გულძმარვის სამკურნალო საშუალებები ბებიებისგან

ჩაი და ლიმონი

გასტროეზოფაგური რეფლუქსი იწვევს კუჭის წვასა და მჟავურ რეგურგიტაციას. ზოგიერთ ინდივიდში ეს რეფლუქსი შეიძლება ქრონიკულ ხასიათს ატარებდეს. ლიმონი, კარტოფილის წვენი თუ რომაული გვირილა მკურნალობის ბუნებრივი საშუალებებია და ეფექტურად შეიძლება ჩააცხროს გულძმარვა.

ტუტე საკვები ანეიტრალებს მჟავიანობას

კუჭის მჟავური შიგთავსის შეკავება შესაძლებელია ე.წ. ტუტე საკვების მიღებით. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ: ლიმონი, მისი მჟავე გემოსგან განსხვავებით ლიმონი ნამდვილად ტუტე საკვებია. ჩაიტარეთ რამდენიმე დღიანი, მინი მკურნალობა, ლიმონის წვენი განაზავეთ წყალში და მიიღეთ დილით, უზმოზე.

კარტოფილი ასევე ტუტე საკვებია, ცნობილი საშუალება კუჭის მაღალი მჟავიანობის ჩასაქრობად. ეს მეთოდი არ გულისხმობს შუადღეს პიურეს და საღამოს შემწვარი კარტოფილის ჭამას, რაც აუცილებლად გაგასუქებთ, არამედ კარტოფილის წვენის დამზადებას, შემდეგნაირად: გახეხეთ უმი კარტოფილი და გაწურეთ საცერზე ან მარლაზე. უფრო მარტივია კარტოფილის მზა წვენი იყიდოთ, დალიეთ დღეში 2-3 ჩ.კ. ან დეჰიდრატირებული კარტოფილის წვენი ტაბლეტების სახით მოიძიეთ აფთიაქში.

ნატრიუმის ბიკარბონატი საჭმელი სოდა

ნატრიუმის ბიკარბონატი (საჭმელი სოდა) აქრობს ცეცხლს.

ნატრიუმის ბიკარბონატი ანეიტრალებს მაღალ მჟავიანობას. ამიტომ გვხვდება ის ანტი-რეფლუქსის მრავალ საშუალებაში. საჭმელი სოდა შეიძლება მიიღოს ორსულმა ქალმაც, რადგან არ არის ტოქსიური. რეცეპტი: ნახევარი ჩაის კოვზი სოდა გახსენით ერთ ჭიქა ნელთბილ წყალში, დაუმატეთ ლიმონის წვენი (კუჭში გაზების გამოყოფის შესამცირებლად, რაც ხმებს გამოსცემს) და მიიღეთ ეს ნარევი ჭამამდე.

ბოჭკოვანი საკვები ამცირებს მჟავიანობას

ხილის ბუნებრივი ბოჭკოები კარგი საშუალებაა კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად. ჭამის შემდეგ ვაშლი მიირთვით გაუფცქვნელად.

მცენარეული საკვები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

რაც უფრო სწორად მიმდინარეობს საჭმლის მონელება მით ნაკლები დრო რჩება საკვები კუჭში და მით ნაკლები იქნება რისკი რომ შიგთავსი საყლაპავში ამოვიდეს. ფიტოთერაპიაში არსებობს საჭმლის მომნელებელი მცენარეები: ნედლი, გახეხილი კოჭა (ჯანჯაფილი), კარდამონის (Elettaria cardamomum) გაჭყლეტილი კბილები, ანისის მარცვლები, ძირა, რომაული გვირილა, ბარამბო (მელისა), ვერბენა ლიმონისა (Aloysia citriodora, lemon verbena). 1 ჩ.კ. ამ მცენარეებს დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ათიოდე წუთი. შეგიძლიათ ერთი – რომელიმე მცენარის ჩაი დაამზადოთ, ან შეურიოთ ერთმანეთში გემოვნების მიხედვით. გაფილტრეთ და დალიეთ ყოველი ჭამის დროს. ასევე შეგიძლიათ დაღეჭოთ და გადაყლაპოთ ანისის, ძირას ან/და კარდამონის მარცვლები.

წყარო: https://www.topsante.com/medecine/digestion-et-transit/rgo/les-remedes-de-grand-mere-contre-les-remontees-acides-613474

 

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s