ესენის პური

ესენის პური1

ფოტო 1. ესენის პური [1]

ესენის პური ჩვენამდე მოიტანეს ჯანმრთელი და ცოცხალი საკვების მოყვარულმა ადამიანებმა. ეს გაღივებულ მარცვალზე მოზელილი პური გვნუსხავს, როგორც თავისი სურნელით, ისე მდიდარი კვებითი თვისებებით.

რა არის ესენის პური?

სახელი მოდის ესენინებისგან, 2000 წლის უკან მკვდარ ზღვასთან ახლოს მცხოვრები ებრაული დასახლებისგან. სწორედ მათ ეკუთვნის ეს რეცეპტი, რომლითაც ამ პურს დღეს ვამზადებთ: მარცვალი უნდა იყოს გაღივებული და დაფქული, შემდეგ მზეზე გამომშრალი, რასაც ესენინები უდაბნოს ქვებზე აკეთებდნენ. შედეგად იზილება მძიმე, რბილი და მუქი ფერის პური. მარცვლის გაღივებისას სახამებელი გარდაიქმნება და ეს პურს აძლევს ნაზ გემოსა და სურნელს. ბიო მაღაზიებში რომ ესენის პურს ვხვდებით, დაბალ ტემპერატურაზეა გამომცხვარი (130°C) და შეიძლება დამატებული ჰქონდეს საფუარი, მარილი, ზეთი…

რა სასარგებლო თვისებები აქვს ესენის პურს?

გაღივებისას მარცვალი ახალ სიცოცხლეს იძენს და მატულობს მისი კვებითი ღირებულება. გაღივებულ მარცვალში გვაქვს უფრო მეტი B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინი, აუცილებელი ამინომჟავები, რაც განსაკუთრებით საინტერესოა ვეგეტარიანელებისთვის. ასევე შეიცავს წინასწარ გადამუშავებულ სახამებელს – სპორტსმენებისთვის მშვენიერი საჭმელია. როდესაც დაბალ ტემპერატურაზე ვაშრობთ ვიტამინებსა და ცილებს უკეთ ინახავს.

სახლში შეიძლება გამოვაცხოთ?

კი შეგვიძლია, უბრალოდ ძალიან არ უნდა გამოვაშროთ, რათა თავისი თვისებები შეინარჩუნოს. 250 გ სპელტას მარცვალი (ხორბლის ჯიში Triticum spelta) გავავლოთ ბოთლის წყალში და გავაჩეროთ წყალში გასაღივებლად 2-3 დღე, სასალათეში, ზევიდან ჭურჭლის ტილო დავაფაროთ. შემდეგ გავრეცხოთ, გადავწუროთ, გავატაროთ ხორცსაკეფში, ასევე დავამატოთ ქიშმიში და ჩირი. მოვზილოთ პური და 80°C ვაცხოთ 2 საათის განმავლობაში. შეგვიძლია გალეტები გავაკეთოთ და 4-5 საათი ვაცხოთ 40°C ზე. გამომცხვარი ერთი კვირა შეგვიძლია ცივად შევინახოთ. გალეტები ჰერმეტულ ყუთში შეინახეთ.

ესენის პური

რითი განსხვავდება კლასიკური პურისგან?

ჩვეულებრივი პური ფქვილით, წყლით, მარილითა და საფუარით იზილება, აფუებული კი მაღალ ტემპერატურაზე ცხვება. ტრადიციული ესენის პური კი გაღივებული მარცვლის დეჰიდრატაციით მიიღება. ამიტომ ეს ორი განსხვავებული პროდუქტია. აუფუებულ ესენის პურს წებოვანი მძიმე ტექსტურა აქვს. გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით, რადგან მთლიანი მარცვლისგან იზილება, ასევე გაღივებული უფრო ადვილი მოსანელებელია. ესენის პურს სუსტი ნაწლავის მქონე ადამიანებიკარგად იტანენ.

წყარო:
[1]http://libreservice.nordlittoral.fr/magazine/article/pain-essene-tous-les-bienfaits-des-graines-germees-61051.html

Top santé, N°329 – Février 2018, p. 106

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s