ლეიკემია ბავშვებში

სისხლი

რა არის ლეიკემია?

ლეიკემია შედარებით იშვიათი დაავადებაა. ბავშვებში ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიმსივნე გვხვდება.

სიტყვა „ლეიკემია“ მოიცავს დაავადებათა სერიას რომელიც აზიანებს სისხლის სისტემას. დაავადება იწყება ძვლის ტვინში სადაც იქმნება სისხლის უჯრედები (ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები). ლეიკემიის დროს ძვლის ტვინის მიერ ლეიკოციტების – სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნა მძიმედ ზიანდება. წარმოიქმნება გადაგვარებული უჯრედების დიდი რაოდენობა, აზიანებს ძვლის ტვინს რათა გავრცელდეს შემდეგ სისხლისა და ლიმფურ მიმოქცევაში. ამ უჯრედებს ასევე შეუძლიათ სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება.

არსებობს ლეიკემიის რამდენიმე ტიპი

პათოლოგიური პროლიფერაციის სისწრაფის მიხედვით განვასხვავებთ:

  • მწვავე ლეიკემია: სწრაფი პროლიფერაცია
  • ქრონიკული ლეიკემია: შედარებით ნელი პროლიფერაცია

დაზიანებული ლეიკოციტების მიხედვით არსებობს:

  • ლიმფოიდური ლეიკემია (ლიმფობლასტური) თუ ჩართულია ლიმფოციტები
  • მიელოიდური ლეიკემია (მიელობლასტური) თუ მონოციტები ან გრანულოციტები (ახალგაზრდა ლეიკოციტები) ზიანდება

ლეიკემიის გამომწვევები და რისკ – ფაქტორები

90% შემთხვევაში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის გამომწვევები რჩება უცნობი, მიუხედავად იმისა რომ ინფექციური აგენტი (სავარაუდოდ ვირუსული) მთავარი ეჭვმიტანილია. დანარჩენი 10% შემთხვევაში ცნობილი რისკ-ფაქტორები არის გენეტიკური ან ტოქსიკური:

  • გენეტიკური ანომალია ტრისომია 21 (იგივე დაუნის სინდრომი)
  • გენეტიკური მემკვიდრეობა: მონოზიგოტური ტყუპები (ნამდვილი ტყუპები) თუ ერთ ტყუპს აქვს ლეიკემია, არსებობს რისკი რომ მეორე ტყუპსაც განუვითარდეს ეს დაავადება. განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წელს.
  • გარკვეული ტოქსიკური ნივთიერებების (მძიმე მეტალები, ბენზოლი) და მაიონეზებელი გამოსხივების ზემოქმედება.

 

ლეიკემიის სკრინინგი

არ არსებობს ამ სიმსივნის სისტემატური სკრინინგი.

ლეიკემიის სიმპტომები

მწვავე ლეიკემია ბრუტალურად იწყება, გამოვლინდება ძვლის ტვინის უკმარისობით და გადაგვარებული უჯრედების პროლიფერაციით. ერთი მოვლენა იწვევს მეორეს.

ძვლის ტვინის უკმარისობა სისხლის სამი ტიპის უჯრედებზე აისახება:

  • სიფერმკრთალე, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ტაქიკარდია, ზოგადი სისუსტე, ეს არის ანემიის (წითელი სისხლის ნაკლებობა) შედეგი.
  • ხშირი ინფექციური დაავადებები: ანგინა, ბრონხიტი, გინგივიტი (ღრძილების ანთება), ეს არის ნორმალური ლეიკოციტების ნაკლებობის შედეგი
  • წვრილი სისხლის წვეთების გაჩენა კანში (პეტექიები), სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან და ა.შ. ეს არის თრომბოციტების ნაკლებობის შედეგი.

წითელი სისხლი

უჯრედების პროლიფერაცია გამოვლინდება შემდეგი სახით:

  • მოცულობაში იზრდება ღვიძლი, ელენთა და ლიმფური ჯირკვლები
  • ძვლებისა და სახსრების ტკივილი, იმდენად რომ ბავშვმა შეიძლება კოჭლობა დაიწყოს (ეს სიმპტომები გამოწვეულია ძვლის ტვინში სიმსივნური უჯრედების გამრავლებით)

იშვიათად ხდება რომ ბავშვს ყველა ეს სიმპტომი ერთად ჰქონდეს გამოხატული. როგორც წესი ერთი ან ორი სიმპტომი გვაქვს სახეზე.

გამოკვლევები ლეიკემიის დიაგნოსტირებისთვის

სისხლის ანალიზი
ეს გამოკვლევა აჩვენებს სისხლის სამივე ტიპის უჯრედების დაზიანებას სხვადასხვა ხარისხით.

ძვლის ტვინის გამოკვლევა (მიელოგრამა)
თუ სისხლში ლეიკემიური უჯრედები არ აღმოჩნდება ეს გამოკვლევა საშუალებას მოგვცემს დავაზუსტოთ ლეიკემიური უჯრედების თავისებური მახასიათებლები. ამ გამოკვლევით მაქსიმალურად ზუსტდება ლეიკემიის ტიპი. ამ გამოკვლევის შედეგები უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობისა და პროგნოზის განსაზღვრაში.

ასევე ტარდება გულმკერდის რენტგენოგრამა და მუცლის ღრუს ექოგრაცია.

მკურნალობა

ბავშვებში მწვავე ლეიკემიის სამკურნალოდ უპირველეს ყოვლისა გამოიყენება ქიმიოთერაპია. ეს მკურნალობა ძირითადად რამდენიმე ეტაპად იყოფა:

ინდუქცია
ეს მკურნალობის პირველი ფაზაა. მისი მიზანია სიმსივნური უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება. ეს შედარებით ინტენსიური მკურნალობაა და გრძელდება სამიდან ოთხ კვირამდე.

კონსოლიდაცია
მკურნალობის ეს ფაზა იწყება სრული რემისიის მიღწევის შემდეგ ანუ კლინიკური სიმპტომების გაქრობისას (როდესაც სიმსივნური უჯრედები აღარ ვლინდება არც სისხლში და არც ძვლის ტვინში). ამ ფაზის დროს ხდება სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენება, რომელიც ინდუქციის ფაზის დროს იქნა გამოყენებული.

ინტენსიფიკაცია
ეს ფაზა მოჰყვება კონსოლიდაციას დაუყოვნებლივ და ემყარება ინდუქციის ფაზაში გამოყენებულ მედიკამენტებს.

შემანარჩუნებელი მკურნალობა
ეს ფაზა ემსახურება დაავადების ხელახლა დაწყების თავიდან აცილებას და გრძელდება 2-3 წელი. მკურნალობის დასრულების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდება ყოველთვიური მეთვალყურეობა რაც გულისხმობს სამედიცინო გამოკვლევასა და სისხლის ანალიზს.

წყარო: https://www.cancer.be/les-cancers/types-de-cancers/leuc-mie/leuc-mie-chez-lenfant/traitements

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s