სახსრების ტკივილის დასამშვიდებლად
ამ მცენარეულ ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და აწყნარებს რევმატულ ტკივილებს.
რეცეპტი
შეურიეთ 50 გ დიდგულას, 50 გ შავი მოცხარის ფოთოლი და 30 გ ქაფურის (Filipendula ulmaria) ყვავილების წვეროები. ამ ნარევის სამი სუფრის კოვზი ჩავყაროთ ერთ ლიტრ ადუღებამდე მისულ წყალში. დავაფაროთ, ვაცადოთ ათი წუთი გაიჟღინთოს და შემდეგ გავფილტროთ.
როგორ მივიღოთ?
მომზადებული მცენარეული ჩაი მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში, ათიოდე დღე.
სინუსებისა და ბრონქების გაწმენდა
ყვავილების ეს ნარევი არის როგორც ანტისეპტიკი, ისე ამოსახველებელი.
რეცეპტი
შეურიეთ 50 გ დიდგულას ყვავილი, 50 გ ბეგქონდარას ყვავილების წვეროები და 50 გ ბალბას (Malva sylvestris) ყვავილები. ამ ნარევის სამი სუფრის კოვზი ჩავყაროთ ერთ ლიტრ, ადუღებამდე მისულ წყალში. დავაფაროთ, ვაცადოთ ათი წუთი გაიჟღინთოს და შემდეგ გავფილტროთ.
როგორ მივიღოთ?
მომზადებული მცენარეული ჩაი მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში, ათიოდე დღე.
გინგივიტისა და აფთების მკურნალობა
პირის ღრუს ეს არომატული სავლები არის როგორც ანტისეპტიკური, ისე ტკივილგამაყუჩებელი, ეხმარება პირის ღრუს ლორწოვანს აღდგენაში.
რეცეპტი
100 გ დიდგულას ყვავილები ჩაყარეთ ერთ ლიტრ ადუღებამდე მისულ წყალში. დააფარეთ, აცალეთ ათი წუთი გაიჟღინთოს, შემდეგ გაფილტრეთ. ფინჯანში დესერტის კოვზით ჩაასხით თაფლი, დაუმატეთ ერთი წვეთი მიხაკის ეთერზეთი და დაფნის ეთერზეთი. კარგად მოურიეთ. დაასხით დიდგულას ჩაი და კიდევ კარგად მოურიეთ.
როგორ მივიღოთ?
გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 3-4 – ჯერ 5-6 დღის განმავლობაში.
საშარდე გზების ინფექციის მკურნალობა
ეს ნარევი არის ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და დიურეტიკი. ამშვიდებს შარდის ბუშტის ანთებას.
რეცეპტი
შეურიეთ 30გ დიდგულას ფოთლები, 50 გ თირკმლის ჩაი ფოთლები, 50 გ დათვის კენკრას ფოთლები და 50 გ შავი მოცხარის ფოთლები. ამ ნარევის სამი სუფრის კოვზი ჩავყაროთ ერთ ლიტრ, ადუღებამდე მისულ წყალში. დავაფაროთ, ვაცადოთ ათი წუთი გაიჟღინთოს და შემდეგ გავფილტროთ.
როგორ მივიღოთ?
მივიღოთ მცენარეული ჩაი დღის განმავლობაში, სამი კვირა.
ორგანიზმის გამწმენდი ჩაი
ეს ნარევი ორგანიზმს ეხმარება დაგროვილი ცხიმებისა და ტოქსინების ელიმინაციაში, გამოყოფაში.
რეცეპტი
შეურიეთ 30გ დიდგულას ფოთლები, 50 გ თირკმლის ჩაი ფოთლები, 50 გ ზეთის ხილის ფოთლები და 50 გ ზეთის ხილის ფოთლები. ამ ნარევის სამი სუფრის კოვზი ჩავყაროთ ერთ ლიტრ, ადუღებამდე მისულ წყალში. დავაფაროთ, ვაცადოთ ათი წუთი გაიჟღინთოს და შემდეგ გავფილტროთ.
როგორ მივიღოთ?
მივიღოთ მცენარეული ჩაი მთელი დღის განმავლობაში, ერთი თვე.
სიფრთხილეს თავი არ სტკივა
- დიდგულა უკუნაჩვენებია ანემიისა და პორფირიას მქონე პაციენტებში.
- ყოველთვის ჰკითხეთ ექიმს რჩევა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, 12 წლამდე ბავშვებში.
- ასევე სიფრთხილე გმართებთ ეთერზეთის გამოყენებისას, გამოყენებამდე დაიწვეთეთ იდაყვზე და დააკვირდით 30-45 წუთის განმავლობაში, თუ არანაირი სიწითლე გამოვლინდება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე ეთერზეთი არ შეიძლება მოხვდეს თვალში.
- ნებისმიერი რეცეპტის მომზადებისას ზუსტად დაიცავით დოზები და მომზადების მეთოდი.
წყარო: Top santé, N 326 – novembre 2017 p. 62-63
Catégories :ფიტოთერაპია