Catégorie : სილამაზის რეცეპტები

  • მაკიაჟის მოსახსნელი ლოსიონი სტაფილოს ზეთით

    მაკიაჟის მოსახსნელი ლოსიონი სტაფილოს ზეთით

    გთავაზობთ მაკიაჟის მოსაშორებელი ორფაზიანი ლოსიონის რეცეპტს. დაგვჭირდება: 55 გ სტაფილოს ჰიდროლატი 44 გ სტაფილოს ზეთი 10 წვეთი კოსგარდი (კონსერვანტი) აწონეთ ჰიდროლატი დაუმატეთ 10 წვეთი კოსგარდი, მოურიეთ კარგად და ბოლოს შეურიეთ სტაფილოს ზეთი. ჩაასხით ფლაკონში, რომელსაც ვაპორიზატორი აქვს. მომზადებული ლოსიონი კანს ასუფთავებს, ალამაზებს და კვებავს. სახის კანი რჩება ნაზი. ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House,…

  • შიის კარაქის თვისებები

    შიის კარაქის თვისებები

    ფოტო:google.com შიის კარაქი, იდეალური საკვები თქვენი კანისთვის ❤ შიის კარაქი ბუნების ერთერთი საოცრებაა, თუმცა მაინც გამორჩეული საოცრება. აფრიკელი ხალხის მიერ ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა: კანის, ჩვილის მოსავლელად, ჭრილობების მოსაშუშებლად და საკვებად. შიის ხე წმინდა მცენარედ მიიჩნეოდა, რადგან როგორც ღვთის წყალობა უხდებოდა კანს, თმას, უნარჩუნებდა სილამაზესა და ჯანმრთელობას. ეს მცენარე ეგვიპტელი დედოფლის, ნეფერტიტის სილამაზის საიდუმლოს ინახავს. ქვემოთ…

  • არგანისა და ასკილის მარტივი დამატენიანებელი ზეთი

    არგანისა და ასკილის მარტივი დამატენიანებელი ზეთი

    როდესაც საქმე კანს ეხება, ზეთს უფრო მეტი ზეთი გამოჰყავს, ასე არ არის?! ყოველ შემთხვევაში ჩემი მრავალწლიანი დაკვირვება ასეთია. ჩემი სწავლიდან გამომდინარე, რასაც ძირითადად თავის მოვლის ჟურნალებში ვკითხულობდი, თინეიჯერობისა და ზრდასრული ასაკის პირველ წლებში, ვყიდულობდი თავის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომლებიც კანიდან ამ ე.წ. ზეთს მომაცილებდა. გულწრფელად რომ ვთქვა ძვირიანი პროდუქტები რას მიყიდია, თითქმის ყველა კანს უფრო…

  • დღისა და ღამის დამატენიანებელი კრემი შიის კარაქით

    დღისა და ღამის დამატენიანებელი კრემი შიის კარაქით

    გამარჯობა მეგობრებო, გვინდოდა შიის კარაქის საფუძველზე სახის დამატენიანებელი კრემი დაგვემზადებინა, რომელიც არ იქნებოდა ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან ძვირი. ბევრი ვეცადეთ თუ ცოტა, ამ მართლაც ღვთიური კარაქისგან ❤ ქვემოთ მოცემული რეცეპტი შევქმენით. კრემის შემადგენლობაში შედის შიის კარაქი, ცოტა ოდენი მშრალი ზეთები (არგანის ან ასკილის ზეთი) და საიდუმლო ინგრედიენტი – რაც ერთ მთლიანს ხდის მათ – ალოე ვერას გელი.…

  • აკნეს ანტიბაქტერიული კრემის რეცეპტი შიის კარაქით

    აკნეს ანტიბაქტერიული კრემის რეცეპტი შიის კარაქით

    აკნეს ანტიბაქტერიული კრემი შემდეგნაირად შეგვიძლია დავამზადოთ: შეურიეთ 3 ს.კ. შიის კარაქი, 1,5 ს.კ. ვარდის წყალი, 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი, 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი. ეს ინგრედიენტები ათქვიფეთ ერთმანეთში კვერცხის სათქვეფით მანამ, სანამ თეთრ მასას არ მიიღებთ. გადაასხით პატარა კონტეინერში და წაისვით აკნეზე საღამოს, ან როცა სურვილი გაქვთ. წყარო: http://beautymunsta.com/15-shea-butter-skin-care-recipes-for-gorgeous-skin/ ფრანგული ზეთების…

  • თვალის ირგვლივი კრემის რეცეპტი შიის კარაქით

    თვალის ირგვლივი კრემის რეცეპტი შიის კარაქით

    გაალღვეთ 3 ს.კ. შიის კარაქი და 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ 2 ჩ.კ. საღამოს ფურისულას ზეთი და 1 კაფსულა E ვიტამინი. ათქვიფეთ კვერცხის სათქვეფით 7-10 წუთი. მიქსი უნდა იყოს თეთრი და ფუმფულა. შეინახეთ თვალის პატარა კონტეინერში და წაისვით ძილის წინ. წყარო: http://beautymunsta.com/15-shea-butter-skin-care-recipes-for-gorgeous-skin/ მცენარეული ზეთებისა და ეთერზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:…

  • თხილის ზეთი სახის, სხეულისა და თმის მოსავლელად

    თხილის ზეთი სახის, სხეულისა და თმის მოსავლელად

    თხილის ზეთს მდიდარი თვისებები აქვს, განსაკუთრებით ცხიმიანი კანისა და თმის მოსავლელად. აქვს დამაბალანსებელი მოქმედება და ძალიან სასიამოვნოა გამოსაყენებლად. რა არის თხილის ზეთი? თვისებები თხილის ზეთი თხილის ცივი დაპრესვით მიიღება, ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, თუმცა არა მარტო კულინარიაში! აქვს სასიამოვნო სურნელი, ზეთი არის ძალიან ნაზი და ადვილად აღწევს ეპიდერმისში. კანზე არ ტოვებს ცხიმოვან შრეს. სასარგებლო თვისებები თხილის…

  • თმის სწრაფი ზრდის რეცეპტი: შიის კარაქით, ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთით

    თმის სწრაფი ზრდის რეცეპტი: შიის კარაქით, ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთით

    შიის კარაქი დაგეხმარებათ გაიზარდოთ გრძელი და სქელი თმა, განსაკუთრებით თუ თმის ზრდის სხვა მასტიმულირებელ საშუალებებსაც დავუმატებთ, როგორიცაა ქოქოსისა და აბუსალათინის ზეთი! რა გვჭირდება: შიის კარაქი, ქოქოსის ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ლიმონის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი როგორ მოვამზადოთ: ძირითადი ინგრედიენტები აიღეთ თხილის გულისოდენა და შეიზილეთ მთელს თავის კანზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ბოლოებზე, დაატენიანებს და ბზინვარებას მიანიჭებს. რამდენ…

  • დაამზადეთ შინ თმის ნიღაბი მცენარეული ზეთებითა და შიის კარაქით

    დაამზადეთ შინ თმის ნიღაბი მცენარეული ზეთებითა და შიის კარაქით

    გამარჯობა მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ თმის დამატენიანებელი ნიღაბის რეცეპტი, სწრაფი და მარტივი მომზადების წესი ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. როგორც ავტორი კომენტარებში გვირჩევს მოცემული ინგრედიენტებიდან აბუსალათინის ზეთს თუ ამოვიღებთ სახის დამატენიანებელს მივიღებთ, (რადგან ფიქრობს რომ აბუსალათინის ზეთი ძალიან ცხიმიანია კანისთვის), თუმცა ალბათ გააჩნია სახის კანის ტიპს, ძალიან მშრალი კანის მქონეებმა შეგიძლიათ დატოვოთ. დაგვჭირდება: შიის კარაქი (საუკეთესო წარმომავლობა განა),…

  • შიის კარაქი კანის დაბერების პრევენციისა და თმის სილამაზისთვის

    შიის კარაქი კანის დაბერების პრევენციისა და თმის სილამაზისთვის

    შიის კარაქი უჯრედების ინტენსიური აღმდგენია, იცავს კანსა და თმას დაბერებისგან. სხეულსა და სახეზე აქვს ხანგრძლივი დამატენიანებელი და მკვებავი მოქმედება. შიის კარაქი მდიდარი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, აღადგენს ნაოჭებსა და სტრიებს. გამოაცოცხლებს მშრალ და დაზიანებულ თმას. იცავს კანს რადიაციული და ულტრაიისფერი სხივებისგან. მოქმედებს როგორც მზის დამცავი, შეგიძლიათ იხმაროთ როგორც გარუჯვამდე ისე მას შემდეგ. კანს იცავს როგორც სიცივისგან,…

  • ქოქოსის ზეთის გამოყენების სხვადასხვა გზა

    ქოქოსის ზეთის გამოყენების სხვადასხვა გზა

    ქოქოსის ზეთი სამზარეულოში ალბათ ყველას გამოგვიყენებია, მაგრამ გარდა ამისა, ქოქოსის ზეთით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კოსმეტიკის არა ერთი საშუალება. ეს „ყველაფერი ერთში“ ინგრედიენტი ატენიანებს კანს, ხსნის მაკიაჟს… თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ქვემოთ გიამბობთ ქოქოსის ზეთის გამოყენების ყველა მეთოდს (სანამ უფრო მეტს აღმოვაჩენთ), რათა გამოიყენოთ თქვენს ყოველდღიურ, კოსმეტიკურ რუტინაში. თმის ნიღაბი ქოქოსის ზეთს ოთახის ტემპერატურაზე კრემისებური კონსისტენცია აქვს…

  • ზეითუნის ზეთზე დამზადებული დუშგელი

    ზეითუნის ზეთზე დამზადებული დუშგელი

        დაგვჭირდება: 50 გ. ზეითუნის ზეთი 100 გ. ნეიტრალური დასაბანი გელი ზეითუნის ზეთი გაფილტრეთ წმინდა ბადეში და ისე ჩაასხით გელში, თან ურიეთ. მომზადებული ნარევი ჩაასხით ფლაკონში. ყოველი გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ. წაისვით სველ ტანზე და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. ეს დუშგელი ნაკლებად ქაფდება და ნაკლებად აქვს სარეცხი თვისებები, ამიტომ ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე ტრადიციული დუშგელები.…

  • ღამის ხელის კრემი არგანის ზეთითა და შიის კარაქით

    ღამის ხელის კრემი არგანის ზეთითა და შიის კარაქით

    ინგრედიენტები: 1 ჩ.კ. არგანის ზეთი 2 ს.კ. შიის კარაქი 1 ს.კ. ალოეს ვერას ჟელე 1/2 ჩ.კ. თაფლი მომზადების წესი: მოათავსეთ შიის კარაქი ცხელი წყლის აბაზანაში დარბილებამდე, შემდეგ აურიეთ სათქვეფით სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. თანდათან დაუმატეთ არგანის ზეთი და კვლავ ურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ალოე ვერას ჟელე და ბოლოს თაფლი. კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ჩაასხით…

  • შინ მომზადებული შამპუნის რეცეპტი

    შინ მომზადებული შამპუნის რეცეპტი

    გამარჯობა, საბედნიეროდ შინ მომზადებული შამპუნის უამრავი რეცეპტი არსებობს. ეს რეცეპტი მე ყველაზე მეტად მომწონს და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. დაგვჭირდება: 1/4 ჭიქა წყალი; 1/4 ჭიქა კასტილიას თხევადი საპონი (ნატრიუმის ჰიდროქსიდითა და ზეითუნის ზეთით დამზადებული საპონი); 1/2 ჩაის კოვზი ზეთი (ჟოჟობას, ზეითუნის, ყურძნის წიპწების). ეს ინგრედიენტები აურიეთ პლასტმასის ან მინის ბოთლში და მზად არის! შედეგის მიხედვით, ამ რეცეპტზე…

  • ვანილის ზეთოვანი მაცერატის რეცეპტი – კანის სანიმუშო დამატენიანებელი

    ვანილის ზეთოვანი მაცერატის რეცეპტი – კანის სანიმუშო დამატენიანებელი

    ვანილის ღერები პატარა სურნელოვან მარცვლებს შეიცავს, რომლებსაც იყენებენ როგორც საკონდიტრო ნაწარმში, ისე კოსმეტიკაში. გარდა ამისა, ვანილი უამრავ სასარგებლო მოლეკულას შეიცავს, რომლებიც კანს ახალგაზრდობასა და სილამაზეს უნარჩუნებენ.  მადაგასკარის მაცხოვრებლები ვანილის ღერებს ნაყავენ – სილამაზის რეცეპტების შესაქმნელად. შემდეგ ურევენ სხვა ინგრედიენტებთან და მზისგან დამცავ ნიღბებს ამზადებენ. შანელის ფირმა ამ ტრადიციით დაინტერესდა და ჩაატარა კვლევა, აღმოჩნდა რომ მადაგასკარის ვანილი…

  • ყავის ნალექი და სილამაზის 6 რეცეპტი

    ყავის ნალექი და სილამაზის 6 რეცეპტი

    ეს პატარა მუქი მარცვლები ჩვენი დილის რეფლექსია. ყავა ცნობილია როგორც ენერგიული სასმელი, მეხსიერებისთვის სასარგებლო და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული. ამ თვისებებს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ პირობით თუ დღეში 3 ჭიქას არ გადავაჭარბებთ. თანდათან კოსმეტიკაც კოფეინზე დამოკიდებული ხდება. გასახდომი, გასამკვრივებელი კრემები .. სხვადასხვა მარკები სულ უფრო ხშირად იყენებენ ამ მასტიმულირებელ ნივთიერებას. კოფეინი აღიარებულია გასახდომი პროდუქტების სამყაროში თავისი ლიპოლიზური თვისებების…

  • თვალის ირგვლივი, „ლიფთინგ“ კრემის რეცეპტი

    თვალის ირგვლივი, „ლიფთინგ“ კრემის რეცეპტი

    ინგრედიენტები: 4 ჩ.კ. ავოკადოს ზეთი 2 ჩ.კ. კალენდულას ზეთი 2 ჩ.კ. ასკილის ზეთი 1/2 ჩ.კ. თეთრი სიმინდის ფქვილი 2 ჩ.კ. ფუტკრის გამდნარი ცვილი 1 კაფსულა E ვიტამინი 3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი მომზადება: 1. ორმაგ უჟანგავი ფოლადის ქვაბში გააკეთეთ მდუღარე წყლის აბაზანა; 2. ჩაასხით ყველა ინგრედიენტი, გარდა E ვიტამინისა და ლიმონის ეთერზეთისა. ხელის სათქვეფით ურიეთ ნაზად…

  • ჟოჟობა-ქოქოსის დამატენიანებელი ზეთი

    ჟოჟობა-ქოქოსის დამატენიანებელი ზეთი

    დაგვჭირდება: 50 გ ჟოჟობას ზეთი 50 გ ქოქოსის ზეთი მომზადება: თბილი წყლის აბაზანაში შეათბეთ ქოქოსის ზეთი, სანამ არ გალღვება (თუ კრისტალები აქვს). ჩააქრეთ ცეცხლი და კარგად მოურიეთ რომ ჰომოგენური გახდეს. თანდათან დაუმატეთ ჟოჟობას ზეთი და შემდეგ ნარევი ჩაასხით მინის ქილაში. გამოყენება: ეს ზეთი კანზე ცხიმს არ ტოვებს, წასმის შემდეგ პირდაპირ შეგიძლიათ ჩაიცვათ ტანსაცმელი. კვებავს კანს, ამდიდრებს…

  • სოინჯის ზეთი – ფარაონების მკურნალი

    სოინჯის ზეთი – ფარაონების მკურნალი

    სოინჯის ზეთს ჯერ კიდევ ფარაონები იყენებდნენ მედიცინაში, ამ ზეთის ფლაკონი ტუტანხამონის სამარხში იქნა აღმოჩენილი, რომელსაც უდაოდ ტანჯვა უნდა შეემსუბუქებინა. შავკაკალას ზეთს ასევე იყენებდნენ კლეოპატრა და ნეფერტიტი! ფართოდ ცნობილია ასევე კლასიკურ არაბულ მედიცინაში, მოხსენიებულია ბიბლიაში, იყენებდნენ ტრადიციულ ინდურ მედიცინაში, სადაც „შავ ენერგიას“ უწოდებდნენ. მას დღესაც იყენებენ  აღმოსავლურ და ინდურ ხალხურ მედიცინაში. სოინჯის ზეთმა, ჩვენს დროში ფართო…

  • ნატურალური შამპუნის რეცეპტი

    ნატურალური შამპუნის რეცეპტი

    ჩვეულებრივ შამპუნებში ქიმიური ნივთიერებების სიჭარბე ბევრს უბიძგებს უფრო ჯანმრთელი გამოსავალი იპოვოს. შინ დამზადებული შამპუნი მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე სუპერმარკეტში, თაროდან შამპუნის აღება და კალათაში ჩადებაა, მაგრამ საბოლოო შედეგი და კმაყოფილების განცდა ნამდვილად ღირს ამად. შამპუნის მომზადებისას აუცილებლად ვფიქრობთ ჩვენი თმის ჯანმრთელობაზე და ვიღებთ სათანადო ზომებს, მაშინ როდესაც ნაყიდი შამპუნები, რასაც ყოველდღიურად მოვიხმართ, შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნე…