ეგზემის მკურნალობა და პრევენცია

ახალდაბადებული ბავშვი

ეგზემა კანის ხშირი დაავადებაა და ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული. როგორ გამოვლინდება? როგორ მოვუაროთ პატარას? სწორედ ამ კითხვებზე გავცემთ პასუხს.

რა არის ეგზემა?

ჩვილის ეგზემა ანუ ატიპიური დერმატიტი კეთილთვისებიანი დაავადებაა, თუმცა შემაწუხებელი, რადგან რეციდივები ახასიათებს. როგორც წესი გენეტიკური დაავადებაა და წინასწარ განწყობილ ინდივიდებში გვხვდება. ბავშვს თუ ერთერთი მშობელი ალერგიული ჰყავს 50% აქვს შანსი ატიპიური დერმატიტი განუვითარდეს. თუ ორივე მშობელი ალერგიულია, მაშინ რისკი კიდევ უფრო მაღალია. 80% შემთხვევაში 4 დან 6 წლამდე ქრება, უფრო ხშირად 4 წლის შემდეგ. ეგზემის შემთხვევაში კანი დამცველობით ფუნქციას ვეღარ ასრულებს გარემოსა და აგრესიული ფაქტორების პირისპირ.

ეგზემას გამომწვევები

გარდა გენეტიკური წინასწარ განწყობისა ეგზემის განვითარება დაკავშირებულია ზამთართან. გარემოს დაბალი ტემპერატურა, ზოგჯერ შინ ჭარბი გათბობა, ჰაერის ტენიანობას ამცირებს, რაც საბოლოოდ კანს აშრობს.

ასევე ზოგიერთმა საკვებმა შეიძლება ეგზემის განვითარებას შეუწყოს ხელი. კვერცხი და მიწის თხილი არიან ძირითადი გამომწვევები, თუმცა ზოგჯერ რძე, პომიდორი, ეგზოტიკური ხილი და ა.შ.
როგორ ექიმები გვირჩევენ ჰაერის დამატენიანებლები პატარას კანს არ ატენიანებენ. მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობაა ეფექტური.

ეგზემას სიმპტომები

მატულობს კანის შეღწევადობა, გაღიზიანება და სიმშრალე, შედეგად კანი სხვადასხვა ინფექციის მსხვერპლი ხდება.

– სახეზე ეგზემა მოიცავს რელიეფურ ზონებს: შუბლს, ნიკაპს, ლოყებს.

– სხეულზე კონკრეტული უბნებია დაზიანებული: მხრები, ზურგი, საჯდომი, მხრისა და წინა მხრის გარეთა მხარე, ბარძაყების შიგნითა მხარე.
– თავდაპირველად გამომშრალი კანი წითლდება, ყალიბდება წვრილი ბუშტუკები. შემდეგ მშრალი ქერქები ჩნდება, რომელიც ცვივა რამდენიმე დღეში.
– ეგზემას ახასიათებს ძლიერი ქავილი. ასევე აქტიური ფაზის დროს პატარა შეიძლება იყოს გაღიზიანებული, ვერ იძინებდეს.

როგორ მოვიქცეთ ეგზემის შეტევისას?

თუ კანზე სიწითლე ჩნდება, კანი იჭიმება… ე.ი. ეგზემის კრიზისული პერიოდი იწყება. ეგზემური ზონების მკურნალობა ხდება დერმოკორტიკოიდებით, კორტიზონის შემცველი მაზებით. მაზი ამშვიდებს ქავილს და შესაბამისად ახალი უბნების გაჩენის პრევენციას ახდენს. მაზი ისმება დღეში ერთხელ მანამ სანამ აშკარა გაუმჯობესება არ შეეტყობა პატარას. მკურნალობა შეიძლება შევწყვიტოთ ეგზემური უბნების სრულიად გაქრობისას. მნიშვნელოვანია მკურნალობა არ შევწყვიტოთ დაავადების ალაგების პირველი ნიშნებისთანავე, თორემ ეგზემა უფრო დიდი ძალით შეუტევს პატარას.

რემისიის პერიოდში, აუცილებლად უნდა მოვუაროთ კანის სიმშრალეს. პატარას ყოველდღიურად უნდა წავუსვათ მაღალი ჰიდრატაციის ე.წ. დამამშვიდებელი კრემები. ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდეთ გამაღიზიანებელ ფაქტორებს. თუ ინფექციაა ძალიან მწვავეა ექიმმა შეიძლება ანტიბიოტიკის საცხი გამოწეროს კორტიზონთან ერთად.

გაფრთხილება: ეგზემის მქონე ბავშვს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი პირის ღრუს ჰერპესის მქონე პიროვნებასთან, რადგან ეგზემა შეიძლება გართულდეს.

ყოველდღიური ჩვევები ეგზემის პრევენციისთვის

ბავშვის ტუალეტისთვის გამოიყენეთ ტანის რძე – სპეციალურად პატარებისთვის, ან დერმატოლოგიური კუბი საპნის გარეშე. შეიძინეთ ჰიპოალერგიული, უსუნო პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ანტისეპტიკურ აგენტებს, როგორიცაა სპილენძი და თუთია. შემდეგ წაუსვით ცხიმიანი დამატენიანებელი. ბავშვის ყოველდღიური აბაზანა უნდა იყოს გრილი (დაახლოებით 35ºC) და 5 დან მაქსიმუმ 10 წუთამდე გაგრძელდეს, ნაზად გადაავლეთ და სისველე ნაზად დააშრეთ პატარას სხეულზე.

ფრჩხილები სულ დაჭრილი უნდა ჰქონდეს, თუ საჭიროა გაუქლიბეთ რომ თავი არ დაიზიანოს ფხანისას.

მოერიდეთ შალისა და სინთეთიკურ ტანსაცმელს: ისინი აძლიერებენ ქავილის სურვილს. უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის ტანსაცმელს. რაც შეეხება სარეცხ საშუალებას – არ გამოიყენოთ დამარბილებელი, ასევე ფოსფატის შემცველი სარეცხი საშუალებები და საპნის შემცველი. არ ჩაასხათ დიდი რაოდენობით სარეცხი სითხე და მანქანაზე გავლების ხანგრძლივი პერიოდი აირჩიეთ.

2 – 3 წლიდან ძალიან ეფექტურია თერმული მკურნალობა ეგზემის პრევენციისთვის, ამცირებს შეტევების რაოდენობას.

თვალი გაუსწორეთ თქვენს პრობლემას!

ეგზემური გამონაყარი როგორც წესი ქრება 5 – 6 წლის ასაკში და რეციდივის რისკი საკმაოდ დაბალია. იცოდეთ აუცილებლად რომ ეს არ არის გადამდები – კონტაგიოზური დაავადება და არ ტოვებს არანაირ ნაწიბურებს თუ მკურნალობა სწორად იქნა ჩატარებული.

წყარო: https://www.parents.fr/bebe/sante/prevenir-et-soigner-leczema-5544?fbclid=IwAR1M8kAF0D3EJyRhYXMCDqhbHi9SzuBxv3-oiQ3VQch8U504xyTirwIzoc8

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s