ეგზემა პატარებში

baby-1426651_1280

რატომ აქვს ჩემს პატარას ეგზემა?
ეგზემა კანის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ხშირად გვხვდება პატარებში, ახალშობილებშიც კი. როგორც წესი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც წინასწარ განწყობილ ოჯახურ მემკვიდრეობაში გვხვდება. თუ თქვენს პატარას ეგზემა აქვს დიდი შანსია რომ თქვენ ან მეუღლეს ჰქონდეს ატიპიური დაავადების ნიშნები: დერმატიტი, ასთმა, სეზონური ალერგიები და ა.შ.

ეგზემას დროს ჩვილს კანი აქვს გამომშრალი, გაწითლებული და დარღვეულია კანის ბარიერული ფუნქცია, ხდება საშრობივით გამტარი და ვერ აკავებს ალერგენებს: მტვერს, ტკიპას, ყვავილების მტვერს, ცხოველის ბეწვს, და ზოგიერთი საკვებსაც კი.

ასევე გარემო ფაქტორები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს: ზამთარი თავისი მშრალი ჰაერით, ქარი… არსებობს სახლის ფაქტორებიც, როდესაც ზედმეტად ვათბობთ სახლს, ბავშვის ოფლდენას და შესაბამისად ქავილს იწვევს.

რომელია ეგზემას სიმპტომები?
ეგზემა ხასიათდება არაკონტაგიოზური კანის ანთებით, კანი არის გამომშრალი და გაღიზიანებული. ჩვილის კანის ზედაპირზე ჩნდება წითელი ლაქები, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დაზიანებაში. პატარას აქვს ქავილის შეგრძნება.

ჩვილის შემთხვევაში ეგზემური ზონები ჩნდება სახეზე (შუბლი, ლოყები, ნიკაპი, თავის კანი…) შემდეგ გადადის მკლავებზე, ბარძაყებზე, გულმკერდზე და სხეულის სხვა ნაწილებზე. ბავშვის ზრდასთან ერთად ეგზემა მოიცავს გადაბმის წერტილებს: მაჯებს, მუხლებს, იდაყვებს, კოჭის სახსარს) და შეიძლება მოედოს მთელ სხეულს.

ძალიან რთულია ჩვენთვის, მშობლებისთვის ვუყუროთ როგორ წუხს ჩვენი ბავშვი ქავილის შეტევის დროს, გვირჩევნია ჩვენ გვაწუხებდეს მის მაგივრად. პრობლემა იმდენად რთულია, რომ ჩვილი ზოგჯერ არც იფხანს. მოუსვენრად არის საწოლში, ვერ იძინებს, ცდილობს სახე ზეწარზე მოიქავოს, წრიალებს…
სულ უფრო ნაკლებად იღიმება და წუწუნებს, კარგავს თამაშის ხალისს.

როგორ დავამშვიდოთ პატარა, რომელსაც ეგზემა აქვს?

თუ ჩვილის სხეულზე წითელ ლაქებს შეამჩნევთ პირველი კონსულტაცია რა თქმა უნდა პედიატრთან უნდა გავიაროთ, რომელიც სავარაუდოდ ალერგოლოგთან მიგმართავთ, რთული ტესტების გასაკეთებლად და ბავშვზე მორგებული მკურნალობის დასანიშნად.

ამის შემდეგ ოქროს წესი, რომელსაც უნდა მივდიოთ თუ ჩვილს ეგზემა აქვს: კანის დატენიანება, დატენიანება და კიდევ დატენიანება. დღეში რამდენჯერმე, არ აქვს მნიშვნელობა რემისიის პერიოდია თუ აქტიური ფაზა. რაც შეიძლება ხშირად წაუსვით დამატენიანებელი, ემულსიური კრემი. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენას და არბილებს კანს, კანი მშვიდდება და ხდება უფრო ელასტიური, პატარა მადლობას გადაგიხდით…

ამისთვის საჭიროა ხელი კარგად დავიბანოთ საპნით, ფრჩხილები უნდა გვქონდეს სუფთა და კარგად დაჭრილი, რათა პატარას კანი არ დავაზიანოთ.

შემდეგ წრიული მოძრაობით წაუსვით კრემი პატარას ქვევიდან ზევით. ბაიას ძალიან მოეწონება ეს მასაჟი და მისი საყვარელი რიტუალი გახდება. ჩახუტება, კოცნა, კანი-კანზე შესაძლებელია კანის დაუზიანებელ ადგილებში.
რაც პატარას მოუხდება ის თქვენც მოგეწონებათ, როდესაც დამშვიდებულს და გაღიმებულს ნახავთ.

წყარო: https://dooderm.com/moi-et-ma-peau-sensible/eczema-bebe/?fbclid=IwAR16d0-kU4pC__-e__ZEDyOiW1ykzYfmGmJKzuqBPfhik4eRuXU71y5TLJA

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s