დამთავრდა ძალიან მკვრივი, მძიმე, ცხელი, ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ბალიშების ხანა. დღეს არსებობს უამრავი მოდელი, რომელიც ყველა ტიპის მძინარეზეა მორგებული, როგორიც არ უნდა იყოს მათი პოზიცია.
- კისერზე ზეწოლის შემსუბუქება
ბალიში უნდა იყოს საკმარისად მკვრივი და სათანადო სიმაღლის, იმისათვის რომ კისერზე მოსული დატვირთვა შეამსუბუქოს. ბალიშმა თავი უნდა შეინარჩუნოს ხერხემლის სვეტის გასწვრივ, ზურგზე დავწვებით თუ გვერდზე არ აქვს მნიშვნელობა. თუ მუცელზე ძილი გიყვართ, მაშინ თხელი და ძალიან რბილი ბალიში შეარჩიეთ.
2. კომფორტი
ბევრი ადამიანი ძილის დროს ხშირად იცვლის გვერდს. ბალიში რბილი იქნება თუ მკვრივი, კვადრატის თუ მართკუთხედის ფორმის, კარგი ბალიშის შიგთავსი მორგებული უნდა იყოს თავის მოძრაობაზე, ისე რომ თავი შიგ არ ჩაეფლოს. კომფორტული უნდა იყოს ყველა პოზის დროს და მთელი ღამის განმავლობაში.
3. ჰიგიენა
ბალიშთა უმრავლესობა ისეთ შალითაშია ჩასმული, რომელიც სუნთქავს ან აქვს აერაციის სისტემა ოფლის ასაორთქლებლად. არსებობს ასევე ტკიპების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული ბალიშები. ზოგი ბალიში თერმორეგულაციის სისტემით არის შექმნილი, რომლებიც სიგრილეს მთელი ღამის განმავლობაში ინარჩუნებენ.
4. ბალიშის ფორმა
თუ ბალიშის კლასიკური ფორმა (65×65) თქვენთვის მოსახერხებელია არ არსებობს მისი გამოცვლის მიზეზი. მაგრამ თუ თავს ღამე ხშირად ატრიალებთ, უმჯობესია მართკუთხეთი ფორმის ბალიში აირჩიოთ (50×70) რაც თავის მოძრაობის საშუალებას გვაძლევს ბალიშის დაუძრავად.
5. გასუფთავება
ბალიში ფული ღირს და რამდენიმე წელი უნდა გვემსახუროს (3 დან 5 წლამდე, ან მეტი). ყიდვის წინ შევამოწმოთ გარანტია თუ აქვს და ადვილად თუ სუფთავდება (სარეცხ მანქანაში ან ქიმწმენდით, საშრობში თუ შეიძლება მათი შედება და ა.შ.).
Top santé, N°328 – janvier 2018 p. 126
Catégories :ჩვენი რჩევები