რისკები, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტის მიღებას ახლავს თან, სულ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს მიმართოს ფიტოთერაპიას – მცენარეებით მკურნალობას. სამკურნალო მცენარეები გამოიყენება უხსოვარი დროიდან, მაგრამ დღეს თუ შეუძლიათ მათ ჩაანაცვლონ მედიკამენტები, რომლებსაც უკვე შეჩვეული ვართ?
ხელოვნურად მიღებული მედიკამენტებისგან განსხვავებით, რაც სამკურნალო ეფექტის მქონე მოლეკულების გამოყოფას გულისხმობს, მცენარეები სხვადასხვა ნივთიერებათა ერთიანობას წარმოადგენს, რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ. სწორედ ამ სუბსტანციათა ერთიანობის წყალობით ატარებენ მცენარეები არა ერთ სასარგებლო თვისებას. მაგალითად არტიშოკი (cynara scolymus) ყველაზე კლასიკური მაგალითია, რომელიც ოთხი მოლეკულის ერთიანობას წარმოადგენს (ლიმონმჟავა, ვაშლმჟავა, სუკინინის მჟავა, ცინაროპრინი). თითოეული მათგანი ცალცალკე ნაკლებად აქტიურია, ხოლო მათ სინერგიას ფარმაკოლოგური ეფექტი აქვს ღვიძლსა და ბილიარულ ფუნქციაზე.
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ მცენარეები შექმნილია ჩვენს გასაკურნებლად. არსებობს მცენარეული მოლეკულები, რომლებიც ბუნებრივ კავშირში შედიან ჩვენი უჯრედების რეცეპტორებთან. მაგალითად მორფინი მიიღება ყაყაჩოსგან (papaver somniferum) და ფიქსირდება ნერვული სისტემის მორფინის რეცეპტორებზე. ვალერიანისა (valeriana officinalis) და პასიფლორას – „ვნების ყვავილი“ (passiflora incarnata) მთავარი მოქმედი ნივთიერებები (დამამშვიდებელი მოლეკულები) ურთიერთქმედებენ ბენზოდიაზეპინის ნერვულ რეცეპტორებზე. აქედან გამომდინარე, როდესაც მცენარეები სწორად გამოიყენება და პასუხობს ჩვენს საჭიროებებს ისინი ნამდვილი მედიკამენტები არიან.
Catégories :ფიტოთერაპია