ლითოთერაპია, პატიოსანი ქვების სასარგებლო თვისებები

ძვირფასი ქვები

სურათი 1. ძვირფასი ქვები

საუბრობს ნატაელ რემი, ენერგეტიკოსი, ლითოთერაპევტი

ბუნებრივ ქვებს იდუმალი ენერგიის წყალობით შესწევთ ჩვენი ემოციების ჰარმონიზაციის, წახალისების, კომფორტის შექმნისა და დამშვიდების უნარი. რატომ არ უნდა ვცადოთ?

ამეთვისტო, ავენტურინი, ლაპის ლაზული… ეს ქვები არა მარტო თავიანთი მშვენიერი ფერებით გვალამაზებენ, არამედ მონაწილეობენ ემოციური წონასწორობის შექმნაში. კრისტალებით მკურნალობა საუკუნეებია არსებობს. მაგალითად შუა საუკუნეებში ძვირფას ქვებს იყენებდნენ ტკივილისა და შიშის განსადევნად.

საინტერესოა, საიდან მოდის პატიოსანი ქვების სასარგებლო თვისებები? პირველ რიგში, ძვირფას ქვებს აქვთ განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა. შეიცავენ მინერალებს, რომლებიც კანთან შეხებისას გვმუხტავენ. მაგალითად, ლითიუმით მდიდარი ლეპიდოლიტი ჩინებულად განდევნის უგუნებობას. მეორეს მხრივ, ქვები იყოფა გარკვეულ ფერებად, რომლებსაც სხვადასხვა სიგრძის ტალღები აქვთ და შესაბამისად გარკვეულ თვისებებს ატარებენ. ამის მიხედვით, ლურჯი თვლები რელაქსაციას უწყობენ ხელს, ვარდისფერი – კომფორტს.

უსმინეთ თქვენს ჩუმ შინაგან ხმას

„ქვები ცოცხალია. ქმნიან გარკვეულ ვიბრაციებს, რაც ერთის მხრივ, დამოკიდებულია მათ ფერზე, ფორმაზე, შემცველ მინერალებზე და ამავე დროს მათ განვლილ ცხოვრებაზე„ – ამბობს ლითოთერაპევტი ნატაელ რემი. ქვები ჩვენთან შეუმჩნევლად ურთიერთობენ. ცხადია, თუ რაციონალური ადამიანი ბრძანდებით, ამ თეორიას ეზოთერულ დატვირთვას მიანიჭებთ და იფიქრებთ რომ ქვები მხოლოდ თილისმაა, რომლებიც გვარწმუნებენ. „თუმცა ეს ქვები მართლაც მოქმედებენ ჩვენზე“ გვარწმუნებს ნატაელ რემი.

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის საჭირო ქვა? გადავხედოთ ლითოთერაპიის კრებულს, ავარჩიოთ ორი ან სამი, რომელიც უკეთესად მოუხდება ჩვენს ემოციურ პრობლემებს. შემდეგ ვეწვიოთ ძვირფასი ქვების მაღაზიას ან ინტერნეტ საიტს და ავირჩიოთ ის, რომელზეც გული გაგვიწევს. „თუ ქვა გიზიდავთ ე.ი. დადებითად მოქმედებს თქვენზე. ამ დროს მისი ენერგია ხვდება ჩვენს ენერგიას. “ – ამატებს ლითოთერაპევტი.

არსებობს მეორე შესაძლებლობაც: წავიდეთ პირდაპირ მაღაზიაში და ბოლომდე მივენდოთ ჩვენს ემოციებს. ჩვენთვის სასურველი ავარჩიოთ იმ ქვებს შორის, რასაც გვთავაზობენ. ქვა დამუშავებული იქნება, თუ დაუმუშავებელი, ყელსაბამი, გულსაკიდი … არ აქვს მნიშვნელობა, ის მაინც ატარებს თავის ენერგიას, როგორიც არ უნდა იყოს მისი ფორმა. თუმცა თუ ქვას სამკურნალო მიზნით ვეძებთ, აუცილებელია დღეში მინიმუმ ოცი წუთი კანს ეხებოდეს. მაგალითად, მედიტაციის დროს შეგვიძლია გვეჭიროს ხელში, ჯიბეში ჩავიდოთ, ან დრო და დრო ხელით შევეხოთ… ასევე შეგვიძლია ბალიშის ქვეშ დავიდოთ, ძილის დროს ისინი ჩვენს გონებაზე მოქმედებენ. სასარგებლო ეფექტის შესამჩნევად დაახლოებით ორი-სამი კვირაა საჭირო.

„სულ მოწყენილი ვარ“

მორგანიტი

სურათი 2. მორგანიტი [1] 

მორგანიტი ღია ვარდისფერი ქვაა, რომელიც ოდნავ ფორთოხლისფერში გადადის. შეგიმსუბუქებთ დარდს, თუნდაც ის დიდი ხნის იყოს. ასევე აწყნარებს აფექტურ მდგომარეობას. შემოაქვს სინაზე და ჰარმონიულობა ჩვენში. აქარწყლებს უცხოს მიმართ შიშს.

მწვანე ავენტურინი

სურათი 3. მწვანე ავენტურინი

მწვანე ავენტურინი მწვანე ფერის ქვაა. გვეხმარება განშორებისა და სიმარტოვის დაძლევაში.

« მაკლია შემოქმედებითი უნარი »

შავი ტურმალინი

სურათი 4. შავი ტურმალინი

შავი ტურმალინი ადვილად მტვრევადი შავი ქვაა კვარცის ან სილიკატების ღარებით. აძლიერებს გონების სიმშვიდეს და გვმატებს საკუთარი თავის რწმენას. გვეხმარება წამოწყებული საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში. ასევე, აძლიერებს მედიტაციის სეანსებს.

ლაზურიტი-ლაპის ლაზული

სურათი 5. ლაზურიტი-ლაპის ლაზული

ლაპის ლაზული, ლურჯი ფერის ქვა, ვარსკვლავებიან ცას ჰგავს. ავითარებს ინტუიციას და საკუთარი თავის მოსმენას. კარს უღებს ინსტიქტურ შემოქმედებით უნარს. ამშვიდებს გონებას, უარყოფითი ფიქრების განდევნით.

„მოტივაცია მაკლია“

ქრიზოპრასი

სურათი 6. ქრიზოპრასი

ქრიზოპრასი მწვანე ფერის კალცედონია. გვაძლევს ენერგიას და კმაყოფილების შეგრძნებას. გვეხმარება უკან დაბრუნებაში და ცვლილებების მიღებაში. მისი წყალობით სხვებთან უფრო ადვილად ვიხსნებით.

 

გრანატები-ძოწი

სურათი 7. გრანატები-ძოწი

ძოწი წითელი ბზინვარე ქვაა. გვათავისუფლებს დაღლილობისგან და გვანიჭებს სიცოცხლის უნარს. გვეხმარება ავმოძრავდეთ და პროექტები განვახორციელოთ. გვაძლევს საკუთარი თავის რწმენას და სურვილს ვიზრუნოთ საკუთარ თავზე.

« ადვილად ვბრაზდები »

ამეთვისტო

სურათი 8. ამეთვისტო

ამეთვისტო იისფერი ქვაა, ღია ან მუქი ფერის. ამშვიდებს გაბრაზებას, გვასწავლის მოთმინებას, ებრძვის ცუდ აზრებს. ანეიტრალებს დაღლილობას და ხელს უწყობს მედიტაციურ მდგომარეობას. გვეხმარება დაძინებაში.

როდოქროზიტი-მანგანუმის შპატი-ჟოლოსფერი შპატი

სურათი 9. როდოქროზიტი-მანგანუმის შპატი

როდოქროზიტი ვარდისფერი ქვა გვეხმარება ენერგიის რაციონალურ გამოყენებაში. არეგულირებს ემოციურ მდგომარეობას და გვეხმარება გაბრაზების მართვაში.

« ფიზიკური და მენტალური კოლაფსის პირას ვარ »

შავი ობსიდიანი

სურათი 10. შავი ობსიდიანი

შავი ობსიდიანი ბზინვარე ქვაა და ისევე ადვილად იმსხვრევა როგორც მინა. ეს ქვა გვახვედრებს რომ გამოფიტულები ვართ და ცხოვრების რითმი უნდა შევანელოთ, ენერგიის აღსადგენად. გვეხმარება რეალობის აღქმაში და აქრობს ილუზიებს. ასევე აქარწყლებს უგუნებობას და ქმნის კომფორტის შეგრძნებას.

შავი ტურმალინი ამ შემთხვევაშიც გამოგვადგება. ეს ქვა ასუფთავებს დაბინძურებულ ელექტრომაგნიტურ ველს, რასაც ეკრანები ქმნიან. გვანიჭებს სიმშვიდეს და საკუთარი თავის რწმენას. ასევე უხდება მედიტაციას.

« მაკლია საკუთარი თავის რწმენა »

 

სამეფო ტოპაზი

სურათი 11. სამეფო ტოპაზი

სამეფო ტოპაზი ნარინჯისფერ, მოყვითალო ქვაა, რომელიც გვეხმარება გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან რაიმე და აღვიდგინოთ საკუთარი თავის რწმენა. მისი საშუალებით მარტივად ვუყურებთ უარყოფით კრიტიკას. გონებას ვიკრეფთ. სამეფო ტოპაზი ასევე აშუშებს ემოციური ჭრილობებს.

ფლუორიტი

სურათი 12. ფლუორიტი

ფლუორიტი კრისტალიზაციის დროს ერთ, ორ ან მრავალფეროვან კაბაში იმოსება. გვიადვილებს აზრის სიტყვიერ გადმოცემას, როდესაც ზეპირ გამოცდას ვაბარებთ. ლურჯი ფერის ფლუორიტი კონცენტრაციაში გვეხმარება. მწვანე – დაბრკოლების გადალახვაში.

წყარო: Top santé, N°329 – février 2018 p. 112-114

[1] http://ofthewolves.com/rockin-out-november-is-for-morganite/

[2] https://www.interor.fr/achat-pierres-precieuses/les-grenats-des-pierres-mysterieuses-et-variees.html

[3] https://www.gemfrance.com/topaze-imperiale-topi7006.html

 

Publicités

Laisser un commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google+

Vous commentez à l'aide de votre compte Google+. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s