საუბრობს სარა ჟუასი, გენეტიკური ბიოლოგიის ინჟინერი და ნატუროპათი
ნახშირი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ხალხურ მედიცინაში გამწმენდი და საჭმლის მომნელებელი თვისებების გამო. დღეს უკვე მზარეულები ინტერესდებიან მისით თავისი ლამაზი შავი ფერის გამო, რასაც სხვადასხვა რეცეპტებში იყენებენ.
კონკრეტულად რა არის მცენარეული ნახშირი?
მცენარეული ნახშირი კალცინაციის შედეგად მიიღება უჰაერო გარემოში, მაღალ ტემპერატურაზე (600-900°C), ქოქოსის ხის ან ქოქოსის ქერქისგან. მეორე ეტაპზე კალცინაცია ხდება წყლის ორთქლის, ჰაერის ან ოქსიდანტური გაზის თანხლებით, რაც ზრდის მის აბსორბციულ თვისებებს. « 1 სმ³ გააქტიურებული ნახშირი მოიცავს 1კმ² ზედაპირს » – ამბობს სარა ჟუასი. ნახშირი ანტიკური ხანიდან იყო ცნობილი თავისი გამწმენდი თვისებებით. 1813 წელს კი ფრანგმა ქიმიკოსმა დაამტკიცა მისი მოწამვლის საწინააღმდეგო თვისებები: ნახშირით დაფარული დარიშხანის გადაყლაპვით, ორგანიზმზე ზიანის მიუყენებლად.
როგორ ავარჩიოთ?
არსებობს ფხვნილისა და ტაბლეტების ფორმით. „მე სუფთა ფხვნილი მირჩევნია , პირდაპირ აქტიური,“ ამბობს სარა. ტაბლეტები ცხოველური ჟელატინითა და შემავსებლებით მიიღება. როცა შინ არ ვართ, ნახშირი სულ თან უნდა გვქონდეს, როგორც ჩვენი მშველელი გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. „სუპერ-აქტიური“ ნახშირი უფრო დიდხნიანი კალცინაციით არის მიღებული, რაც ზრდის მის აბსორბციულ – შემწოვ ზედაპირს და შესაბამისად მის ეფექტურობასაც. რას შეეხება გამოსაწვავ ხეს (წიფელი, არყის ხე, ბამბუკი…), ამათ ყველას განსხვავებული თვისებები აქვთ, ამიტომ რამდენიმე შეგვიძლია გავსინჯოთ და გავიგოთ რომელი გვიხდება უკეთ, გვირჩევს ექსპერტი.
რა სარგებელი მოაქვს ნახშირს?
„ნახშირი საჭმლის მომნელებელ ტრაქტს გადის ისე რომ არასასურველ ნივთიერებებს იწოვს,“ გვიხსნის სარა ჟუასი. „ფერმენტაციის დროს გამოყოფილი გაზები, პესტიციდების ნარჩენები, მავნე ბაქტერიები, შემავსებლები, მძიმე მეტალები… გამოიყოფა განავალთან ერთად.“ აქედან გამომდინარე, ნახშირი რეკომენდებულია დიარეის, შებერილობის, გასტროენტერიტის, გულძმარვის, კვებითი ინტოქსიკაციის დროს…“ ნახშირი ასევე ეფექტურია პირის ღრუდან ცუდი სუნის დროს და ამცირებს სისხლში ცხიმების ჭარბ შემცველობას“ – ამატებს ექსპერტი. რამდენადაც ნახშირი წამლებსაც იწოვს ერთდროულად არ უნდა მივიღოთ, არამედ 2-3 საათის შემდეგ.
როგორ მივიღოთ?
ორგანიზმის გასაწმენდად ორი ჩაის კოვზი გახსნილი დიდი წყლის ჭიქაში დალიეთ ჭამამდე, 15 დღის განმავლობაში. „ნახშირის მიღება ასევე შეგვიძლია კონკრეტულ მომენტში, მაგალითად დღესასწაულების დროს“ ამბობს სარა ჟუასი. „ ამ შემთხვევაში 1 ს.კ. გავხსნათ დიდ ჭიქა წყალში და დავლიოთ დილით უზმოზე.“ ნახშირი კუჭის მოქმედებას უწყობს ხელს და ამიტომ წყალიც ბევრი უნდა მივიღოთ. « კულინარიაში: არ აქვს არც სუნი და არც გემო, ამიტომ დამახასიათებლ ფერს აძლევს საკვებს: პურს, ბეზეს, ნაყინს, ბლინებს, ბურგერს… 1 ს.კ. ნახშირის ფხნილი საკმარისია 500 გ ფქვილის შესაღებად.
Top santé, N°328 – Janvier 2018, p. 110
Catégories :ფიტოთერაპია