Catégorie : ფიტოთერაპია

  • თმის ბუნებრივი საღებავები

    თმის ბუნებრივი საღებავები

    ხნა – Lawsonia inermis ხნა (Lawsonia inermis) ინდური და არაბული წარმოშობის მცენარეა, რომელიც ხარობს საჰარის მშრალ რეგიონებში, ატლანტიკის ოკეანის აღმოსავლეთ სანაპირომდე. მცენარის ფოთლები შეიცავენ ბუნებრივ პიგმენტს წითელ – ნარინჯისფერ ლოსონს. ამ პიგმენტის მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა, როდესაც მცენარე კულტივირებულია 350 C – დან 450 C – მდე. ბუნებრივი ხნის მისაღებად მცენარის ფოთლებს ალბობენ წყალში, აშრობენ და…

  • შეუძლიათ თუ არა სამკურნალო მცენარეებს ჩაანაცვლონ მედიკამენტები?

    შეუძლიათ თუ არა სამკურნალო მცენარეებს ჩაანაცვლონ მედიკამენტები?

    რისკები, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტის მიღებას ახლავს თან, სულ უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს მიმართოს ფიტოთერაპიას – მცენარეებით მკურნალობას. სამკურნალო მცენარეები გამოიყენება უხსოვარი დროიდან, მაგრამ დღეს თუ შეუძლიათ მათ ჩაანაცვლონ მედიკამენტები, რომლებსაც უკვე შეჩვეული ვართ? ხელოვნურად მიღებული მედიკამენტებისგან განსხვავებით, რაც სამკურნალო ეფექტის მქონე მოლეკულების გამოყოფას გულისხმობს, მცენარეები სხვადასხვა ნივთიერებათა ერთიანობას წარმოადგენს, რომლებიც სინერგიულად მოქმედებენ. სწორედ ამ სუბსტანციათა…

  • ჰიბისკუს სავალდიფი hibiscus sabdariffa

    ჰიბისკუს სავალდიფი hibiscus sabdariffa

    სურათი 1. ჰიბისკუს სავალდიფი ეს რა არის? არსებობს ჰიბისკუსის რამდენიმე ასეული სახეობა, თუმცა ყველა საკვები არ არის. საკვებად ვიყენებთ ჰიბისკუს სავალდიფს, იგივე „გვინეის ღოლო“, რადგან მისი სამშობლო აღმოსავლეთ აფრიკაა. ჰიბისკუსს იყენებენ სასმელის მოსამზადებლად, რომელსაც ხილის მომჟავო გემო აქვს. ეს გამოსაცოცხლებელი სასმელი ძალიან პოპულარულია სენეგალში (« bissap »), ეგვიპტეში (« karkadé »). მის მოსამზადებლად ჰიბისკუსის გამხმარ ყვავილებს ადუღებენ წყალში 5…

  • ოფლიანობის შემცირების ოთხი ეფექტური მეთოდი

    ოფლიანობის შემცირების ოთხი ეფექტური მეთოდი

    პალმაროზას ეთერზეთი როგორ მოქმედებს? პალმაროზას ეთერზეთი ანტიბაქტერიული და ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო) საშუალებაა. მისი სასიამოვნო, ხასხასა მცენარეული სურნელი, ოდნავ ვარდის არომატით, ძლებს მთელი დღის განმავლობაში. არ ტოვებს სხეულზე თეთრ ჩრდილებსა და ტანსაცმელზე ლაქებს. იგივე დანიშნულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ პელარგონიუმის ეთერზეთი (ლათ. Pelargonium graveolens). როგორ გამოვიყენოთ? დავაწვეთოთ ერთი წვეთი ეთერზეთი ალუმინის ქვაზე (ალუმინისა და კალიუმის დისულფატი) და წავისვათ…

  • გოგრის თესლი

    გოგრის თესლი

    სურათი 1. გოგრის თესლი [1] გოგრის თესლი მდიდარია ცილებითა და მინერალებით. კარგი საკნატუნოა და ამავე დროს გასაფორმებლადაც გვადგება. კერძოდ რას წარმოადგენს გოგრის თესლი? გოგრას ცხიმით მდიდარი თესლი აქვს, შეიცავს 50% -მდე ლიპიდებს. მისგან შეგვიძლია ზეთი გამოვწუროთ, ისე როგორც სოიოსა და მზესუმზირისგან. არსებობს გოგრის მრავალი სახეობა, საიდანაც თესლი შეგვიძლია მივიღოთ. თუ გვინდა ვისარგებლოთ გოგრის თესლის სასარგებლო…

  • პროპოლისი ჩვენი კანისთვის

    პროპოლისი ჩვენი კანისთვის

    ეს ფისი ფლობს უნიკალურ დამცველობით და აღმდგენ თვისებებს. მისი თვისებები საშურია ზამთარში, როდესაც კანსა და თმას განსაკუთრებით სჭირდება დაცვა. პროპოლისს ფუტკარი ამზადებს, სკის ერთერთი პროდუქტია. და მაინც, ზუსტად რა არის ეს ფისი? ფუტკარი მას აგროვებს ნაძვის, არყის, ალვის ხის კვირტებიდან. ფუტკარს ის სჭირდება სკის პატარა ხვრელების ამოსავსებად, რათა დალუქოს მთელი ზამთრის განმავლობაში. პროპოლისი ასევე ახდენს მკვდარი მწერების…

  • მცენარეული ნახშირი

    მცენარეული ნახშირი

    საუბრობს სარა ჟუასი, გენეტიკური ბიოლოგიის ინჟინერი და ნატუროპათი ნახშირი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ხალხურ მედიცინაში გამწმენდი და საჭმლის მომნელებელი თვისებების გამო. დღეს უკვე მზარეულები ინტერესდებიან მისით თავისი ლამაზი შავი ფერის გამო, რასაც სხვადასხვა რეცეპტებში იყენებენ. კონკრეტულად რა არის მცენარეული ნახშირი? მცენარეული ნახშირი კალცინაციის შედეგად მიიღება უჰაერო გარემოში, მაღალ ტემპერატურაზე (600-900°C), ქოქოსის ხის ან ქოქოსის ქერქისგან. მეორე ეტაპზე…

  • გვირილების სამკურნალო რეცეპტები

    გვირილების სამკურნალო რეცეპტები

    დამამშვიდებელი და შემახორცებელი ეს არომატოლი ნაზავი უხდება კანის დაზიანებებს, განსაკუთრებით ეგზემათი გამოწვეულ დაზიანებებს. რეცეპტი 10 მლ მუქი შუშის ბოთლში ჩაასხით 20 წვეთი სააფთიაქო გვირილის ეთეზეთი და 20 წვეთი შავი ნაძვის ეთერზეთი (Picea mariana) დაამატეთ 20 წვეთი მურის ეთერზეთი და 15 წვეთი ნემსიწვერას ზეთი. ფლაკონი შეავსეთ კალენდულას ზეთოვანი მაცერატით და შეანჯღრიეთ. გამოყენების მეთოდი ნაზავი წაისვით დღეში…

  • გვირილების ოჯახი – ჩინებული დამამშვიდებლები

    გვირილების ოჯახი – ჩინებული დამამშვიდებლები

    სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი, სედაციური … გვირილების ოჯახი ყვითელი გულში, საუკუნებიის განმავლობაში ცნობილ, სასარგებლო თვისებებს მალავენ. ეს იქნება მცენარეული ჩაის, ეთერზეთის თუ სხვა ფორმით, გვირილებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ხალხურ მედიცინაში.  საუბრობს ფარმაციის დოქტორი, პასკალ ჟელი-ამბერი რთულყვავილოვანთა ოჯახში არის სამი ბიძაშვილი: ე.წ. დიდი გვირილა Tanacetum parthenium L., სააფთიაქო გვირილა Matricaria chamomilla L. და პატარა გვირილა (რომაული გვირილა) Chamaemelum…

  • მირტი კუჭნაწლავის მოქმედებისთვის

    მირტი კუჭნაწლავის მოქმედებისთვის

    წყარო: https://media.ooreka.fr საუბრობს ფარმაციის დოქტორი, პასკალ ჟელი-ამბერი მირტი (Myrtus communis) მიეკუთვება ორლებნიან, მირტისებრთა ოჯახს. ამ ოჯახში 3000 -მდე სახეობაა, მათ შორის ევკალიპტი, ჩაის ხე და კაეპურის ხე (Melaleuca quinquenervia). ამ ბუჩქის სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთია და ძალიან უხდება კუჭს. ვენებს უნარჩუნებს ტონუსს, ასევე ცნობილი ანტისეპტიკია რესპირატორული ინფექციების დროს. ზაფხულში როცა მაკისი* მირტის სურნელით გაჯერდება, ხდება კენკრის აღება. იყენებენ ხორცის…

  • დიდგულას სამკურნალო რეცეპტები

    დიდგულას სამკურნალო რეცეპტები

    სახსრების ტკივილის დასამშვიდებლად ამ მცენარეულ ჩაის აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და აწყნარებს რევმატულ ტკივილებს. რეცეპტი შეურიეთ 50 გ დიდგულას, 50 გ შავი მოცხარის ფოთოლი და 30 გ ქაფურის (Filipendula ulmaria) ყვავილების წვეროები. ამ ნარევის სამი სუფრის კოვზი ჩავყაროთ ერთ ლიტრ ადუღებამდე მისულ წყალში. დავაფაროთ, ვაცადოთ ათი წუთი გაიჟღინთოს და შემდეგ გავფილტროთ. როგორ მივიღოთ? მომზადებული მცენარეული…

  • ჯანჯაფილი, კოჭა

    ჯანჯაფილი, კოჭა

    საუბრობს ფარმაციის დოქტორი, პასკალ ჟელი-ამბერი თავის ბიძაშვილ ქურქუმას მსგავსად ჯანჯაფილი (კოჭა) აზიური წარმოშობისაა. აზიაში ჯანჯაფილის ფესურას იყენებენ საჭმლისთვის პიკანტური გემოს მისაცემად. ეს არის მასტიმულირებელი სუნელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებით არის დაჯილდოვებული. ვინ არ იცნობს კოჭას? (Zingiber officinale Roscoe) ეს არის ბალახი ჯანჯაფილისებრთა ოჯახიდან. დასავლეთში მას იყენებდნენ ჰიპოკრასის* დასამზადებლად, ღვინის საფუძველზე დამზადებული არომატული სასმელი, სხვადასხვა სუნელებით,…

  • დიდგულა – მკურნალი ბუჩქი

    დიდგულა – მკურნალი ბუჩქი

    საუბრობს ფარმაციის დოქტორი, პასკალ ჟელი-ამბერი დიდგულა (Sambuscus nigra L.) ანწლის ერთერთი სახეობაა. ამ ბუჩქს ყველაფერი კარგი აქვს: მერქანი, ყვავილები, ფოთლები. გამოიყენება სიროფის, ნახარშის, მცენარეული ჩაის, კატაპლაზმას, წვენის… სახით. დიდგულა ცხრატყავისებრთა გვარს მიეკუთვნება, რომლის კვირტებიც შეგვიძლია ძმარში შევინახოთ და შემდეგ საჭმლის შესანელებლად გამოვიყენოთ. გავრცელებულია თითქმის ყველგან ევროპაში და მთელს მსოფლიოში განთქმულია მისი მრავალხმრივი გამოყენება. ანტიკურ ხანაში,…

  • მადის მოსაყვანი სასმელი

    მადის მოსაყვანი სასმელი

    1 ლ. მცენარეული ჩაისთვის დაგვჭირდება: მაცერატის მომზადება: 1 ჩ.კ. ნაღველას ფესვებს დავასხათ 1 ლ. წყალი და გავაჩეროთ 2 საათი. დავამატოთ 1 ს.კ. მოცხარის ფოთოლი (Ribes nigrum) 1 ს.კ. ბაღის პიტნა (Mentha x piperita) და 1 ჩ.კ. ძირკბილას ფესვები. წამოვადუღოთ და ზევიდან დააფაროთ, აცალეთ 10 წუთი სანამ გასინჯავთ. შეგიძლიათ 1 ჩ.კ. თაფლი დაუმატოთ სიმწარის გასაქრობად. წყარო:…

  • ყვითელი ნაღველა – იყავით მხნედ!

    ყვითელი ნაღველა – იყავით მხნედ!

    ნაღველას ფესვები არის მადის მომყვანი, ანტისეპტიკი და მასტიმულირებელი. ეს მცენარე  ბიძგია, როგორც ფიზიკური ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის. საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი მწვანე ნაღველა (Gentiana lutea) ერთერთი მწარე მცენარეა ფარმაკოპეაში. მისი აქტიური ნივთიერება 5 მიოლიონჯერ რომ განვაზავოთ, სიმწარე მაინც იგრძნობა. თუმცა მის მოსაპოვებლად მოთმინება გვმართებს, იმისათვის რომ მისი ფესვები ამოვთხაროთ 7-10 წელი უნდა ვუცადოთ. გარდა ამისა, საკმაოდ დაუმორჩილებელია!…

  • მაყვალი ზამთრის დაუპატიჟებელი ავადმყოფობისგან გვიცავს

    მაყვალი ზამთრის დაუპატიჟებელი ავადმყოფობისგან გვიცავს

    მაყვალს ბადალი არ ჰყავს მოაშუშოს ყელის ტკივილი და გასტროენტერიტი ერთნაირი წარმატებით. ეს ორივე პრობლემა კი ასე ხშირია სეზონის ცვლილებისას. საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი ეს მცენარე დიდი ხნის განმავლობაში ფერმერების თავსატეხი იყო, ედებოდა და ანადგურებდა მოსავალს, თუმცა მაშინ მისი სამკურნალო თვისებები ყურადღების მიღმა რჩებოდა. ველური მაყვალი (Rubus fruticosus) ძალიან საინტერესოა ტანინების შემცველობისა და ფოთლების სამკურნალო…

  • ნემსიწვერა ძლიერი ანტიბაქტერიული მცენარე

    ნემსიწვერა ძლიერი ანტიბაქტერიული მცენარე

    ცნობილია რომ ნემსიწვერას (ლათ. pelargonium X asperum Ehrhart ex Willdenow) ყვავილებს ვიყენებთ კოსმეტილოგიაში, თუმცა ამ მცენარეს ასევე აქვს ანტიბაქტერიული, ფუნგიციდური და ნერვული სისტემის დამამშვიდებელი თვისებები. საბოლოოდ, ნემსიწვერას ეთერზეთი ჩინებული საოჯახო მკურნალია. საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი მისი სამშობლო სამხრეთ აფრიკაა, ნემსიწვერა (pelargonium x asperum) მაღრიბის, რეიუნიონისა და მადაგასკარის ტრადიციული კულტურაა. ეს არის პარფიუმერების სანატრელი მცენარე,…

  • თაფლის სხვადასხვა სახეობები და მათი პრაქტიკული გამოყენება

    თაფლის სხვადასხვა სახეობები და მათი პრაქტიკული გამოყენება

    საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი საავადმყოფოებში უკვე იყენებენ თაფლს ჭრილობების შესახორცებლად, თუმცა თაფლს კიდევ ბევრი, სხვა სამკურნალო თვისებები აქვს და მისი გამოყენება სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. საფრანგეთში, ქალაქ ლიმოჟში, ოც წელზე მეტია, პროფესორი დესკოტი ჭრილობებს თაფლით მკურნალობს, თუმცა თაფლს ის შემთხვევით არ ირჩევს, არამედ ქონდრის ბიოლოგიურ თაფლს იყენებს. მხოლოდ ეს უკანასკნელი მოქმედებს ოქროსფერი სტაფილოკოკისა და…

  • ვარდის სახეობები მედიცინაში: დამასკოს თეთრი ვარდი, ასფურცელა, ფრანგული ვარდი და ასკილის ყვავილი

    ვარდის სახეობები მედიცინაში: დამასკოს თეთრი ვარდი, ასფურცელა, ფრანგული ვარდი და ასკილის ყვავილი

    სურათი 1. ფრანგული ვარდი, La rose de Provins (Rosa gallica) საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი თავიანთი სილამაზითა და სურნელებით განთქმული ვარდები სამკურნალო თვისებებსაც მალავენ… მოდით ახლოს გავეცნოთ ვარდის სახეობებს, რომლებიც შეგვიძლია წამლად გამოვიყენოთ.   ვარდის 3 000 სახეობიდან სამ მათგანს აქვს აღსანიშნავი სამკურნალო თვისებები. ფრანგული, იგივე „პროვანის“ (რაიონი საფრანგეთში) ვარდი (Rosa gallica) საფრანგეთში შუა საუკუნეებიდან ჩნდება,…

  • ანტისტრესული და დაღლილობის მომხსნელი ვარდისფერი როდიოლა

    ანტისტრესული და დაღლილობის მომხსნელი ვარდისფერი როდიოლა

    სურათი 1. ვარდისფერი როდიოლა, ისლანდია , Rhodiola rosea, Iceland, Author: Daniele Pralong source: http://www.projectnoah.org/users/DanielePralong საუბრობს დოქტორი, ფარმაცევტი,  ფრანკ დუბუსი სიცივის მოყვარული ვარდისფერი როდიოლა (Rhodiola rosea, სინონიმი: Lignum rhodium) პოპულარობით სარგებლობდა ვიკინგებში. აუმჯობესებს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ აქტივობას. იდეალურია, როდესაც ენერგიისგან გამოფიტულები ვართ. როდიოლას საუკუნეებია იყენებენ სკანდინავიელები, მონღოლები, ჩინელები და რუსები. მისი ფესვები აღადგენს ბალანსს ავადმყოფობის, სტრესისა და დაღლისგან…