Mindblown: a blog about philosophy.

  • დღისა და ღამის დამატენიანებელი კრემი შიის კარაქით

    დღისა და ღამის დამატენიანებელი კრემი შიის კარაქით

    გამარჯობა მეგობრებო, გვინდოდა შიის კარაქის საფუძველზე სახის დამატენიანებელი კრემი დაგვემზადებინა, რომელიც არ იქნებოდა ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან ძვირი. ბევრი ვეცადეთ თუ ცოტა, ამ მართლაც ღვთიური კარაქისგან ❤ ქვემოთ მოცემული რეცეპტი შევქმენით. კრემის შემადგენლობაში შედის შიის კარაქი, ცოტა ოდენი მშრალი ზეთები (არგანის ან ასკილის ზეთი) და საიდუმლო ინგრედიენტი – რაც ერთ მთლიანს ხდის მათ – ალოე ვერას გელი.…

  • თვალის ირგვლივი კრემის რეცეპტი შიის კარაქით

    თვალის ირგვლივი კრემის რეცეპტი შიის კარაქით

    გაალღვეთ 3 ს.კ. შიის კარაქი და 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ 2 ჩ.კ. საღამოს ფურისულას ზეთი და 1 კაფსულა E ვიტამინი. ათქვიფეთ კვერცხის სათქვეფით 7-10 წუთი. მიქსი უნდა იყოს თეთრი და ფუმფულა. შეინახეთ თვალის პატარა კონტეინერში და წაისვით ძილის წინ. წყარო: http://beautymunsta.com/15-shea-butter-skin-care-recipes-for-gorgeous-skin/ მცენარეული ზეთებისა და ეთერზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ pharm house-სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:…

  • ცივი დაპრესვით მიღებული ქოქოსის ბიოლოგიური ზეთი

    ცივი დაპრესვით მიღებული ქოქოსის ბიოლოგიური ზეთი

    ლათინური სახელწოდება: coco nucifera ნედლეულის წარმომავლობა: ფილიპინები/ინდოეთი მოცულობა: 50 მლ სერთიფიკატი: 100% სუფთა და ნატურალური, ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის პროდუქტი. სერთიფიცირებულია  FR-BIO-01 მიერ, საფრანგეთი. გამოყენების გზები: ორალური და კანის გზით. თვისებები მკვებავი: ქოქოსის ზეთი ატენიანებს ქუთუთოებს და სხეულის ყველა ნაწილს, სადაც კანი თხელი და მგრძნობიარეა, ასევე ტუჩებს. ალამაზებს თმას:  მშრალ, დაზიანებულ და უსიცოცხლო თმას აძლიერებს და…

  • ცივი დაპრესვით მიღებული არგანის ბიოლოგიური ზეთი

    ცივი დაპრესვით მიღებული არგანის ბიოლოგიური ზეთი

    ლათინური სახელწოდება: argania spinosa L. Skeels ნედლეულის წარმომავლობა: მაროკო მოცულობა: 50 მლ სერთიფიკატი: 100% სუფთა და ნატურალური, ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის პროდუქტი. სერთიფიცირებულია  FR-BIO-01 მიერ, საფრანგეთი. თვისებები ანტიოქსიდანტი: E ვიტამინისა და სკვალენის შემცველობის წყალობით არგანის ზეთი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს. შესაბამისად ებრძვის დაბერების პროცესს. გამამკვრივებელი: ეხმარება კანს დაიბრუნოს დაკარგული ტონუსი და სიმკვრივე. ახდენს ნაადრევი დაბერების პრევენციას. მკვებავი:…

  • ცივი დაპრესვით მიღებული შიის ბიოლოგიური კარაქი

    ცივი დაპრესვით მიღებული შიის ბიოლოგიური კარაქი

    ლათინური სახელწოდება: Butyrospermum parkii ნედლეულის წარმომავლობა: განა სერთიფიკატი: 100% სუფთა და ნატურალური, წარმოადგენს ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის პროდუქტს, სერთიფიცირებულია  FR-BIO-01 მიერ, საფრანგეთი. წონა: 100 გ კარაქი – საოცრად მდიდარი თვისებებით! მისი სამშობლო აღმოსავლეთ აფრიკის სავანებია. შიის კარაქი ხის კაკლისგან მზადდება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეებია იყენებს. ამბობენ, ნეფერტიტი მუდმივად ხმარობდა მას! მისი მკვებავი, დამატენიანებელი და დამცველი თვისებების…

  • ჟოჟობა-ქოქოსის დამატენიანებელი ზეთი

    ჟოჟობა-ქოქოსის დამატენიანებელი ზეთი

    დაგვჭირდება: 50 გ ჟოჟობას ზეთი 50 გ ქოქოსის ზეთი მომზადება: თბილი წყლის აბაზანაში შეათბეთ ქოქოსის ზეთი, სანამ არ გალღვება (თუ კრისტალები აქვს). ჩააქრეთ ცეცხლი და კარგად მოურიეთ რომ ჰომოგენური გახდეს. თანდათან დაუმატეთ ჟოჟობას ზეთი და შემდეგ ნარევი ჩაასხით მინის ქილაში. გამოყენება: ეს ზეთი კანზე ცხიმს არ ტოვებს, წასმის შემდეგ პირდაპირ შეგიძლიათ ჩაიცვათ ტანსაცმელი. კვებავს კანს, ამდიდრებს…

  • სოინჯის ზეთი – ფარაონების მკურნალი

    სოინჯის ზეთი – ფარაონების მკურნალი

    სოინჯის ზეთს ჯერ კიდევ ფარაონები იყენებდნენ მედიცინაში, ამ ზეთის ფლაკონი ტუტანხამონის სამარხში იქნა აღმოჩენილი, რომელსაც უდაოდ ტანჯვა უნდა შეემსუბუქებინა. შავკაკალას ზეთს ასევე იყენებდნენ კლეოპატრა და ნეფერტიტი! ფართოდ ცნობილია ასევე კლასიკურ არაბულ მედიცინაში, მოხსენიებულია ბიბლიაში, იყენებდნენ ტრადიციულ ინდურ მედიცინაში, სადაც „შავ ენერგიას“ უწოდებდნენ. მას დღესაც იყენებენ  აღმოსავლურ და ინდურ ხალხურ მედიცინაში. სოინჯის ზეთმა, ჩვენს დროში ფართო…

  • აბუსალათინის ზეთი – სილამაზის 8 საიდუმლო

    აბუსალათინის ზეთი – სილამაზის 8 საიდუმლო

    1. ტუჩები! დილა-საღამოს  გადაისვით სულ ცოტა აბუსალათინის ზეთი და ნახავთ რომ ზეთი უცებ შეიწოვება და ტუჩები უფრო ფუმფულა და გლუვი გახდება. 2. ხელები და ფრჩხილები! ტუჩებზე რომ გადაისვამთ თითებზე რაც მოგრჩებათ ხელებზე და ნუნებზე შეიზილეთ. შედეგად მანიკური უფრო დიდხანს გაგყვებათ და ხელები და ნუნები უფრო ნაზი გახდება. 3. სახის გამწმენდი: სახის ზეთოვან წმენდას მე დღეში ერთხელ…

  • შინ დამზადებული სახის მკვებავი ზეთი, მხოლოდ სამი ინგრედიენტით

    შინ დამზადებული სახის მკვებავი ზეთი, მხოლოდ სამი ინგრედიენტით

    გამარჯობა მინდა შემოგთავაზოთ სამი ინგრედიენტით დამზადებული სახის დამატენიანებელი ზეთის რეცეპტი. სანამ ცხიმიანი კანის მქონენი გაიქცევით ნება მიბოძეთ გითხრათ: ნუ შეგეშინდებათ ზეთის, ის თქვენი მეგობარია. განსაკუთრებით თუ სახეს ისეთი რაღაცით იბანთ, რასაც მთლიანად გამოაქვს თქვენი ნატურალური ცხიმი. თუ ამ ცხიმებს რაიმე ნატურალური მკვებავით ჩაანაცვლებთ, სახის კანს ნამდვილად გამოაცოცხლებს (ნაკლებად ცხიმიანი და ლაქებიანი გახდება). ხრაშუნა წესი: არასოდეს!…

  • თქვენ რას იყენებთ მაკიაჟის მოსახსნელად? ჟოჟობას ზეთი – მაკიაჟის ბუნებრივი მოსაშორებელი

    თქვენ რას იყენებთ მაკიაჟის მოსახსნელად? ჟოჟობას ზეთი – მაკიაჟის ბუნებრივი მოსაშორებელი

    თქვენ რას იყენებთ მაკიაჟის მოსახსნელად? მაკიაჟის მოსაშორებელ რძეს? წყალს? ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, როდესაც ჟოჟობას ზეთით მოვიშორე მაკიაჟი. ნამდვილად სცდებით თუ ფიქრობთ რომ ჟოჟობას ზეთი ფორებს ხურავს და არ შესწევს უნარი მაკიაჟი მოაშოროს. კომერციულ პროდუქტებს ლამაზი შეფუთვა და მიმზიდველი დაპირებები აქვთ. ზედ ფოთლები და ყვავილები ახატიათ, იყენებენ ნატურალურ და სამეცნიერო ტერმინებს იმისათვის რომ დაგარწმუნონ ……

  • მიეცით თქვენს რუჯს მდიდრული ელფერი!

    მიეცით თქვენს რუჯს მდიდრული ელფერი!

    წაისვით გარუჯვის შემდეგ სტაფილოს ზეთი და მიეცით თქვენს კანს ხასხასა, ცოცხალი ფერი! სახისა და სხეულისათვის. სტაფილოს 100% სუფთა, მცენარეული ზეთი მდიდარია B და E ვიტამინით, ასევე A პროვიტამინით (კაროტინი), რაც დამახასიათებელ ფერს აძლევს ზეთს. სტაფილოს ზეთი რეკომენდებულია მზის აბაზანის მიღების შემდეგ, რათა დაარბილოს ეპიდერმისი და ხელი შეუწყოს მის რეგენერაციას. თუმცა გარუჯვამდეც შეგიძლიათ წაისვათ. ახალისებს კანის…

  • სოინჯის ზეთი, კანის იდეალური აღმდგენი

    სოინჯის ზეთი, კანის იდეალური აღმდგენი

    ვიდრე უშუალოდ კოსმეტოლოგიაში  სოინჯის გამოყენებაზე ვისაუბრებდეთ, გვინდა მცირედი ინფორმაცია მოგაწოდოთ თავად მცენარეზე, რომელიც ქართულ წყაროებში მოვიძიეთ. სოინჯი Nigella sativa L. გურ. შავკაკალა; აჭ. სისამი, ცისამი; მეგრ. უჩა კაკალი; საბა., ჩუბ. იკვლივი; ერ. სურიჯა; ჩუბ. ჩორაქოტი; ჯავახ. ჩიტისთვალა, სონიჯი, სოლინჯი. სამკურნალო მცენარეების ლექსიკონი ერთწლიანი ბალახოვანი ღია-მწვანე მცენარე სწორი ღეროთი, დაყოფილი ფოთლებით, მსხვილი, ჰორიზონტალურად განლაგებული ყვავილებით. ყვავილობს…

  • საღამოს ფურისულას ზეთი

    საღამოს ფურისულას ზეთი

    L’huile d’Onagre ფურისულას ზეთი 100% სუფთა, მცენარეული ზეთი. სახის, სხეულისა და თმის მოსავლელად. რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანისთვის. მდიდარია ლინოლეის მჟავით. არბილებს, აღადგენს და ახალისებს კანს. ფურისულას ზეთი იცავს კანს დაბერებისგან და ალამაზებს ფრჩხილებსა და თმას. გამოყენების წესი: თხილის გულის ოდენა ზეთი ნაზი მასაჟით შეიზილეთ კანში, ცოტა ხანში ზეთი შეიწოვება და კანზე დარჩება აბრეშუმის ფენა.…

  • ყურძნის წიპწების ზეთის დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება. კანისა და თმის მოვლა.

    ყურძნის წიპწების ზეთის დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება. კანისა და თმის მოვლა.

    ყურძნის წიპწების ზეთი კულინარიაში დიდად დაფასებულია თავისი მაღალი კვებითი ღირებულების გამო, თუმცა მას ასევე აქვს დაბარების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებები კოსმეტიკაში. ყურძნის წიპწების ზეთი არის ანტიოქსიდანტი, იცავს კანს დაბერებისგან და აღადგენს თმას. ყურძნის წიპწების ზეთი სამზარეულოში ცნობილია როგორც ქოლესტერინის საწინააღმდეგო თვისების მქონე, სააბაზანოში კი ღირსეული ადგილი უკავია, როგორც ყველა ტიპის კანის მოვლის საშუალებას, განსაკუთრებით კი ცხიმიანი…

  • როგორ გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები თმაზე. პრაქტიკული რჩევები

    როგორ გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები თმაზე. პრაქტიკული რჩევები

    ჩვენს წინა სტატიაში („მცენარეული ზეთები თითოეული ტიპის თმის მოსავლელად“) ვისაუბრეთ მცენარეული ზეთის შერჩევაზე. ამჯერად განვიხილოთ როგორ? რა სიხშირით? რა რაოდენობით? გამოვიყენოთ ჩვენს მიერ შერჩეული ზეთი. ზეთები ყოველდღიური მოხმარებისათვის არსებობს მცენარეული ზეთები, რომლებიც შეგიძლიათ ყოველდღიურად იცხოთ გაყოფილ ბოლოებზე, ასევე მშრალი და მტვრევადი თმის ბოლოებზე. ამისათვის შესაბამისი მკვებავი ზეთის (ქოქოსის, ავოკადოს, ნუშის) რამდენიმე წვეთი დავაწვეთოთ თმის დაზიანებულ ბოლოებზე.…

  • მცენარეული ზეთები თითოეული ტიპის თმის მოსავლელად

    მცენარეული ზეთები თითოეული ტიპის თმის მოსავლელად

    მცენარეული ზეთები მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რაც ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდება. მათი წყალობით ჩვენს უჯრედებს მიეწოდება ლიპიდები და შედეგად იკვებება კანის ზედაპირი. არსებობს მცენარეული ზეთების დიდი მრავალფეროვნება და თითოეულ მათგანს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე გამოყენება. ზოგი მათგანი შეიძლება საკვებად მივიღოთ, ესა თუ ის კერძი შევკაზმოთ. თუმცა მცენარეული ზეთების უდიდესი ნაწილი მაინც კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც კანის, ისე თმის…

  • ავოკადოს ზეთის სასარგებლო თვისებები კოსმეტიკაში

    ავოკადოს ზეთის სასარგებლო თვისებები კოსმეტიკაში

    8 000 წელია რაც აცტეკები და მაიას ტომი ადოკადოს მდიდარი თვისებებით სარგებლობდნენ. მისი სამშობლო მექსიკაა, ესპანელმა დამპყრობლებმა იგი 17 საუკუნეში შეიტანეს ევროპაში. C ვიტამინი (ასკორბინის მჟავა), E ვიტამინი (ტოკოფეროლი) და პროვიტამინი A (კაროტინი) არიან ძლიერი ანტიოქსიდანტები. ამ ვიტამინებით მდიდარი ავოკადოს ზეთი ჩვენი ნამდვილი მოკავშირეა თავისუფალ რადიკალებთან და დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ავოკადოს ზეთი ერთერთი ზეთია, რომელიც…

  • ნუშის ზეთის თვისებები

    ნუშის ზეთის თვისებები

    ნუშის ზეთი კვებავს და ამშვიდებს მშრალ კანს ნუშის ზეთი, თავისი მაჰიდრატირებელი და დამაშვიდებელი თვისებების გამო, რეკომენდებულია მშრალი და გაღიზიანებული კანის მოსავლელად. მისი საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში: ბუნებრივად მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, კერძოდ, ომეგა-6 და ომეგა-9, რომლებიც ეხმარებიან კანს აღიდგინოს ჰიდროლიპიდური შრე და შესაბამისად შეამციროს დეჰიდრატაცია, გამოშრობა. ნუშის ზეთის სასარგებლო თვისებებით მისაღებად, საკმარისია რამდენიმე წვეთი დავაწვეთოთ კანის გამომშრალ…

  • ქოქოსის ზეთის თვისებები

    ქოქოსის ზეთის თვისებები

      ქოქოსის ზეთი კარგი საშულებაა თქვენს კანსა და თმას მიანიჭოს ბზინვარება, სიცოცხლის უნარი და სირბილე. ქოქოსის ზეთს თუ გამოიყენებთ, დაბანის შემდეგ კონდიციონერი აღარ დაგჭირდებათ. ჰიდრატაციის საუკეთესო საშუალებაა ყველა ტიპის კანისა და თმისთვის. როგორ გამოვიყენოთ ქოქოსის ზეთი თმის მოსავლელად ქოქოსის ზეთი 3-5 სუფრის კოვზი შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში და შეიზილეთ თმაში მასაჟით. გაფრთხილდით, ზეთმა შეიძლება ტანსაცმელი დაგისვაროთ.…

  • აბუსალათინის ზეთის თვისებები

    აბუსალათინის ზეთის თვისებები

      აბუსალათინის ზეთი შეიძლება არ არის ისეთი პოპულარული, როგორც ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები შეუმჩნეველი არ რჩება. გამოიყენება თმის ცვენის სამკურნალოდ, ხელს უწყობს თმის ამოსვლასა და ზრდას. აბუსალათინის ზეთი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ: სახის გასაწმენდად, შავი წერტილების მოსაშორებლად და სტრიების გასაფერმკრთალებლად. აბუსალათინის ზეთის თვისებების მრავალფეროვნებას განაპირობებს მისი ქიმიური შემადგენლობა, კერძოდ E ვიტამინი, პროტეინები,…

  • თმის ბუნებრივი საღებავები

    თმის ბუნებრივი საღებავები

    ხნა – Lawsonia inermis ხნა (Lawsonia inermis) ინდური და არაბული წარმოშობის მცენარეა, რომელიც ხარობს საჰარის მშრალ რეგიონებში, ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთ სანაპირომდე. მცენარის ფოთლები შეიცავენ ბუნებრივ პიგმენტს წითელ – ნარინჯისფერ ლოსონს. ამ პიგმენტის მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა, როდესაც მცენარე კულტივირებულია 350 C – დან 450 C – მდე. ბუნებრივი ხნის მისაღებად მცენარის ფოთლებს ალბობენ წყალში, აშრობენ და…

  • კორონავირუსი არ არის ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი – Le CNRS – საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ინსტიტუტი

    კორონავირუსი არ არის ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი – Le CNRS – საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ინსტიტუტი

    კორონავირუსის ირგვლივ უამრავმა შეთქმულების თეორიამ მოიყარა თავი: „პანდემია ადამიანის შექმნილია“, „ეს ვირუსი არაფერია თუ არა ლაბორატორიაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღი“… ამ და სხვა მრავალი ჭორების ირგვლივ აზრი ვკითხეთ პროფესორ ივ გოდანს, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს (CNRS). არსებობს შეთქმულების თეორიები, რომლებიც ამტკიცებენ რომ Covid-19 რეალურად არის ბიოლოგიური იარაღი, შექმნილი ტოპ საიდუმლო ლაბორატორიებში. „არსებობს პატენტები კორონავირუსზე“…

  • გვიან დამდგარი ორსულობის რისკები

    გვიან დამდგარი ორსულობის რისკები

    გვიანი ორსულობის დროს მომავალი დედა და პატარა გარკვეული რისკის ქვეშ არიან: ოცდამეერთე ქორომოსომის ტრისომია ( ტრისომია 21) ჩვილისთვის და ორსულად დარჩენის პრობლემა დედისთვის. გვიან დამდგარ ორსულობაზე როგორც წესი საუბრობენ 35 წლის ზევით. სწორედ ამ ასაკიდან მატულობს ტრისომია 21-ის რისკი და ქვეითდება ფერტილობა. ქალის ასაკის მატებასთან ერთად მატულობს ტრისომია 21 რისკიც. ამინოცენტეზი არის ამ პათოლოგიის ადრეული…

  • კორონავირუსი: ხშირად დასმული კითხვები

    კორონავირუსი: ხშირად დასმული კითხვები

    რა არის კორონავირუსი? ვირუსი Covid-19 გამოჩნდა ჩინეთში, 2019 წლის დეკემბერში. იგი მიეკუთვნება კორონავირუსების დიდ ოჯახს. სახელი კორონავირუსი წარმოდგება გვირგვინად შემოკრებილი პროტეინების ფორმიდან. ზოგი მათგანი იწვევს ცხოველების ინფექციურ დაავადებებს, ზოგიც ადამიანის. შეიძლება გამოიწვიოს მარტივი გრიპოზული მდგომარეობა და ასევე მწვავე რესპირატორული ინფექცია – პვნევმონიის სახით. კორონავირუსი – მომაკვდინებელი ეპიდემიის წყარო კორონავირუსებმა 21 საუკუნეში უკვე გამოიწვიეს მომაკვდინებელი ეპიდემიები.…

  • შეუძლიათ თუ არა სამკურნალო მცენარეებს ჩაანაცვლონ მედიკამენტები?

    შეუძლიათ თუ არა სამკურნალო მცენარეებს ჩაანაცვლონ მედიკამენტები?

    რისკები, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტის მიღებას ახლავს თან, სულ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს მიმართოს ფიტოთერაპიას – მცენარეებით მკურნალობას. სამკურნალო მცენარეები გამოიყენება უხსოვარი დროიდან, მაგრამ დღეს თუ შეუძლიათ მათ ჩაანაცვლონ მედიკამენტები, რომლებსაც უკვე შეჩვეული ვართ? ხელოვნურად მიღებული მედიკამენტებისგან განსხვავებით, რაც სამკურნალო ეფექტის მქონე მოლეკულების გამოყოფას გულისხმობს, მცენარეები სხვადასხვა ნივთიერებათა ერთიანობას წარმოადგენს, რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ. სწორედ ამ სუბსტანციათა…

  • ლეიკემია ბავშვებში

    ლეიკემია ბავშვებში

    რა არის ლეიკემია? ლეიკემია შედარებით იშვიათი დაავადებაა. ბავშვებში ყველაზე ხშირად სწორედ ეს სიმსივნე გვხვდება. სიტყვა „ლეიკემია“ მოიცავს დაავადებათა სერიას რომელიც აზიანებს სისხლის სისტემას. დაავადება იწყება ძვლის ტვინში სადაც იქმნება სისხლის უჯრედები (ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები). ლეიკემიის დროს ძვლის ტვინის მიერ ლეიკოციტების – სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნა მძიმედ ზიანდება. წარმოიქმნება გადაგვარებული უჯრედების დიდი რაოდენობა, აზიანებს ძვლის…

  • პესტიციდები ბავშვებში ლეიკემიის რისკს ზრდის

    პესტიციდები ბავშვებში ლეიკემიის რისკს ზრდის

    პესტიციდები ჭარბად გამოიყენება კოღოების, ობობების, ტილების … გასანადგურებლად. საბოლოოდ ისინი ვნებენ ბავშვის ჯანმრთელობას. ბავშვთა ლეიკემიაზე ჩატარებულმა საერთაშორისო კონსორციუმის ანალიზმა აჩვენა რომ პესტიციდების ზემოქმედება ბავშვებში იწვევს მწვავე ლეიკემიას. ბავშვის მცირე წონა Inserm – ის წინა კვლევამ 2013 წელს უკვე აჩვენა რომ ორსულ ქალებზე პესტიციდების ზემოქმედება იწვევს მცირე წონიანი ახალშობილის დაბადებასა და ნეირო – განვითარების შეფერხებას. არა…

  • ეგზემის მკურნალობა და პრევენცია

    ეგზემის მკურნალობა და პრევენცია

    ეგზემა კანის ხშირი დაავადებაა და ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული. როგორ გამოვლინდება? როგორ მოვუაროთ პატარას? სწორედ ამ კითხვებზე გავცემთ პასუხს. რა არის ეგზემა? ჩვილის ეგზემა ანუ ატიპიური დერმატიტი კეთილთვისებიანი დაავადებაა, თუმცა შემაწუხებელი, რადგან რეციდივები ახასიათებს. როგორც წესი გენეტიკური დაავადებაა და წინასწარ განწყობილ ინდივიდებში გვხვდება. ბავშვს თუ ერთერთი მშობელი ალერგიული ჰყავს 50% აქვს შანსი ატიპიური დერმატიტი განუვითარდეს. თუ…

  • ჰიბისკუს სავალდიფი hibiscus sabdariffa

    ჰიბისკუს სავალდიფი hibiscus sabdariffa

    სურათი 1. ჰიბისკუს სავალდიფი ეს რა არის? არსებობს ჰიბისკუსის რამდენიმე ასეული სახეობა, თუმცა ყველა საკვები არ არის. საკვებად ვიყენებთ ჰიბისკუს სავალდიფს, იგივე „გვინეის ღოლო“, რადგან მისი სამშობლო აღმოსავლეთ აფრიკაა. ჰიბისკუსს იყენებენ სასმელის მოსამზადებლად, რომელსაც ხილის მომჟავო გემო აქვს. ეს გამოსაცოცხლებელი სასმელი ძალიან პოპულარულია სენეგალში (« bissap »), ეგვიპტეში (« karkadé »). მის მოსამზადებლად ჰიბისკუსის გამხმარ ყვავილებს ადუღებენ წყალში 5…

  • ეგზემა პატარებში

    ეგზემა პატარებში

    რატომ აქვს ჩემს პატარას ეგზემა? ეგზემა კანის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ხშირად გვხვდება პატარებში, ახალშობილებშიც კი. როგორც წესი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც წინასწარ განწყობილ ოჯახურ მემკვიდრეობაში გვხვდება. თუ თქვენს პატარას ეგზემა აქვს დიდი შანსია რომ თქვენ ან მეუღლეს ჰქონდეს ატიპიური დაავადების ნიშნები: დერმატიტი, ასთმა, სეზონური ალერგიები და ა.შ. ეგზემას დროს ჩვილს კანი აქვს გამომშრალი, გაწითლებული და დარღვეულია…

  • გულძმარვის სამკურნალო საშუალებები ბებიებისგან

    გულძმარვის სამკურნალო საშუალებები ბებიებისგან

    გასტროეზოფაგური რეფლუქსი იწვევს კუჭის წვასა და მჟავურ რეგურგიტაციას. ზოგიერთ ინდივიდში ეს რეფლუქსი შეიძლება ქრონიკულ ხასიათს ატარებდეს. ლიმონი, კარტოფილის წვენი თუ რომაული გვირილა მკურნალობის ბუნებრივი საშუალებებია და ეფექტურად შეიძლება ჩააცხროს გულძმარვა. ტუტე საკვები ანეიტრალებს მჟავიანობას კუჭის მჟავური შიგთავსის შეკავება შესაძლებელია ე.წ. ტუტე საკვების მიღებით. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ: ლიმონი, მისი მჟავე გემოსგან განსხვავებით ლიმონი ნამდვილად ტუტე…

  • ოფლიანობის შემცირების ოთხი ეფექტური მეთოდი

    ოფლიანობის შემცირების ოთხი ეფექტური მეთოდი

    პალმაროზას ეთერზეთი როგორ მოქმედებს? პალმაროზას ეთერზეთი ანტიბაქტერიული და ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალებაა. მისი სასიამოვნო, ხასხასა მცენარეული სურნელი, ოდნავ ვარდის არომატით, ძლებს მთელი დღის განმავლობაში. არ ტოვებს სხეულზე თეთრ ჩრდილებსა და ტანსაცმელზე ლაქებს. იგივე დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ პელარგონიუმის ეთერზეთი (ლათ. Pelargonium graveolens). როგორ გამოვიყენოთ? დავაწვეთოთ ერთი წვეთი ეთერზეთი ალუმინის ქვაზე (ალუმინისა და კალიუმის დისულფატი) და წავისვათ…

  • ჩვენი შვილები ზედმეტად სუფთა გარემოში

    ჩვენი შვილები ზედმეტად სუფთა გარემოში

    ზედმეტი ჰიგიენა შეიძლება საშიში გახდეს ჩვენი შვილებისთვის. ამ იდეას იცავს ექიმი, პედიატრი პიერ პოპოვსკი. მისი აზრით, ბავშვები თუ დაისვრებიან ეს მათ დაავადებებისგან დაიცავს, ნაწილობრივ მაინც. ინტერვიუ თქვენი აზრით, რატომ არიან დღევანდელი ბავშვები ძალიან სუფთა? ჩვენს დროში მედიცინის განვითარებამ მოიტანა ის, რომ ბავშვები იზრდებიან ძალიან ასეპტიკურ გარემოში. რაც უფრო მეტი შეხება ექნება ბავშვს პატარა მიკრობებთან, ღრმა…

  • ამ ნობელის პრიზს მაშინ ყური არავინ დაუგდო, თუმცა ის სიმართლეს ამბობდა…

    ამ ნობელის პრიზს მაშინ ყური არავინ დაუგდო, თუმცა ის სიმართლეს ამბობდა…

    სურათი 1. ილია მეჩნიკოვი, 1913 წ. 135 წლის უკან, 1908 წელს ზოოლოგმა, ბაქტერიოლოგმა და იმუნოლოგმა – ილია მეჩნიკოვმა მედიცინაში ნობელის პრიზი აიღო. მან აღმოაჩინა რომ ადამიანები, რომლებიც ფერმენტირებულ საკვებს (ბუნებრივი პრობიოტიკებით მდიდარ საკვებს) მიირთმევენ სხვებთან შედარებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ. თავის დროზე ამ აღმოჩენას დიდი გამოხმაურება უნდა მოეხდინა ჯანდაცვაში, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებამ არ დაუჭირა მხარი და…

  • ათი რჩევა თმის მოსავლელად

    ათი რჩევა თმის მოსავლელად

    ამა თუ იმ ტიპის თმასა და თავის კანს თავისი საკუთარი საჭიროებები აქვს. თუ გსურთ ჯანმრთელი თმა გქონდეთ აუცილებლად კარგად უნდა გაიცნოთ თქვენი თმა. თუ საჭიროა პროფესიონალსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ რჩევა. 1. იშვიათად შეიღებეთ თმა თუ იყენებთ თმის დამჟანგავ საღებავებს უდაოდ შეამჩნევდით რომ ეს თმაზე აგრესიულად მოქმედებს. ეს საღებავები შეიცავს აგრესიულ აგენტებს: დიამინს, რესორსინოლს ან რესორსინს, ამონიაკს, დაჟანგულ…

  • გოგრის თესლი

    გოგრის თესლი

    სურათი 1. გოგრის თესლი [1] გოგრის თესლი მდიდარია ცილებითა და მინერალებით. კარგი საკნატუნოა და ამავე დროს გასაფორმებლადაც გვადგება. კერძოდ რას წარმოადგენს გოგრის თესლი? გოგრას ცხიმით მდიდარი თესლი აქვს, შეიცავს 50% -მდე ლიპიდებს. მისგან შეგვიძლია ზეთი გამოვწუროთ, ისე როგორც სოიოსა და მზესუმზირისგან. არსებობს გოგრის მრავალი სახეობა, საიდანაც თესლი შეგვიძლია მივიღოთ. თუ გვინდა ვისარგებლოთ გოგრის თესლის სასარგებლო…

  • პალმის კოსმეტიკური და სურნელოვანი ზეთი

    პალმის კოსმეტიკური და სურნელოვანი ზეთი

    პალმის კოსმეტიკური და სურნელოვანი ზეთი მოცულობა: 100 მლ თმისა და სხეულის მოსავლელად. 100% მცენარეული პალმის ზეთი კვებავს და იცავს მშრალ და დაზიანებულ თმას. კანს ნაზად ატენიანებს და აძლევს ტონუსს. გამოყენების მეთოდი: დაბანამდე ორი საათით ადრე პალმის ზეთი წაისვით თმის სიგრძესა და ბოლოებზე. სხეულზე შეიზილეთ ნაზი მასაჟით. ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო…

  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემები კრონის დაავადებაა?

    კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პრობლემები კრონის დაავადებაა?

    საუბრობს გასტროენტეროლოგი პიერ დესრემო თუ გაწუხებთ მუცლის თითქმის მუდმივი ტკივილი, დიარეა, ტუალეტში შედიხართ დღეში ათჯერ კვირების განმავლობაში …ეს სიმპტომები კრონის დაავადებაზე მიუთითებს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ოცი წლის განმავლობაში 10 დან 17 წლამდე ახალგაზრდების რიცხვი, რომელთაც კრონის დაავადება აწუხებთ, გაორმაგდა (საფრანგეთის მონაცემები). ამ დაავადების შემთხვევითობა ასევე მატულობს ჩინეთში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, მაღრების ქვეყნებში… საქმე გვაქვს…

  • გააფერადეთ და თავს უკეთ იგრძნობთ

    გააფერადეთ და თავს უკეთ იგრძნობთ

    საუბრობს მიშელ ბრია, ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი ცხოვრება თანდათან სულ უფრო სწრაფად მიდის, ჩვენ კი სულ უფრო მეტად გვიჭირს მოვწყდეთ ეკრანს. შეიძლება ძველმოდურად მოგვეჩვენოს გაფერადება, ჩვენი ბავშვობის დროინდელი საქმიანობა, მაგრამ მერწმუნეთ ნამდვილად დადებითად მოქმედებს. ამ შემთხვევაში უნდა გამოვრიცხოთ გასაფერადებელი საიტები. ეს საქმე ყველა ასაკს ერთნაირად ერგება. გარდა იმისა, რომ რაღაცას ვქმნით და სიამოვნებას ვღებულობთ, გაფერადებას უამრავი დადებითი…

  • ესენის პური

    ესენის პური

    ფოტო 1. ესენის პური [1] ესენის პური ჩვენამდე მოიტანეს ჯანმრთელი და ცოცხალი საკვების მოყვარულმა ადამიანებმა. ეს გაღივებულ მარცვალზე მოზელილი პური გვნუსხავს, როგორც თავისი სურნელით, ისე მდიდარი კვებითი თვისებებით. რა არის ესენის პური? სახელი მოდის ესენინებისგან, 2000 წლის უკან მკვდარ ზღვასთან ახლოს მცხოვრები ებრაული დასახლებისგან. სწორედ მათ ეკუთვნის ეს რეცეპტი, რომლითაც ამ პურს დღეს ვამზადებთ: მარცვალი…

Got any book recommendations?