-
რა არის კორონავირუსი?
ვირუსი Covid-19 გამოჩნდა ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში. იგი მიეკუთვნება კორონავირუსების დიდ ოჯახს. სახელი კორონავირუსი წარმოდგება გვირგვინად შემოკრებილი პროტეინების ფორმიდან. ზოგი მათგანი იწვევს ცხოველების ინფექციურ დაავადებებს, ზოგიც ადამიანის. შეიძლება გამოიწვიოს მარტივი გრიპოზული მდგომარეობა და ასევე მწვავე რესპირატორული ინფექცია – პვნევმონიის სახით.
კორონავირუსი – მომაკვდინებელი ეპიდემიის წყარო
კორონავირუსებმა 21 საუკუნეში უკვე გამოიწვიეს მომაკვდინებელი ეპიდემიები. რომლებიც ცხოველებიდან უცებ ადამიანზე გადავიდა.
- SRAS-CoV (2002-2003) – გაჩნდა ჩინეთში, 8 000 ადამიანზე მეტი იყო ინფიცირებული 30 ქვეყანაში და 774 ადამიანი გარდაიცვალა (ანუ სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 10%).
- MERS-CoV (2012-2013) იგივე შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, რომელიც პირველად საუდის არაბეთში დაფიქსირდა. 1 589 შემთხვევიდან 567 გარდაიცვალა 26 ქვეყანაში (ანუ დაახლოებით 30% სიკვდილიანობა).
- მესამე მომაკვდინებელი ეპიდემია Covid-19 დაფიქსირდა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში. პირველი შემთხვევები დაფიქსირდა საშობაო ბაზრობაზე ქალაქ უხანში.
-
რა არის კორონავირუსის სიმპტომები?
სიმპტომები როგორც წესი მწვავე რესპირატორული ინფექციებისთვის არის დამახასიათებელი (ცხელება, ხველა), ასევე სუნთქვის გაძნელება, ფილტვებში რენტგენოლოგიური ცვლილებები. ასევე თირკმლის უკმარისობა და მულტიორგანული უკმარისობა, რამაც შეიძლება საბოლოოდ სიკვდილი გამოიწვიოს. ამ დროისთვის მეცნიერები 2.3% სიკვდილიანობას განსაზღვრავენ.
-
არსებობს თუ არა Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინა?
პნევმონიის საწინააღმდეგო აცრები: ანტიპნევმოკოკური ვაქცინა, ასევე Haemophilus influenza B (Hib) ტიპის ვაქცინა ვერ იცავს ადამიანს კორონავირუსის წინააღმდეგ. Covid-19 იმდენად ახალი და სპეციფიურია რომ მისთვის ცალკე ვაქცინაა შესაქმნელი.
მკვლევარები განუწყვეტლივ მუშაობენ მის შესაქმნელად. პასტერის ინსტიტუტის თანახმად, ვაქცინის გამოყოფა თუ შესაძლებელი იქნა, იგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 2021 წლის შემოდგომაზე.
-
ადამიანების რომელი ჯგუფს აქვთ დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკი?
არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს საშუალო სიმძიმის გრიპის სიმპტომები, თუმცა ასევე უფრო მძიმე სიმპტომებიც. დაავადება თანდათან ვითარდება პაციენტში. როგორც მრავალი ინფექციური დაავადების შემთხვევაში ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები წარმოადგენენ მაღალ რისკჯგუფს (ჰიპერტენზია, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ჰეპატიტები, რესპირატორული დაავადებები…), ასევე მოხუცები და სუსტი იმუნიტეტის მქონე ინდივიდები.
24 თებერვალს ჩინელი მკვლევარების მიერ ჟურნალ Jama – ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად -15 წლამდე ბავშვებში ნაკლებად ვითარდება კორონავირუსის მწვავე ფორმა. ამასთან მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება აღნიშნული დაავადება.
-
როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიას?
მკურნალობა არის სიმპტომური (ემსახურება სიმპტომების შესუსტებას): სიცხის დამწევი, მწვავე ფორმის შემთხვევაში – ბაქტერიული ინფექციის თანდართვისას, ასევე ინიშნება ანტიბიოტიკები.
მედიკამენტები, რომლებიც ეფექტურია სხვა ვირუსული დაავადებების მკურნალობისას ამ დროისთვის გამოცდის რეჟიმშია კორონავირუსის წინააღმდეგ. 25 თებერვალს მარსელის ინფექციური ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა Didier Raoult გამოთქვა მოსაზრება პალუდიზმის სამკურნალო მედიკამენტის – ქლოროქინის ეფექტურობის შესახებ. ეს უკანასკნელი ეყრდნობა ჩინელი მკვლევარების შედეგებს. თუმცა კვლევები კვლავ მიმდინარეობს.
რაც შეეხება Covid-19 (კორონავირუსის) საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტის შექმნას, კვლევები მიმდინარეობს, თუმცა ახალი მედიკამენტის შექმნას მინიმუმ 1 წელი დასჭირდება.
Catégories :მეცნიერება