ოფლიანობის შემცირების ოთხი ეფექტური მეთოდი

ეთერზეთი

პალმაროზას ეთერზეთი

როგორ მოქმედებს?

პალმაროზას ეთერზეთი ანტიბაქტერიული და ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალებაა. მისი სასიამოვნო, ხასხასა მცენარეული სურნელი, ოდნავ ვარდის არომატით, ძლებს მთელი დღის განმავლობაში. არ ტოვებს სხეულზე თეთრ ჩრდილებსა და ტანსაცმელზე ლაქებს. იგივე დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ პელარგონიუმის ეთერზეთი (ლათ. Pelargonium graveolens).

როგორ გამოვიყენოთ?

დავაწვეთოთ ერთი წვეთი ეთერზეთი ალუმინის ქვაზე (ალუმინისა და კალიუმის დისულფატი) და წავისვათ ქვა სასურველ ზონაზე: იღლიებში, კანის ნაკეცებში, ფეხის ძირებზე, დღეში 1-2ჯერ.

ნატურალური დეზადორის რეცეპტი: შეურიეთ 50გ ბიოლოგიური ალოე ვერა, 2 წვეთი დამასკოს ვარდის ეთერზეთი, 16 წვეთი გერანიუმის ეთერზეთი და 8 წვეთი ბაღის პიტნის ეთერზეთი. ყველაფერი ჩაასხით ბურთულიანი დეზადორის კონტეინერში.

ნატრიუმის ბიკარბონატი საჭმელი სოდა

ნატრიუმის ბიკარბონატი (საჭმელი სოდა)

როგორ მოქმედებს?

თავისი ფორებიანი სტრუქტურის წყალობით ნატრიუმის ბიკარბონატი იჭერს და ანეიტრალებს ცუდ სუნს. მისი სისტემატური გამოყენება ასევე თავიდან აგვაცილებს ფეხსაცმელში მიკროსკოპული სოკოს განვითარებას.

როგორ გამოვიყენოთ?

დაბანის შემდეგ კარგად გამშრალებული იღლიები და ფეხები დაიზილეთ ფხვნილით.  ფეხსაცმლის ჩახურებისა და უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად: ფეხსაცმელში ჩაყარეთ 1-2 კოვზი საჭმელი სოდა, დატოვეთ ღამე, მეორე დილით წამოყარეთ ფხვნილი.

ფეხზე უსიამოვნო სუნის მოსაშორებელი აბაზანა: თბილ წყალში ჩაყარეთ 2 ს.კ. სოდა და გააჩერეთ ფეხები 15 წუთი.

ჰომეოპათიური გრანულები

ჰომეოპათიური გრანულები

როგორ მოქმედებს?

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც გარკვეულ სიმპტომებს იწვევს ჯანმრთელ ადამიანში, შეუძლია მოარჩინოს ავადმყოფი, რომელსაც იგივე სიმპტომები აქვს – ეს არის ჰომეოპათიის პრინციპი. დოზები იმდენად მცირეა რომ არანაირ ტოქსიურობას არ იწვევს. ჰომეოპათია ეფუძნება პაციენტის ინდივიდუალურობას.

როგორ გამოვიყენოთ?

იღლიებში უსიამოვნო სუნის შემთხვევაში: Sepia, 9 CH, 5 გრანულა დილა-საღამოს.
ხელ-ფეხის ოფლიანობის დროს: Silicea, 7 CH, 5 გრანულა დილა-საღამოს.
ფეხების ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში: Silicea, 9 CH, 5 გრანულა დილა-საღამოს.
მენსტრუაციის დროს ოფლიანობისას: Veratrum, 9 CH, 5 გრანულა დილა-საღამოს.

სალბი

სალბი (ლათ. salvia officinalis)

როგორ მოქმედებს?

ამ მცენარეს აქვს ოფლის შემამცირებელი თვისება. ამცირებს ოფლის რაოდენობას, რასაც ბუნებრივად გამოვყოფთ ჩვენ.

როგორ გამოვიყენოთ?

სალბის დეზადორი: სანაყში სალბის ხმელი ფოთლები ვაქციოთ პუდრად, შევურიოთ 1 ს.კ. ტალკში და წავისვათ იღლიებში.

ინფუზია: 1 ს.კ. სალბის ხმელ ფოთლებს დავასხათ 1 ფინჯანი მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 10 წუთი, გადავწუროთ. დავლიოთ დღეში 2-3 ფინჯანი ჭამის შემდეგ, სიმპტომების გაუმჯობესებამდე.

ნაყენი: ხელ-ფეხის ოფლიანობისას, დალიეთ 10 წვეთი ნაყენი, დილა-საღამოს, ჭამამდე, 21 დღის განმავლობაში.

წყარო: Top Santé, septembre 2018,  გვ. 58-59

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s