დიდგულა – მკურნალი ბუჩქი

დიდგულა 2

საუბრობს ფარმაციის დოქტორი, პასკალ ჟელი-ამბერი

დიდგულა (Sambuscus nigra L.) ანწლის ერთერთი სახეობაა. ამ ბუჩქს ყველაფერი კარგი აქვს: მერქანი, ყვავილები, ფოთლები. გამოიყენება სიროფის, ნახარშის, მცენარეული ჩაის, კატაპლაზმას, წვენის… სახით.

დიდგულა ცხრატყავისებრთა გვარს მიეკუთვნება, რომლის კვირტებიც შეგვიძლია ძმარში შევინახოთ და შემდეგ საჭმლის შესანელებლად გამოვიყენოთ. გავრცელებულია თითქმის ყველგან ევროპაში და მთელს მსოფლიოში განთქმულია მისი მრავალხმრივი გამოყენება. ანტიკურ ხანაში, დიდგულას იყენებდნენ ფილტვების ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, კერძოდ ლორწოს გამოსაყოფად. მედიცინაში მისი გამოყენების კვალს მივაგენით აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში თავის ბიძაშვილ კანადურ ანწლთან (Sambucus canadensis) ერთად. მცენარის თითოეული ნაწილი სამკურნალო თვისებებს ატარებს, რაც მეცნიერულად დადასტურებულია. ფენოლის მჟავებით, ფლავონოიდებითა და ტანინებით მდიდარი ყვავილები ოფლმდენი და ამოსახველებელი საშუალებაა. გრიპის დროს დიდგულას კენკრის ექსტრაქტმა სიმპტომები (ცხელება, დაღლილობა, კუნთების, თავის ტკივილი) მნიშვნელოვნად შეასუსტა. კენკრაში ვიტამინებისა და ტანინების მაღალი შემცველობა გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას ახდენს. ასევე, დიდგულას ფოთლები წარმატებით გამოიყენება სიმსუქნესთან საბრძოლველად.

ხუმრობის გარეშე, დიდგულას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს მკურნალი ბუჩქი, რამდენადაც უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანია მედიცინაში მისი გამოყენება. ის ერთდროულად არის ანთების საწინააღმდეგო, დიურეტიკი, ამოსახველებელი, იმუნოსტიმულატორი, ანტიოქსიდანტი, ახდენს დეტოქსიკაციას და ა.შ. ასევე იდეალური საკვებია, მისი თითქმის ყველა ნაწილი საკვებად ვარგისია: ნამცხვრებში, მურაბებში, ღვინოებში და ა.შ. აქვე ფრთხილად იყავით, მისი კეკრა არ აგერიოთ ანწლში (Sambucus ebulus), რომლის ნაყოფიც ტოქსიურია.

წყარო: Top santé, N 326 – novembre 2017 p. 62-63

Publicités

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s