სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, სედაციური … გვირილების ოჯახი ყვითელი გულში, საუკუნებიის განმავლობაში ცნობილ, სასარგებლო თვისებებს მალავენ. ეს იქნება მცენარეული ჩაის, ეთერზეთის თუ სხვა ფორმით, გვირილებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ხალხურ მედიცინაში.
საუბრობს ფარმაციის დოქტორი, პასკალ ჟელი-ამბერი
რთულყვავილოვანთა ოჯახში არის სამი ბიძაშვილი: ე.წ. დიდი გვირილა Tanacetum parthenium L., სააფთიაქო გვირილა Matricaria chamomilla L. და პატარა გვირილა (რომაული გვირილა) Chamaemelum nobile L. ერთმანეთს ძალიან ჰგვანან: ყველას ყვითელი გული აქვს და თეთრი, ცრუ გვირგვინით არის გარშემორტყმული. თუმცა ისინი მეტნაკლებად განსხვავებულ თვისებებს ატარებენ.
მათ განსხვავებას მახვილი თვალი სჭირდება
დიდ გვირილას წაგრძელებული ფორმა აქვს და ფოთლები დაფარულია ნაზი ბუსუსებით. სააფთიაქო გვირილა გამოირჩევა დაკბილული ფოთლებით. ხოლო რომაული გვირილა თითქმის მცოცავი მცენარეა, უსწორმასწორო გვირგვინით. ამ უკანასკნელს მზე უყვარს, თუმცა მხოლოდ იტალიაში ხარობს.
გვირილებს მდიდარი თვისებები აქვთ, ძირითადად ანტისპაზმური და ანთების საწინააღმდეგო. მათი ეთერზეთები კი, ნაზი სურნელით, იშვიათი ეფექტურობით დამამშვიდებლად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე, სწორედ ამიტომ არიან გვირილები გამორჩეული მცენარეები.
უსაფრთხოების წესები ეთერზეთების გამოყენებისას
- ყოველთვის ჰკითხეთ ექიმს რჩევა: ორსულობის, ძუძუთი კვებისა და მედიკამენტოზური მკურნალობის დროს. არ გამოიყენოთ 12 წლამდე ბავშვებში.
- ეთერზეთი გამოყენებამდე დაიწვეთეთ იდაყვზე, 30-45 წუთის შემდეგ თუ არანაირი სიწითლე გაჩნდება ე.ი. შეგიძლია გამოიყენოთ.
- ეთერზეთი არ შეიძლება მოხვდეს თვალში.
- მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია: დოზირება, მკურნალობის ხანგრძლივობა…
Top santé, N°309 – juin 2016 p. 58-59
Catégories :ფიტოთერაპია