ჩვენი შვილები ზედმეტად სუფთა გარემოში

გოგონები ყაყაჩოს მდელოზე

ზედმეტი ჰიგიენა შეიძლება საშიში გახდეს ჩვენი შვილებისთვის. ამ იდეას იცავს ექიმი, პედიატრი პიერ პოპოვსკი. მისი აზრით, ბავშვები თუ დაისვრებიან ეს მათ დაავადებებისგან დაიცავს, ნაწილობრივ მაინც.

ინტერვიუ

თქვენი აზრით, რატომ არიან დღევანდელი ბავშვები ძალიან სუფთა?

ჩვენს დროში მედიცინის განვითარებამ მოიტანა ის, რომ ბავშვები იზრდებიან ძალიან ასეპტიკურ გარემოში. რაც უფრო მეტი შეხება ექნება ბავშვს პატარა მიკრობებთან, ღრმა ბავშვობიდან, მით უკეთ განვითარდება მისი იმუნური სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარის ანტისხეულებს დაავადებებისგან თავდასაცავად. ფერმაში ცხოვრება, მტვერში და ცხოველებთან ერთად, 50%-ით ამცირებს ასთმის განვითარების რისკს.

ეს ჩვილობიდან იწყება?

კვლევები აჩვენებს რომ საკეისროთი დაბადებული ბავშვები უფრო ხშირად არიან ავად, ვიდრე ბუნებრივი გზით გაჩენილები. ბავშვები, რომლებმაც დაბადებისას ნაკლებად სუფთა – საშოს გზა გამოიარეს პარადოქსალურად უფრო მეტად დაცულები არიან. ამნიონური სითხე არ არის სტერილური, ისევე როგორც დედის რძე. ბავშვის დაბანა გაჩენის წუთიდან კარგია – სასარგებლო ბაქტერიებთან ურთიერთობისთვის.

ანუ შევამციროთ ჰიგიენური ნორმები?

დიახ, უდაოდ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ შუა საუკუნეებში დავბრუნდეთ. საავადმყოფოში მაღალი ჰიგიენური ნორმები სრულიად ნორმალურია, თუმცა შინ, ბავშვი თუ ავად არ არის, დღეში 30-ჯერ სპირტიანი მანიპულაციები გადაჭარბებულია.

ამ მიმართულებით პროგრესს თუ ხედავთ?

დიახ, განსაკუთრებით ნეონატოლოგიაში. მაგალითად ჩვილს თვალში აღარ ვაწვეთებთ ანტიბიოტიკის წვეთებს, ნაკლებად ვხმარობთ სადეზინფექციო საშუალებებს ჭიპლარზე, პრევენციის მიზნით ბავშვებში არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს. იმპეტიგოსა და ჩაზრდილი ფრჩხილის სამკურნალოდ აღარ ვნიშნავთ ზოგად ანტიბიოტიკებს. მე ვთვლი რომ ეს უკვე დიდი მიღწევაა – ამბობს ექიმი პოპოვსკი.

როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ბავშვის იმუნური სისტემა?

უნდა მივუშვათ ითამაშონ მიწაში, ქვიშაში… ჩაყონ ხელები, თუ პირშიც მოხვდება – არაუშავს. ვიაროთ ტყეში, გარეთ, ვეწვიოთ ფერმას, გვყავდეს ცხოველები… არ არის აუცილებელი ყოველდღე დაბანოთ პატარა. რომ გაიზრდება ცხვირში ხშირად ნუ გამოიყენებთ სხვადასხვა წვეთებს, ისინი ცხვირის ლორწოვანს აშორებენ და შესაბამისად სასარგებლო ბაქტერიებსაც.

კარგით, მივცეთ ბავშვებს საშუალება ამოიგუნგლონ, მაგრამ სად გადის ზღვარი?

რა თქმა უნდა არსებობს ბავშვის „გაჭუჭყიანების“ საზღვარი, არსებობს საბაზისო წესები, რაც უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ რომ ყოველი ჭამის წინ სავალდებულოა ხელების საპნით დაბანა, ასევე კუჭში გასვლის შემდეგ, გარედან შინ დაბრუნებისას. არანაირი კომპრომისი კბილების გახეხვაზე. საღამოს თავის დაბანა კარგია მტვრის მოსაცილებლად. დრო და დრო გაყინეთ რბილი სათამაშოები მტვრის ტკიპების მოსაშორებლად. და როცა ეს შესაძლებელია მოარიდეთ კოლექტიურ გარემოს სამ წლამდე.

 

წყარო: Top Santé, septembre 2018, 77 გვ.

 

 

Publicités

Répondre

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Google

Vous commentez à l'aide de votre compte Google. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s