ჰიბისკუს სავალდიფი hibiscus sabdariffa

ჰიბისკუსი

სურათი 1. ჰიბისკუს სავალდიფი

ეს რა არის?

არსებობს ჰიბისკუსის რამდენიმე ასეული სახეობა, თუმცა ყველა საკვები არ არის. საკვებად ვიყენებთ ჰიბისკუს სავალდიფს, იგივე „გვინეის ღოლო“, რადგან მისი სამშობლო აღმოსავლეთ აფრიკაა. ჰიბისკუსს იყენებენ სასმელის მოსამზადებლად, რომელსაც ხილის მომჟავო გემო აქვს. ეს გამოსაცოცხლებელი სასმელი ძალიან პოპულარულია სენეგალში (« bissap »), ეგვიპტეში (« karkadé »). მის მოსამზადებლად ჰიბისკუსის გამხმარ ყვავილებს ადუღებენ წყალში 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაფილტრავენ, დაუმატებენ სიტკბოს და რეგიონის მიხედვით სხვადასხვას არომატს: მენთოლს, მუსკატს, ჯანჯაფილს, ლემონგრას, ფორთოხლის ყვავილს….

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო?

უპირატესობა მიანიჭეთ ჰიბისკუსის მთლიან გამხმარ ყვავილებს, რომლის ხარისხშიც ეჭვი არ შეგეპარებათ. იყიდება ბიო, ეგზოტიკურ და ფიტოთერაპიის მაღაზიებში. უმჯობესია თუ წყალს გადაავლებთ (მზეზე შრება და შესაბამისად მტვერსაც იღებს) გამოყენებამდე. სუნელების მსგავსად კარგად დახურულ ყუთში თვეების განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ, მშრალ და მზისგან, სინესტისა და სიცხისგან დაცულ ადგილას. თუმცა არომატით რომ ბოლომდე დატკბეთ და ისარგებლოთ მისი კვებითი ღირებულებით, შეიძინეთ მცირე რაოდენობით და მალე გახარჯეთ.

რა სასარგებლო თვისებები აქვს ჰიბისკუსს?

ჰიბისკუსის ყვავილი ანტიოქსიდანტების ფართო გამას შეიცავს: C ვიტამინი, ბეტაკაროტინი, სხვადასხვა ანტოციანინებს, რაც წითელ ფერს აძლევს. ანუ ჰიბისკუსი უებარი საშუალებაა თავისუფალ რადიკალებთან და დაბერებასთან საბრძოლველად. ასევე დიურეტიკია და შესაბამისად ებრძვის საშარდე სისტემის ინფექციებსა და თირკმელში კენჭების გაჩენას. მკვლევარებმა ასევე დაამტკიცეს მისი პრევენციული მოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისადმი. მაგალითად ერთმა ამერიკულმა კვლევამ აჩვენა რომ კვირაში სამი ფინჯანი ჰიბისკუსის ჩაის დალევა ამცირებს არტერიულ წნევას.

როგორ მივიღოთ?

მცენარეული ჩაის სახით. ფოთლები არ მოხარშოთ მდუღარე წყალში, უბრალოდ გააჩერეთ ფერის გამოსაცემად, არ დაატკბოთ ან ბუნებრივი სიტკბო უყავით (ქოქოსის შაქარი, რაპანდურა).
რეცეპტი: 1 ლ. ადუღებული წყალი დაასხით 6 ს.კ. ჰიბისკუსის ხმელ ყვავილებს, გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ. შეგიძლიათ გაჯირჯვოთ რძეში, ნაღებში, რძიან ბრინჯში, მუსში… ჰიბისკუსი მარილიან საჭმელებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ: უხდება იხვის მკერდს ასევე ბატკნის ხორცს. და ბოლოს, დაფქული სახით შეგიძლიათ შეურიოთ ნამცხვარში, კომპოტში…

წყარო: Top Santé, Novembre 2018, p. 120

წყარო:[1] https://www.indiamart.com/proddetail/hibiscus-sabdariffa-14672689512.html

 

 

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s