ნუშის ზეთის თვისებები

12088401_1492316247731523_7158010832397363191_n

ნუშის ზეთი კვებავს და ამშვიდებს მშრალ კანს

ნუშის ზეთი, თავისი მაჰიდრატირებელი და დამაშვიდებელი თვისებების გამო, რეკომენდებულია მშრალი და გაღიზიანებული კანის მოსავლელად. მისი საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში: ბუნებრივად მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, კერძოდ, ომეგა-6 და ომეგა-9, რომლებიც ეხმარებიან კანს აღიდგინოს ჰიდროლიპიდური შრე და შესაბამისად შეამციროს დეჰიდრატაცია, გამოშრობა. ნუშის ზეთის სასარგებლო თვისებებით მისაღებად, საკმარისია რამდენიმე წვეთი დავაწვეთოთ კანის გამომშრალ უბნებს და ნაზად შევიზილოთ. ზეთს აცალეთ რომ შეშრეს და შემდეგ ჩაიცვით ტანსაცმელი. ნუშის ზეთი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩზე და გამომშრალ ხელებზე.

ნუშის ზეთი ეგზემის სამკურნალოდ

ნუშის ზეთი ძალიან სასარგებლოა კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ, კერძოდ – ეგზემის, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. თავისი დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი მოქმედების წყალობით ნუშის ზეთი ამცირებს ქავილის შეგრძნებას და უბრუნებს კანს ბუნებრივ სირბილესა და ელასტიურობას.

huile-d-amande-douce-ses-5-vertus-sante

ნუშის ზეთი თავის კანის მოსავლელად

ნუშის ზეთს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აქვს: არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას. აი ამიტომ ვიყენებთ თავის კანის სამკურნალოდ, მაგალითად ქერტლის, ანდა ახალშობილებში ქერქების მოსავლელად. ნაზად შეიზილეთ თმაში, დააცადეთ დაახლოებით ერთი საათი, შემდეგ წაისვით შამპუნი და გულდასმით ჩამოიბანეთ წყლით. თუ მშრალი თმა გაქვთ, ნუშის ზეთი იდეალური მკვებავია, წაისვით თმის ძირიდან, თმის ბოლოებამდე. ხოლო, თუ ცხიმიანი – რამდენიმე წვეთი საკმარისია, რათა, თმა ძალიან არ გაცხიმიანდეს.

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
სტატიის ორიგინალი იხილეთ ბმულზე:
http://www.femmeactuelle.fr/sante/medecine-douce/huile-amande-douce-23565

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House
სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
ვაჟა-ფშაველას #21
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ლეონიძის და მესხიშვილის კვეთა
ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, Pharm House, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s