მეხსიერება როგორც კუნთი ისე ფუნქციონირებს: რაც მეტს ვამუშავებთ მით უკეთ ვითარდება. ქვემოთ მოცემული სამი მარტივი და ეფექტური სავარჯიშო გაგიუმჯობესებთ მეხსიერების უნარს.
ბედნიერი წუთების წარმოდგენა
ტვინს სათანადო ფუნქციონირებისა და ახალი ნერვული კავშირების დასამყარებლად სჭირდება კეთილი ფიქრები და ტკბილი მოგონებების გახსენება.
- დავხუჭოთ თვალები და წარმოვიდგინოთ ჩვენი ცხოვრების სასიამოვნო მომენტები: არდადეგები, პირადი თუ პროფესიული წარმატება, ბედნიერი წუთები…
- ვიმუხტებით სასიამოვნო შეგრძნებებით, რაც ცხოვრების ამ წუთებმა მოგვანიჭა. ვხედავთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს, გვესმის ნაცნობი ხმა, გვახსენდება სურნელი, ფერები… თვალებს ვახელთ საკუთარ თავში უფრო დარწმუნებულები, ჩვენს გარემოსთან უფრო მეტ ჰარმონიაში მყოფები…
- ეს მომენტი ბოლომდე უნდა შევიგრძნოთ, თითქოს აქ და ამ დროს ხდება ის ძველი მოგონება.
- მივენდოთ ამ გამომაცოცხლებელ შეგრძნებას. ამ ძველი სასიამოვნო მომენტის გახსენება მეხსიერებაზე დადებით მოქმედებს.
კონცენტრირება მოსვენებულ მდგომარეობაში
დღეში ორი წუთი რელაქსაცია საკმარისია მეხსიერების სათანადო მოქმედებისთვის.
- კომფორტულად დავჯდეთ ან დავწვეთ და დავხუჭოთ თვალები.
- მოდუნებას ვიწყებთ ქვევიდან ზევით: ფეხები, მენჯის ღრუ, მუცელი, გულმკერდი, თანდათანობით თავის ჩათვლით.
- როგორც კი მოვდუნდებით გავიხსენოთ ნაცნობი ლექსი, არითმეტიკული ფორმულა, ტელეფონის ნომერი, პაროლი…
- ამ ინფორმაციის ბოლომდე გასახსენებლად სამი წამით შევკუმშოთ ყველა კუნთი და გავუშვათ.
მედიტაცია ნივთის ირგვლივ
დღის განმავლობაში ნახევარ საათიანი მედიტაცია აუმჯობესებს მეხსიერებას და არა ერთი სარგებელი მოაქვს: სიწყნარე, შინაგანი სიმშვიდე – აუღელვებლობა და შემოქმედების უნარი. ეს მეთოდი გულისხმობს ერთი ობიექტის ირგვლივ კონცენტრაციას, ეს შეიძლება იყოს ქვა, ყვავილი, სანთლის შუქი და ა.შ. მთავარია იყოს მარტივი.
- თავდაპირველად ყურადღებას ვაფიქსირებთ ამორჩეულ საგანზე. გონება ფოკუსირდება მის გარეგნულ სახეზე: ფორმაზე, ტექსტურაზე, ფერზე…
- ვხუჭავთ თვალებს და წარმოვიდგენთ იგივე საგანს თავისი უმცირესი დეტალის ჩათვლით.
- ბოლოს, კვლავ ვახელთ თვალებს და ვუყურებთ საგანს.
- ასე ვიმეორებთ ორ ან სამჯერ.
Top santé, N°328 – Janvier 2018, p. 118
Catégories :ჩვენი რჩევები