შემოდგომა ყოველთვის თავს იწონებს ყურძნის მოსავლით: ეს იქნება ცოცხალი წვენი, მტევნები, ქიშმიში დესერტში თუ სხვა. ღვინის სახით – ეს ცალკე ფილოსოფიაა. მოდით, მოვაწყოთ პატარა ტური ყურძნის სამყაროში, რათა გავარჩიოთ ავი მარცვალი კარგისგან.
ვაზი უხსოვარი დროიდან არის ადამიანის თანამგზავრი და ნათელია რომ მისთვის მხოლოდ კარგი უნდა. ყურძნის ცნობილმა შემადგენელმა -რესვერატროლმა უკვე დაამტკიცა თავისი სასარგებლო მოქმედება: ანტიკანცერული, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, იმუნური და დაბერების საწინააღმდეგო. რესვერატროლი ააქტიურებს დღეგრძელობის სამ გენს (STirT1s, Fox0s და PBEFs)! არ არის საჭირო ტონობით ბორდო დავლიოთ, სასარგებლო თვისებები სწორედ, თავშეკავებულად მირთმევის დროს გამოვლინდება, ამასთან მით სასარგებლოა, რაც ნაკლებ კალორიებს მოვიხმართ. ანუ, დღეში 100 გრამიანი შავი ყურძნის მტევანი საკმარისია.
თეთრი თუ შავი? წვენი თუ ღვინო?
თუ თეთრი ყურძენი C და K ვიტამინების საბადოა, შავი (ან წითელი) ყურძნის კანი არის სწორედ რესვერატროლის წყარო. ასე, რომ სწორედ შავი ყურძენი და წითელი ღვინო შეიცავს ყველაზე მაღალი კონცენტრაციით დამცავ ნივთიერებებს. კიდევ ერთი მეტაფიზიკური შეკითხვა: ალკოჰოლით თუ ალკოჰოლის გარეშე? წვენსა და ღვინოს ზუსტად ერთნაირი კვებითი ღირებულება აქვთ, მაგრამ ღვინოში ორჯერ მეტი ანტიოქსიდანტური ფლავონოიდებია (და ბევრად ნაკლები შაქრები!). ხშირად წვენი დამზადებულია მხოლოდ რბილობით, კანის გარეშე, რაც გამორიცხავს რესვერატროლს. ამასთან, დაღვინების დროს მიმდინარე ფერმენტაცია ორგანიზმის მიერ ანტიოქსიდანტების აბსორბციას უწყობს ხელს. რჩება ალკოჰოლთან დაკავშირებული საკითხი, რასაც ვაზუსტებთ: დღეში ერთ ჭიქა წითელ ღვინოზე მეტი არ უნდა დავლიოთ.
ან ბიო ან არაფერი
ფსონი დადეთ ბიოლოგიურ ყურძენზე, რადგან ეს ის ხილია, რომელიც ყველაზე მეტად მუშავდება პესტიციდებით. რამდენადაც რესვერატროლი კანშია კონცენტრირებული გამორიცხულია რომ მარცვალს კანი გავაცალოთ (ან ვის ეყოფა მაგის ნებისყოფა?). ეს პოლიფენოლი ბუნებრივად გამოიყოფა, რათა ვაზი სოკოსგან (Botrytis cinerea) დაიცვას. ფუნგიციდურად დამუშავებული მარცვლები რესვერატროლს მცირე რაოდენობით შეიცავენ.
ყურძნით მკურნალობა, მგლის მუხლი და ქორის თვალი
ჩვენი წინაპრები ტრადიციულად შემოდგომის დასაწყისში მკურნალობდნენ ყურძნით რათა თავი დაეცვათ სახსრების ტკივილისგან ზამთარში. ჩვენ ეს ტრადიცია მეცნიერულადაც შევისწავლეთ: ყურძენი ახდენს თირკმისა და ღვიძლის დრენაჟს (წყალი + კალიუმი), რემინერალიზაციას (მაგნეზიუმი, კალციუმი…), არეგულრებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ა.შ. ზოგადად შეგვიძლია ასე ვიმკურნალოთ: კვირაში ერთ დღეს ვჭამოთ მხოლოდ ყურძენი, იმდენი, რამდენიც გვინდა. ან ყოველ დღე ვჭამთ ერთ მტევანს 11 დან 18 საათამდე შუალედში, რამდენიმე კვირის განმავლობაში და დღეში სამჯერ ვიკვებებით მსუბუქად. მკურნალობის ეს მეთოდი არ არის რეკომენდებული დიაბეტიკებისთვის, რადგან ყურძენი დიდი რაოდენობით შაქრებს შეიცავს.
რა ფორმით მივირთვათ?
ცოცხალი მარცვალი
მარცვალი შეგვიძლია ცოცხლად ვჭამოთ, ხილისა და ბოსტნეულის სალათაში გავურიოთ, ასევე ზეითუნის ზეთში ოდნავ მოვშუშოთ, ძალიან უხდება ფრინველის ხორცს.
ქიშმიში
ჰერკულესის ფაფაში, ნამცხვრებში, ბრინჯის ფლავში (ქიშმიში გამოყენებამდე რამდენიმე საათით ადრე შეგვიძლია ცხელ ჩაიში დავალბოთ). კარგი ის არის რომ ყურძნის დეჰიდრატაცია ფრუქტოზას ფრუქტანად გარდაქმნის, ეს არის ბოჭკოები, რომელიც ქოლესტერინს იჭერს.
წყარო: Top santé, N 325 – octobre 2017 p. 132-133
Catégories :რაციონალური კვება