
ხნა – Lawsonia inermis
ხნა (Lawsonia inermis) ინდური და არაბული წარმოშობის მცენარეა, რომელიც ხარობს საჰარის მშრალ რეგიონებში, ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთ სანაპირომდე. მცენარის ფოთლები შეიცავენ ბუნებრივ პიგმენტს წითელ – ნარინჯისფერ ლოსონს. ამ პიგმენტის მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა, როდესაც მცენარე კულტივირებულია 350 C – დან 450 C – მდე. ბუნებრივი ხნის მისაღებად მცენარის ფოთლებს ალბობენ წყალში, აშრობენ და გრანულომეტრში ატარებენ. ხნის საბაზრო სახე საკმაოდ მრავაფეროვანია, ყველაზე ხშირად ვხვდებით: ეგვიპტურ, რაჯასტანისა და იემენის წითელ ხნას. ეს სამი სახეობა ანიჭებს თმას სპილენძისფერიდან – ბადრიჯნისფერამდე ტონალობას.
რას ნიშნავს უფერო ხნა?
უფერო ხნა მიიღება პატარა მცენარისგან, რომელიც ნახევრად მშრალ, სუბტროპიკულ რეგიონებში ხარობს, აფრიკაში – სუბეკვატორულად და არაბეთის ნახევარკუნძულზე – ინდოეთამდე. უფერო ხნის მისაღებად მცენარის ფოთლებს ალბობენ წყალში, აშრობენ და ატარებენ გრანულომეტრში ფხვნილის მისაღებად. მისი ბოტანიკური სახელწოდებაა Cassia obovata. ეს ხნა არ შეიცავს ფერად პიგმენტს. თმას აძლიერებს და ანიჭებს ბზინვარებას.
როგორ შევიღებოთ ბუნებრივი საღებავით ჭაღარა?
თეთრი თმა უფრო სქელია, ამიტომ საღებავის აღება უჭირს. ოპტიმალური შედეგისთვის ორი თანმიმდევრული აპლიკაცია დაგვჭირდება. მაგალითად ჯერ რაჯასტანის ხნა და შემდეგ ინდიგო საღებავი.
როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან სპილენძისფერი ხნის სამი ტიპი?
არსებობს ეგვიპტის, რაჯასტანისა და იემენის წითელი ხნა. ყველა მათგანი ერთი მცენარის პროდუქტია. თუმცა მათი განსხვავებული წარმომავლობის გამო ლოსონის (lawsonia inermis), სხვადასხვა კონცენტრაციას შეიცავენ. ლოსონის ეს განსხვავებული კონცენტრაცია აისახება შემდეგ ჩვენი თმის ფერზე.
სპილენძისფერი ხნის ტიპები სქემატურად შემდეგნაირად შეიძლება გამოვსახოთ:

ხნის პრაქტიკული გამოყენება
თმის სიგრძე და მოსამზადებელი ხნის მასა
თმის ძირებისთვის – 50გ ხნა
მოკლე თმა – 100გ ხნა
საშუალო სიგრძის თმა – 150გ ხნა
გრძელი თმა -250გ ხნა
საღებავის მომზადების ეტაპები
- თასში ჩავყაროთ ხნის სასურველი რაოდენობა.
- თანდათან დავამატოთ ნელთბილი ან ოთახის T წყალი. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- თავზე წაისვით მაშინვე, ქვემოთ მოცემული ინსტრუქციით მიხედვით.

შეღებვის მექანიზმი, ის რაც უნდა ვიცოდეთ:
თმის ღერი შედგება პროტეინებისგან, უმეტესად კერატინისგან, ანუ მისი სტრუქტურა pH მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. ტუტე pH დროს თმის გარეთა ქერცლოვანი შრე იხსნება. საღებავის მჟავე აგენტები პირიქით, თმის ღერზე ფიქსირდებიან და სრიალა ეფექტს აძლევენ. ქმნიან გარსსმ რაც თმას ბზინვარებას აძლევს. ამ დროს ვამბობთ რომ ქერცლები იხურება.
ფუძე და მჟავე აგენტები
- ნატრიუმის ბიკარბონატი (საჭმელი სოდა) ტუტე კომპონენტია, ის საღებავის pH ზრდის (pH >7) და ამდენად „ხსნის თმის გარეთა შრეს“.
- ლიმონის წვენი, ფორთოხლის წვენი, ძმარი მჟავე აგენტები არიან, აგვარად pH ამცირებენ (pH <7) და „ხურავენ თმის ქერცლოვან საფარველს“.
ლოსონი, ხნის ბუნებრივი პიგმენტი გამოთავისუფლდება მჟავე გარემოში. ამიტომ მისი მოქმედება რომ გააქტიურდეს უმჯობესია ჩვენი საღებავის მასა გავამჟავიანოთ. ამისათვის წყლის ნაწილი ჩავანაცვლოთ ლიმონის წვენით. მიიღებთ მასას რომლის pH დაახლოებით არის 4. ამის შემდეგ მასა 12 საათი უნდა გავაჩეროთ რომ პიგმენტი გამოთავისუფლდეს. შესაბამისად, საღებავი წასმის წინა დღეს უნდა მოვამზადოთ.
ინდიგოტინი – ინდიგოს პიგმენტი გამოთავისუფლდება ტუტე გარემოში, იგივეა კატამის შემთხვევაში. ამგვარად, ჩვენს საღებავს, საუკეთესო შედეგის მისაღებად, უნდა შევძინოთ ფუძე თვისებები. ამისათვის ვამატებთ ნატრიუმის ბიკარბონატს და pH გვექნება 8 – 9.
განვიხილოთ შეღებვის ორი მეთოდი:
- თუ ვიღებავთ ლოსონის შემცველი ხნით (ეგვიპტის, რაჯასტანისა და იემენის წითელი ხნა.)
- ეგვიპტის ხნას დავუმატოთ 5% ლიმონის წვენი pH = 4.
- გავიჩეროთ 3 საათი.
- ჩამოვიბანოთ ლავანდით ჰიდროლატით pH = 4,5.
- თუ ვიყენებთ კატამის ან ინდიგოს საღებავს:
- მოვამზადოთ საღებავის მასა და დავუმატოთ ნატრიუმის ბიკარბონატი, pH დაახლოებით იქნება 8 – 9.
- წავისვათ მასა.
- ჩამოვიბანოთ მჟავე ხსნარით (pH 3 – 4) – ვაშლის ძმარი, ლიმონის წვენი …
Catégories :ფიტოთერაპია