როგორ გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები თმაზე. პრაქტიკული რჩევები

lemon-906141_1920

ჩვენს წინა სტატიაში („მცენარეული ზეთები თითოეული ტიპის თმის მოსავლელად“) ვისაუბრეთ მცენარეული ზეთის შერჩევაზე. ამჯერად განვიხილოთ როგორ? რა სიხშირით? რა რაოდენობით? გამოვიყენოთ ჩვენს მიერ შერჩეული ზეთი.

ზეთები ყოველდღიური მოხმარებისათვის

არსებობს მცენარეული ზეთები, რომლებიც შეგიძლიათ ყოველდღიურად იცხოთ გაყოფილ ბოლოებზე, ასევე მშრალი და მტვრევადი თმის ბოლოებზე. ამისათვის შესაბამისი მკვებავი ზეთის (ქოქოსის, ავოკადოს, ნუშის) რამდენიმე წვეთი დავაწვეთოთ თმის დაზიანებულ ბოლოებზე. ამ მეთოდით ადვილად ჩავაქრობთ თმის დაზიანების პროცესს და თმას დავატენიანებთ.
არსებობს მშრალი თმის ტიპები, რომელიც ადვილად კარგად მოცულობას, არის ძალიან თხელი ან გვაქვს მშრალი თმა და ცხიმიანი თავის კანი. ამ შემთხვევებში, ზეთის გამოყენებას გირჩევთ ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ.

ზეთის ნიღაბი

არსებობს მცენარეული ზეთები, რომელიც კვირაში ერთხელ უნდა გამოვიყენოთ, ნიღაბის სახით, თმის ნახევარ სიგრძეზე.
ამისათვის ზეთით ვიკეთებთ მასაჟს თმაზე, რათა კარგად შეაღწიოს სიგრძეზე და ვაცდით ნახევარი საათი. იმისათვის რომ ზეთმა თმაში კარგად შეაღწიოს, გირჩევთ, თბილი პირსახოცი შემოიხვიოთ ან შხაპის ქუდი. შემდეგ გულდასმით ჩამოვიბანთ ზეთს თმიდან და წავისმევთ ჩვენი თმის ტიპისთვის შესაფერის შამპუნს.

alternative-906138_1920
ეს ძალიან საინტერესო მეთოდია მათთვის, ვისაც სურს შეღებილ თმას მიანიჭოს ბუნებრივი ბზინვარება, როდესაც თმა საღებავისგან დასუსტებულია. ზოგადად, თმის ნიღაბი გამოადგება ყველას, ვისაც სურს თმას შესძინოს მოქნილობა, სირბილე და ბზინვარება.

ზეთის აბაზანა

და ბოლოს, ვისაუბრებთ ზეთის აბაზანაზე, რომელიც შეგიძლიათ გაიჩეროთ მთელი ღამის განმავლობაში. ამ შემთხვევაში მცენარეული ზეთი შეგიძლიათ წაისვათ თმის სიგრძეზე, თავის კანზე, ან ორივეზე ერთად, მთელს თმაზე.

მშრალი თმის აღდგენისა და კვების მიზნით, ზეთის აბაზანა უნდა გავიკეთოთ მხოლოდ თმის სიგრძეზე. ამ შემთხვევაში ვისმევთ ერთ ან რამდენიმე ზეთს ერთად, თმის სიგრძეზე, განსაკუთრებით თმის ბოლოებზე და ვაჩერებთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით თავი კარგად უნდა ჩამოვიბანოთ გამდინარე წყლით და შამპუნი ორჯერ უნდა წავისვათ, რათა ზეთის ეფექტი კარგად მოგვცილდეს.

ზეთის აბაზანის გაკეთებას გირჩევთ თვეში ერთხელ. ამ მეთოდით თმა შეიძენს ბზინვარებას, გახდება მორჩილი – აბრეშუმის ეფექტით. ნებისმიერ შემთხვევაში ღამის აბაზანები თვეში ორზე მეტად არ უნდა გაიკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა დამძიმდება. თუ ვერ ახერხებთ ღამის აბაზანის გაკეთებას, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ 30 წუთიან ზეთის ნიღაბს.

ზოგიერთი ზეთი განკუთვნილია თავის კანის ჭარბი ცხიმიანობის შესამცირებლად. ამისათვის ძალიან კარგია თხილის ზეთი, იგი ატენიანებს თავის კანს, ისე რომ კანმა ისუნთქოს. თავის კანზე, რომელიც სწრაფად ცხიმიანდება თხილის ზეთის აბაზანა შეგიძლიათ გაიკეთოთ ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ღამის აბაზანის ალტერნატივა არის  თხილის ზეთის 30 წუთიანი ნიღაბი, რომლის ჩამოსაბანად შამპუნი ორჯერ უნდა წაისვათ.

რაც შეეხება ძალიან მშრალ თმას, ღამის აბაზანა უნდა მიიღოთ მთელ თავზე, როგორც თმის სიგრძეზე ისე თავის კანზე.

თუ ატარებთ აფრიკულ ვარცხნილობას, ამ შემთხვევაში ზეთი უნდა წაისვათ სველ თმაზე, სხვა ტიპის თმისგან განსხვავებით.

მცენარეული ზეთები გახლავთ საუკეთესო საშუალება თმის მოსავლელად და რაც მთავარია, ყველას შეუძლია მისი გამოყენება. ეს კოსმეტიკური საშუალებები გასაკუთრებით საინტერესო ხდება ზაფხულის პერიოდში, როდესაც მზე თმას აშრობს, ჩვენ კი თმის ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება გვჭირდება. ამ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ როგორც თმის კვებაზე, ისე მის მზისგან დაცვაზე.  ჩვენს შემდგომ სტატიებში აუცილებლად ვისაუბრებთ რომელი ზეთები და როგორ გამოვიყენოთ ზაფხულის ცხელ პერიოდში.

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტი იხილეთ ბმულზე
https://www.pharma-gdd.com/fr/une-chevelure-de-reve-grace-aux-huiles-vegetales-gc119.html

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House
სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
ვაჟა-ფშაველას #21
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ლეონიძის და მესხიშვილის კვეთა
ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, Pharm House, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Image Twitter

Vous commentez à l’aide de votre compte Twitter. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s