კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემები კრონის დაავადებაა?

კრონის დაავადება

საუბრობს გასტროენტეროლოგი პიერ დესრემო

თუ გაწუხებთ მუცლის თითქმის მუდმივი ტკივილი, დიარეა, ტუალეტში შედიხართ დღეში ათჯერ კვირების განმავლობაში …ეს სიმპტომები კრონის დაავადებაზე მიუთითებს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ოცი წლის განმავლობაში 10 დან 17 წლამდე ახალგაზრდების რიცხვი, რომელთაც კრონის დაავადება აწუხებთ, გაორმაგდა (საფრანგეთის მონაცემები). ამ დაავადების შემთხვევითობა ასევე მატულობს ჩინეთში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, მაღრების ქვეყნებში… საქმე გვაქვს ნაწლავის ქრონიკულ ანთებასთან, რასაც ახასიათებს დიარეა, ქრონიკული დაღლილობა, წონაში კლება, ზრდის შემცირება და პუბერტატული პერიოდის შეყოვნება. 20% შემთხვევაში თან ახლავს ასევე სახსრების ტკივილი, აფთები პირის ღრუში, და წითელი თვალი.

დიაგნოსტიკა ეფუძნება რამდენიმე გამოკვლევას

ასორმოცდაათი გენი იქნა გამოვლენილი, რომლებიც კრონის დაავადების წინასწარ განწყობას ქმნიან, „თუმცა დაავადების განვითარებაში გენეტიკურ ფაქტორს არ აქვს დიდი წონა“, ამბობს გასტროენტეროლოგი პიერ დესრემო. დაავადების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გარემო ფაქტორებს, რომლებიც იწვევენ ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევას და ანთებით რეაქციას. თამბაქოს მოწევა (მათ შორის პასიური) და ბავშვობაში ანტიბიოტიკების მოხმარება ხელშემწყობი ფაქტორებია. ეჭვეგარეშეა სხვა ფაქტორებიც უნდა არსებობდეს, მაგალითად კვებითი და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული, თუმცა ამ ეტაპზე მტკიცებულებები გვაკლია. სისხლში C რეაქტიული ცილის ან ფეკალური კალპროტექტინის განსაზღვრა უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს დაავადების დიაგნოსტირებაში. კოლოსკოპია, ეზო-გასტრო-დუოდენალური ფიბროსკოპია, ენტერო- MRI, ან ენტეროსკანერი საშუალებას გვაძლევს თვალით დავინახოთ ნაწლავის სხვადასხვა მონაკვეთი და გავამყაროთ დიაგნოზი.

დიეტა არა, თუმცა მკურნალობა საჭიროა

მკურნალობის დასაწყისში მოზარდი ზონდით ღებულობს სპეციალურ ნარევს. არ არსებობს დიეტა, რომელიც დაავადების პრევენციას მოახდენს ან მის განვითარებას შეაყოვნებს. პირიქით, კარგი კვებაა საჭირო კალორიებს საჭირო რაოდენობის მისაღებად. რძე შეიძლება მაწვნითა და ყველით ჩავანაცვლოთ. როგორც კი, მოზარდი წონის მატემას დაიწყებს ვიწყებთ მედიკამენტების გამოწერას (იმუნოსუპრესორები ან ბიოპრეპარატები), რათა დავამშვიდოთ ანთებითი პროცესი და მისი გაღრმავება. ეს მედიკამენტები დღეს უფრო ეფექტურია, ვიდრე უწინ და ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვთ. ეს მედიკამენტები მთელი ცხოვრება უნდა მივიღოთ და ამაშია მთელი სირთულე – ამბობს გასტრო-ენტეროლოგი.  როდესაც დაავადება მიიძინებს მოზარდმა შეიძლება მკურნალობას თავი დაანებოს. ამის პრევენციისთვის შეიძლება საგანმანათლებლო წრეებზე იაროს, ჯგუფებში ჩაეწეროს სადაც ამ პათოლოგიის მქონე ადამიანები საუბრობენ. ნორმალური ცხოვრების რითმის შენარჩუნა შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი მკურნალობით, რათა ახალგაზრდამ გააგრძელოს სწავლა, მისდიოს სპორტს და ა.შ. ეს ყველაფერი იმის მოლოდინში რომ ერთ დღესაც შევძლებთ სრულიად განვკურნოთ ეს დაავადება.

წყარო: Top santé, N°329 – Février 2018, p. 78

Comments

Laisser un commentaire