პროპოლისი ჩვენი კანისთვის

პროპოლისი1

ეს ფისი ფლობს უნიკალურ დამცველობით და აღმდგენ თვისებებს. მისი თვისებები საშურია ზამთარში, როდესაც კანსა და თმას განსაკუთრებით სჭირდება დაცვა.

პროპოლისს ფუტკარი ამზადებს, სკის ერთერთი პროდუქტია. და მაინც, ზუსტად რა არის ეს ფისი? ფუტკარი მას აგროვებს ნაძვის, არყის, ალვის ხის კვირტებიდან. ფუტკარს ის სჭირდება სკის პატარა ხვრელების ამოსავსებად, რათა დალუქოს მთელი ზამთრის განმავლობაში. პროპოლისი ასევე ახდენს მკვდარი მწერების დეზინფექციას (თავად ფუტკრებისა და სხვების), რომლებიც არსებობენ სკაში და შეიძლება ბაქტერიებს შეიცავდნენ. თაფლის აღების შემდეგ მისი ექსტრაქცია ხელით ხდება.

ჩვენი ჯანმრთელობის უბადლო მეგზური

პატარა საფხეკით, რომელიც ნიჩაბს ჰგავს ვაცლით პროპოლისის ნაჭრებს, შემდეგ ვათავსევთ ალკოჰოლში, აქტიური ნივთიერებების გამოსაყოფად და მწერების ნარჩენების ელიმინაციისთვის. კოსმეტიკაში გვიყვარს პროპოლისის ეთერზეთებში გარევა, ან თაფლში, ასევე ფუტკრის რძეში (სამეფო ჟელე) ან მცენარეების მტვერში, რათა დაასრულოს თავისი მოქმედება. მდიდარია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების მქონე ნივთიერებებით (ფლავონოიდები, არტეპილინ C, ფენოლის უნიკალური მჟავა). პროპოლისი შეიძლება იყოს შავი, თეთრი, ყვითელი და მწვანეც (ბრაზილიის ტროპიკული ტყის ნობათი). თავისი დეზინფექციური და აღმდგენი თვისებების გამო ჩვენი ჯანმრთელობის უბადლო მეგზურია. პროპოლისი გამოიყენება გაციების, ხველის საწინააღმდეგოდ, ასევე ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი უნარის გასაძლიერებლად. ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებში.

ეპიდერმისის დამამშვიდებელი

ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი აგენტების შემცველობის გამო პროპოლისს აქტიურად ვიყენებთ კანის მოვლაში. ეხმარება მგრძნობიარე კანს აღდგენაში და ხელს უწყობს ისეთი პათოლოგიების ალაგებას, როგორიცაა აკნე, ეგზემა და ფსორიაზიც კი. ამშვიდებს გაღიზიანებულ უბნებს და ხსნის ეპიდერმისის დაძაბულობას. პროპოლისს ასევე ვხვდებით დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებში, სადაც ის ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და უხანგრძლივებს კანს ახალგაზრდობას. პროპოლისი ასევე გამოიყენება ჰიგიენის საშუალებებში, თავისი ანტიმიკრობული თვისებების წყალობით აშორებს მკვდარ უჯრედებსა და უსუფთაობას.

პროპოლისი ანტიბაქტერიულად მოქმედებს თმაზე

ანტისეპტიკური და ბაქტერიული თვისებების მქონე ფისი ამცირებს თავის კანის მიერ ცხიმის გამოყოფას (ჰიპერსებორეა). ასევე არეგულირებს ქერტლის წარმოქმნას. პროპოლისი ასუფთავებს ცხიმიან თავის კანს, ხელს უწყობს მიკრო-ორგანიზმების გაქრობას, რომლებიც იწვევენ ქერტლს და სწრაფად აწყნარებს ანთებას. ზოგიერთი კვლევის თანახმად, პროპოლისი ასევე მკურნალობს თმის ცვენას და ხელს უწყობს თმის ზრდას. პროპილისი დეზადორების შემადგენელიც შეიძლება იყოს, რადგან ანეიტრალებს მიკრობებს, რომლებიც ოფლის ცუდ სუნზე არიან პასუხისმგებლები. ეპილაციის ან/და გაპარსვის შემდეგ ხელს უწყობს შეხორცებას და რქოვანა შრის აღდგენას.

წყარო: Top santé, N°300 – Mars 2018, p. 32-33

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s