მირტი კუჭნაწლავის მოქმედებისთვის

მირტი

წყარო: https://media.ooreka.fr

საუბრობს ფარმაციის დოქტორი, პასკალ ჟელი-ამბერი

მირტი (Myrtus communis) მიეკუთვება ორლებნიან, მირტისებრთა ოჯახს. ამ ოჯახში 3000 -მდე სახეობაა, მათ შორის ევკალიპტი, ჩაის ხე და კაეპურის ხე (Melaleuca quinquenervia). ამ ბუჩქის სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთია და ძალიან უხდება კუჭს. ვენებს უნარჩუნებს ტონუსს, ასევე ცნობილი ანტისეპტიკია რესპირატორული ინფექციების დროს.

ზაფხულში როცა მაკისი* მირტის სურნელით გაჯერდება, ხდება კენკრის აღება. იყენებენ ხორცის შესანელებლად, ასევე, კორსიკაზე მისგან ამზადებენ ძალიან პოპულარულ ლიქიორს – მორტა (la morta), სარდინიაზე სახელით – მურტა (la murta). მირტის პატარა ტოტებს თუ კოცონს დავაყრით – შესაწვავ ხორცს საუცხოო სურნელს მისცემს.

*მაკვისი
Botany
Fr. maquis
It. macchia
უფრო სწორია მაკისი და მაკია 
მარადმწვანე ბუჩქებისა და დაბალი ხეების (ისეთების, როგორიცაა: ველური ფსიტა, მირტი, ღვია, ველური ზეთისხილი და სხვ.) ბარდები. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

წყარო: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=23643

საუკუნეების განმავლობაში მირტი რელიგიური ცხოვრების ნაწილი იყო. ანტიკურ ხანაში ვენერასთან და იუპიტერთან იყო ასოცირებული. ჩვენს დროში ლულავის თაიგულში დებენ, რომელსაც ებრალური დღესასწაულის – სუკოს აღსანიშნავად იყენებენ.

მირტის ორი განსხვავებული ეთერზეთი

მირტის ფოთლების ჩაი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ებრძვის დიარეას. მირტი არომატული მცენარეა. ძლიერი ეთერზეთის მისაღებად უნდა გამოვხადოთ მისი ფოთლებიანი ტოტები. არსებობს მირტის ორი ქიმიური სახესხვაობა (ქემოტიპი): მირტი ცინეოლში (მწვანე მირტი), კორსიკული წარმოშობის და მირტენილი – მირტის აცეტატი (წითელი მირტი) რომელიც მაროკოში მოდის.

ფრთხილად იყავით მირტი არ უნდა აგვერიოს მირტის ფოთლებიან ტოქსიურ მცენარეში (Coriaria myrtifolia). ეს მცენარეც ხარობს ხმელთაშუაზღვისპირეთში და ძალიან ჰგავს მირტს.

მირტი კუჭნაწლავის მოქმედებისთვის

წყარო:https://davisla.wordpress.com/2011/08/10/plant-of-the-week-myrtus-communis/

უსაფრთხოების წესები ეთერზეთების გამოყენებისას

  • ყოველთვის ჰკითხეთ ექიმს რჩევა: ორსულობის, ძუძუთი კვებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დროს. არ გამოიყენოთ 12 წლამდე ბავშვებში.
  • ეთერზეთი გამოყენებამდე დაიწვეთეთ იდაყვზე, 30-45 წუთის შემდეგ თუ არანაირი სიწითლე გაჩნდება ე.ი. შეგიძლია გამოიყენოთ.
  • ეთერზეთი არ შეიძლება მოხვდეს თვალში.
  • მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია: დოზირება, მკურნალობის ხანგრძლივობა…

წყარო: Top santé, N°327 – décembre 2017 p. 62-63

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s