დამამშვიდებელი და შემახორცებელი
ეს არომატოლი ნაზავი უხდება კანის დაზიანებებს, განსაკუთრებით ეგზემათი გამოწვეულ დაზიანებებს.
რეცეპტი
10 მლ მუქი შუშის ბოთლში ჩაასხით 20 წვეთი სააფთიაქო გვირილის ეთეზეთი და 20 წვეთი შავი ნაძვის ეთერზეთი (Picea mariana) დაამატეთ 20 წვეთი მურის ეთერზეთი და 15 წვეთი ნემსიწვერას ზეთი. ფლაკონი შეავსეთ კალენდულას ზეთოვანი მაცერატით და შეანჯღრიეთ.
გამოყენების მეთოდი
ნაზავი წაისვით დღეში ორჯერ-სამჯერ მანამ სანამ კანი არ გამოჯანმრთელდება. ამავე დროს დასალევად მიიღეთ ოროვანდის (Arctium) ჰიდროალკოჰოლური ექსტრაქტი განზავებული ერთ ჭიქა წყალში.
საჭმლის მონელებისთვის
ამ ზეთის მასაჟით გამოყენება ამშვიდებს მუცელში სპაზმებს.
რეცეპტი
დაისხით გარგრის კურკის ცოტაოდენი ზეთი ხელის გულზე, დაამატეთ 2 წვეთი რომაული გვირილის ეთერზეთი და 2 წვეთი ჯანჯაფილის – კოჭას ეთერზეთი.
გამოყენების მეთოდი
დაწექით ზურგზე, ზეთიანი ხელით, წრიული მოძრაობით, მუცელზე გაიკეთეთ მასაჟი, ყოველთვის საათის ისრის მიმართულებით, ისუნთქეთ ნელა და ღრმად. ეს მასაჟი გაიკეთეთ დღეში 2-3- ჯერ ჭამის შემდეგ, რამდენიმე წუთის განმავლობაში.
ნერვული შეტევის დასაძლევად
ეს ნარევი გვეხმარება ემოციების მართვაში და ნერვულ სისტემას ეხმარება სიმშვიდის დაბრუნებაში.
რეცეპტი
დაისხით გარგრის კურკის ცოტაოდენი ზეთი ხელის გულზე, დაამატეთ 2 წვეთი რომაული გვირილის ეთერზეთი და 2 წვეთი იტალიური უკვდავას ეთერზეთი (hélichrysum italicum).
გამოყენების მეთოდი
დაწექით ზურგზე. ზეთით დაიმუშავეთ დიაფრაგმის ქვეშა და ჭიპამდე ადგილი, ნაზად, ღრმად ისუნთქეთ. ჩამიტარეთ ეს მასაჟი დღეში ორჯერ-სამჯერ, ერთი უშუალოდ დაწოლის წინ.
დაბანის შემდეგ თმის ბზინვარება
ბებიების ეს მეთოდი თმას ოქროსფერ ბზინვარებას აძლევს. ეფექტურობა გარანტირებულია!
რეცეპტი
ადუღებამდე მისულ წყალში ჩაყარეთ 50 გ სააფთიაქო ან რომაული გვირილის ყვავილი. აცალეთ 20 წუთი გამოიყოს. დაამატეთ ლიმონის ცოტაოდენი წვენი და მოურიეთ.
გამოყენების მეთოდი
დაბანის შემდეგ ნარევით ჩამოიბანეთ და შეიზილეთ თმაში და თუ შესაძლებელია თმა მზეზე გაიშრეთ. ეს აპლიკაცია გაიმეორეთ 3-4 დღეში ერთხელ, 4-6 კვირის განმავლობაში.
თავის ტკივილის დასაამებლად
დიდი გვირილები როგორც წესი თავის ტკვილის სამკურნალოდ გამოიყენება. ბოლოდროინდელმა კვლევებმა მას სამეცნიერო საფუძველიც შემატა.
მცენარეული სამკურნალო საშუალება
დალიეთ დიდი გვირილას ტაბლეტები ან კაფსულები 4 დან 10 კვირამდე (დაიცავით დოზირება). დაისვენეთ ორი კვირა და შემდეგ კვლავ განაახლეთ თუ საჭიროა. ძლიერი ტკივილის დროს შეგიძლიათ საფეთქლები დაიზილოთ ბაღის პიტნის ეთერზეთით (გაფრთხილება – ეთერზეთი არ შეიძლება თვალში მოხვდეს). არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის.
გულძმარვის დასამშვიდებლად
ეს სასმელი შესაბამის საკვებთან ერთად უნდა მივიღოთ.
რეცეპტი
1 ლიტრ დუღილამდე მისულ წყალში ჩაყარეთ 15 გ წითელი ჩაი (Aspalathus linearis) და 15 გ სააფთიაქო გვირილა. აცალეთ 10-15 წუთი გაიხსნას თავდახურულში.
გამოყენების მეთოდი
დალიეთ დღეში 3-4 ფინჯანი 8 დღის განმავლობაში. დაიზილეთ მუცელი ზემოთხსენებული საჭმლის მონელების ხელშემწყობი ნარევით. შეეცადეთ არ მიიღოთ ციტრუსი, შოკოლადი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ყავა, გაზიანი სასმელები.
Top santé, N°309 – juin 2016 p. 58-59
Catégories :ფიტოთერაპია