეფიბრილატორის იმპლანტაციას, რომელიც თავად გამოავლენს და უმკურნალებს პარკუჭოვან ტაქიკარდიას. თუ ეს ანომალია დროულად არ იქნა ნამკურნალები შეიძლება გადავიდეს პარკუჭების ფიბრილაციაში: პარკუჭები იმდენად სწრაფად იკუმშებიან, რომ ორგანიზმში სისხლს ვეღარ გადაისვრიან და საბოლოოდ გული ჩერდება. თუ მოხდა მსგავსი შემთხვევა, დაურეკეთ სასწრაფოს, პაციენტს გაუკეთეთ გულის მასაჟი და თუ გაქვთ საშუალება გულის დეფიბრილაცია.
უნდა გვეშინოდეს თუ არა ექტრასისტოლების?
ექსტრასისტოლები ეს არის გულის ნორმალური რითმიდან ამოვარდილი შეკუმშვები. გვაქვს შეგრძნება თითქოს გული გაჩერდა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს, მასტიმულირებელი ნივთიერებების ჭარბ მიღებასთან (თამბაქო, ყავა…) განსაკუთრებით სტრესის პერიოდში. იშვიათი და განყენებული (არაფერთან კავშირში) ექსტრასისტოლები არ არის საშიში და მკურნალობას არ საჭიროებს. მაგრამ თუ ხშირად გემართებათ და შემაწუხებელია ან უცაბედად დაგატყდებათ თავს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და ანტიარითმიული მკურნალობის დანიშვნა. ექსტრასისტოლებს უნდა ვუფრთხილდეთ თუ ავადმყოფობის ისტორიაში გვაქვს გულის დაავადებები ან გენეტიკურად ვართ განწყობილი ამ დაავადებების მიმართ.
წყარო: Top Santé, septembre, 2012, N°264 p. 70
Catégories :ჩვენი რჩევები