კორონავირუსი არ არის ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი – Le CNRS – საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ინსტიტუტი

coronavirus

კორონავირუსის ირგვლივ უამრავმა შეთქმულების თეორიამ მოიყარა თავი: „პანდემია ადამიანის შექმნილია“, „ეს ვირუსი არაფერია თუ არა ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი“… ამ და სხვა მრავალი ჭორების ირგვლივ აზრი ვკითხეთ პროფესორ ივ გოდანს, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს (CNRS).

არსებობს შეთქმულების თეორიები, რომლებიც ამტკიცებენ რომ Covid-19 რეალურად არის ბიოლოგიური იარაღი, შექმნილი ტოპ საიდუმლო ლაბორატორიებში.

„არსებობს პატენტები კორონავირუსზე“მართალია … მაგრამ არა Covid-19-ზე!

ივ გოდანი უკვე არაერთხელ წააწყდა ამ კითხვას. „პატენტები რომელიც სხვადასხვა ვიდეობსა და სტატიებშია მოყვანილი არ ეხება თანამედროვე Covid-19-ს, არამედ კორონავირუსების სხვა ტიპებს, მაგალითად Sras-CoV -ს, რომელიც 2002 წელს გამოჩნდა ჩინეთში და ცხოველებს აავადებდა“ – გვიხსნის ის.

მაშ რატომ ხორციელდებოდა კვლევები კორონავირუსებზე?
„ვირუსებზე გენეტიკური მანიპულაციების მიზანია უკეთ შევისწავლოთ მათი ვირუსული ციკლი, ანუ როგორ აღწევს ის უჯრედში, აზიანებს მას და მრავლდება (რეპლიკაცია). ზოგჯერ ეს მანიპულაციები გვჭირდება ვირუსის გადაცემის მოლეკულური საფუძვლების ასახსნელად. ზოგჯერ ვირუსის არააქტიური შტამების გამოსაყოფად, საბოლოო ვაქცინებისთვის. კორონავირუსებზეც სწორედ ასეთი გენეტიკური მანიპუალაციები ტარდებოდა.

„Covid-19 სამიზნე იყო აზიური პოპულაცია“: ტყუილია!

უცნაური განაცხადია: შეთქმულების თეორიის ავტორები ამტკიცებენ რომ Covid-19 უნდა ყოფილიყო ბიოლგიური იარაღი აზიური პოპულაციისთვის. თეორია, რომელიც დღევანდელი მონაცემებით უკვე გაქარწყლებულია. „ეპიდემია დაიწყო ჩინეთში და გასაგაბია რომ თავდაპირველად იქ იყო ყველაზე მაღალი მსხვერპლი. ეპიდემიის გავრცელება ირანში, იტალიაში (სადაც დღეს ჩინეთზე მეტი მსხვერპლია*), საფრანგეთში და მთლიანად ევროპაში აჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება იყოს გავრცელების არე.

კორონავირუსი

« Covid-19 შეიქმნა ჰუანის საიდუმლო ლაბორატორიაში »: ტყუილია!

„ვირუსის ჰუანის ლაბორატორიასთან კავშირი შეთქმულების თეორიის ავტორებს ეკუთვნით, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი“ -ამბობს ივ გოდანი. ჰუანი დიდი ქალაქია და არაა გასაკვირი რომ კვლევთი ცენტრები ვირუსებზე მუშაობდნენ. რა თქმა უნდა ჩინეთს კიდევ უამრავი ასეთი ლაბორატორია აქვს თავის ტერიტორიაზე. საფრანგეთშიც არსებობს მსგავსი ლაბორატორიები: პარიზში, ლიონში, ლილში, სტრასბურგში და ა.შ.

მაგალითად მარსელში, ლაბორატორია AFMB Polytech Case 925 Aix-Marseille Université – უნივერსიტეტის ბაზაზე, 2003 წლიდან მუშაობს კორონავირუსებზე, უფრო კონკრეტულად ვირუსის უჯრედში შეღწევაზე. საზღვარგარეთ მსგავსი ლაბორატორიები შეგვიძლია დავასახელოთ – Migal-Galilee კვლევითი ინსტიტუტი ისრაელში, რომელიც რამდენიმე წელია ფრინველების კორონავირუსს შეისწავლის. გერმანიაში – Friedrich-Loeffler ინსიტიტუტი მუშაობს კორონავირუსზე, რომელიც ღორებში ეპიდემიურ დიარეას იწვევს.

არაფერია საკვირველი იმაში თუ ვინმე აღმოაჩენს ლაბორატორიებს, რომლებიც ვირუსებს სწავლობენ, კიდევ უფრო ვირულენტურს (აგრესიულს), ვიდრე კორონავირუსია. ასევე კორონავირუსებზე მუშაობაშიც არაფერია გასაკვირი.

*თარგმანის შენიშვნა

წყარო: https://www.lci.fr/sante/theorie-du-complot-non-le-coronavirus-n-est-pas-une-arme-biologique-creee-en-laboratoire-2147895.html

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s