სურათი 1. ილია მეჩნიკოვი, 1913 წ.
135 წლის უკან, 1908 წელს ზოოლოგმა, ბაქტერიოლოგმა და იმუნოლოგმა – ილია მეჩნიკოვმა მედიცინაში ნობელის პრიზი აიღო. მან აღმოაჩინა რომ ადამიანები, რომლებიც ფერმენტირებულ საკვებს (ბუნებრივი პრობიოტიკებით მდიდარ საკვებს) მიირთმევენ სხვებთან შედარებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
თავის დროზე ამ აღმოჩენას დიდი გამოხმაურება უნდა მოეხდინა ჯანდაცვაში, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებამ არ დაუჭირა მხარი და სამწუხაროდ დავიწყებას მიეცა. თუმცა ბოლო დროის კვლევებმა ნათელი მოჰფინა მოცემულობას, რაზეც თავის დროზე ილია მეჩნიკოვმა ეჭვი მიიტანა: ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორა კავშირშია დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან.
ქვემოთ წაიკითხავთ როგორ შეიძლება ნორმალურმა მიკრობიოტმა (ნაწლავურმა მიკროფლორამ) გაგვიხანგრძლივოს ჯანმრთელი სიცოცხლე!
როგორც იცით, მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები 10 000 -ჯერ აჭარბებენ ჩვენი სხეულის უჯრედების რაოდენობას.
ისინი ქმნიან ფლორას, ბაღნარს უფრო სწორად და გადამწყვეტი როლი აქვთ საჭმლის მონელებაში, თუმცა გარდა ამისა:
- მიკრობიოტს დიდი გავლენა აქვს ჩვენს იმუნიტეტზე – ვებრძოლოთ ინფექციებსა და სიმსივნურ უჯრედებს.
- ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე: ნაწლავის უჯრედებში გამომუშავდება სეროტონინი – ბედნიერების ჰორმონი.
- ჩვენს წონაზე: ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა ან სიმსუქნე თავისებური ნაწლავური მიკროფლორა აქვთ, რაც ხელს უშლის გახდომას. ცუდი მიკროფლორა ასევე კავშირშია დიაბეტთან.
- მიკრობიოტი გავლენას ახდებს ზოგიერთი სიმსივნისა და ნეიროდეგენერაციული დაავადების განვითარებაზე (განსაკუთრებით ალცაიმერისა და პარკინსონის: ეს დაავადებები დაკავშირებულია ნაწლავურ მიკროფლორაში წონასწორობის დარღვევასთან).
- ალერგიული დაავადებების გამოვლენაზე.
გარდა ამ კონკრეტული დაავადებებისა, ჩინელმა მეცნიერებმა აჩვენეს კავშირი ნაწლავური მიკროფლორის ხარისხსა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის.
ადამიანთა უმეტესობაში დროის სვლასთან ერთად მიკრობიოტი უარესდება.
სიბერის დადგომასთან ერთად ხდება ბაქტერიების რაოდენობრივი და თვისობრივი შემცირება. ნაწლავურ მიკროფლორაში მყარდება დისბალანსი. ძალთა ბალანსი ბაქტერიების ოჯახებს შორის, რომლებიც კოაბიტაციაში იმყოფებიან, უარესობისკენ იცვლება. თუმცა, მეცნიერების ბოლო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ასი წლის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იგივე მიკრობიოტი, რაც ოცდაათი წლის ახალგაზრდას, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სპორტული აქტივობის პირობებში (ნუ დაკარგავთ დროს აჩვენოთ იგივე შედეგი).
ეს გახლავთ კაციბრიობის უდიდესი აღმოჩენა.
უკვე არსებობს სამედიცინო ანდაზა: „სიკვდილი იწყება მსხვილი ნაწლავიდან“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იდივიდებს, რომლებსაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები: შეკრულობა, გაზები, შებერილობა, ტკივილი, დიარეა – ცალი ფეხი საფლავში უდგათ. მაგრამ ამჯერად იმედის მომცემ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე: გავუფრთხილდეთ ჩვენს ნაწლავურ მიკროფლორას, შედეგად მოვიგებთ სიცოცხლის წლებსა და გავიხანგრძლივებთ ჯანმრთელობას!
Catégories :მეცნიერება