იმისათვის რომ სახის ნიღაბი ეფექტური იყოს, აუცილებელია ვიცოდეთ როგორი სახის კანი გაქვთ: მშრალი, ცხიმიანი თუ შერეული ტიპის. ყველა ნიღაბი სხვადასხვა ნაირად რეაგირებს კანის ტიპის მიხედვით.
ქალს ყოველდღიურად დიდი სტრესის გადატანა უწევს! სამსახური, სახლი, ჩვენი პირადი ურთიერთობები, ბავშვები და პრობლემები, რომლებიც ყოველთვის დაუპატიჟებლად ჩნდებიან. მთელი ეს დაძაბულობა აისახება ჩვენს კანზე და იწვევს ნაოჭებს, ლაქებს, უღიმღამო ელფერს.
ყოველთვის არ გვაქვს იმის დრო რომ სალონში წავიდეთ, ვერც განსაკუთრებულად ძვირიან სახის კრემებს ვყიდულობთ, რომლებიც რეგულარულად უნდა ვიხმაროთ რომ შედეგი დავინახოთ. არ იდარდოთ, გამოსავალი ყოველთვის არის თქვენს ხელთ! სახის კანის მოვლა იმ პროდუქტებითაც შეგიძლიათ, რომელიც აუცილებლად გვექნება სახლში.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 12 ნიღაბს თქვენი სახისთვის.
რატომ ზიანდება ჩემი სახის კანი?
კანი ყველაზე დიდი ფართობის მქონე ორგანოა და წარმოადგენს პირველ ბარიერს პათოგენური აგენტებისთვის. კანის ძირითადი ფუნქციებია: სხეულის ტემპერატურის რეგულირება, შინაგანი ორგანოების დაცვა, შეგრძნებების აღქმა – როგორიცაა შეხება და წნევა. მკვრივი და ნათელი კანი კარგი ჯანმრთელობის ნიშანია, მაგრამ არსებობს უამრავი გარეგანი და შინაგანი ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება ეს სილამაზე დააზიანონ და კანის ნორმალური ფუნქციონირება დაარღვიონ.
ძირითადი ფაქტორები, რომლებიც აზიანებენ კანს
მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება;
ქიმიური ნივთიერებების ჭარბი მოხმარება (მაკიაჟი, საპონი და სხვა);
ალკოჰოლი;
თამბაქო;
არა რაციონალური კვება და არაჯანსაღი საკვები;
ესთეტიური თვალსაზრისით, ბევრ კულტურაში კანი ყოველთვის მიიჩნეობა, როგორც სილამაზის სიმბოლო. დღეს ბევრი კოსმეტიკური ფირმა ცდილობს იპოვოს ახალი ფორმულა, რომელიც კანს გაახალგაზრდავებს და დაიცავს. კანის სილამაზის შენარჩუნების ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის ნიღაბი.
თუმცა სულაც არ არის საჭირო შეიძინოთ ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული ძვირადღირებული ნიღბები; თავად შეგიძლიათ სახლში მოიმზადოთ ნიღაბი, ბუნებრივი ინგრედიენტებისგან.
ნიღბები, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ ემსახურება კანის სილამაზესა და ჯანმრთელობას. მოქმედების მექანიზმით მიხედვით არსებობს შემდეგი ნიღბები:
ნიღაბი მოჭიმვის ეფექტით: ეს ნიღაბი ნოტიო ესმება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უჯრედების კვებას.
ნიღაბი სიმკვრივის ეფექტით: ასევე ნოტიო ესმება და ქსოვილების გამკვრივებას უწყობს ხელს.
ექსფოლიაციური ნიღაბი: აცილებს მკვდარ უჯრედებს და კანის სეკრეციულ ნაწილაკებს.
მაჰიდრატირებელი ნიღაბი: ხელს უშლის წყლის აორთქლებას ეპიდერმისის ზედაპირიდან. ქმნის დამცავ ბარიერს და ნაოჭებს ასუსტებს. ასევე ამკვრივებს გაჩენილ ხაზებს.
მასტიმულირებელი ნიღაბი: ასტიმულირებს კაპილარებს ზედაპირზე, შედეგად აუმჯობესებს ქსოვილის კვებას.
ნიღაბი გათეთრების ეფექტით: შთანთქავს ჭარბ მელანინს, ყავისფერი ლაქებისა და ჭორფლების გასაფერმკრთალებლად.
რემოდელირების ნიღაბი: ზედაპირზე აცილებს მკვდარ უჯერედებს და ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
ყველა კანს თავისი მახასიათებლები აქვს ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეულ ნიღაბსაც განსხვავებული ეფექტი ექნება. აუცილებელია ვიცოდეთ კანის ტიპი (მშრალი, ცხიმიანი თუ შერეული). თუ იცით მაშინ შეგიძლიათ ქვემოთ აღმოაჩინოთ საუკეთესო ნიღბები თქვენი კანისთვის!
12 საუკეთესო ნიღაბი თქვენი კანისთვის
დაუთმეთ თქვენს კანს დღის განმავლობაში ერთი საათი, ან ერთი საღამო. სანამ ნიღაბს წაისვამთ სახე დაიბანეთ, რომ მტვერი და ცხოველმყოფელობის ნარჩენები მოვაცილოთ. ნიღაბი მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც იმ დღისით წაისვამთ, გამონაკლის შემთხვევაში, შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ მეორე დღისთვის, თიხის ქილაში. ნიღაბი შეგიძლიათ ყოველდღე გაიკეთოთ, მაგრამ ჩვენი რჩევა იქნება ორ დღეში ერთხელ კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ.
ექსფოლიაციური ნიღბები
ნიღაბი N1: თაფლი და ნუში
ამ ექსფოლიაციური ნიღბის მოსამზადებლად გჭირდებათ სულ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ორი ცალი ნუში! ნუში დაფქეთ, აქციეთ ძალიან ნაზ პუდრად და შეურიეთ თაფლში, შემდეგ დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წრიული მოძრაობებით, ნაზად წაისვით სახეზე. აცალეთ 15 წუთი შეშრეს სახეზე და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. თავს იგრძნობთ ბევრად ახალგაზრდად!
ნიღაბი N2: თაფლი
მკვრივი და გლუვი კანის მისაღებად მხოლოდ თაფლიც შეგიძლიათ წაისვათ სახეზე, აცალეთ 15 წუთი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი N3: ჰერკულესი
კანი ხდება ძალიან გლუვი ამ ნიღაბის გაკეთების შემდეგ, დაფქეთ ნახევარი ჭიქა ჰერკულესი, დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, ორი სუფრის კოვზი რძე, ორი წვეთი ნემსიწვერას ზეთი და ორი წვეთი გვირილის ზეთი. შეურიეთ კარგად და ხელთ წაისვით სახეზე, წრიული მოძრაობებით. გააჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ დაამატოთ 5 წვეთი ლიმონის წვენი.
მაჰიდრატირებელი ნიღბები
ნიღაბი N4: ბანანი
ზოგიერთი ხილი ძალიან კარგია კანის ჰიდრატაციისთვის, წყლის დიდი რაოდენობით შემცვლეობის გამო. მწიფე ბანანით გააკეთეთ ერთგვაროვანი ფაფა და წაისვით სახესა და ყელზე. გააჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ ცივი წყლით, სისხლის მიმოქევის სტიმულირებისთვის.
ნიღაბი N5: კიტრი
კიტრის საკვებ თვისებებს ყველა კარგად იცნობს, განსაკუთბით იდეალურია რაციონალური კვების რეჟიმის დასაცავად, თუმცა ამასთან კიტრი იდეალურად მოქმედებს კანზე. გასაკუთრებით თუ არდადეგებზე დიდხანს იყავით მზის გულზე. გაფცქვენით და გასრირეთ კიტრი, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ფაფას. ორი ნაჭერი გადაინახეთ თვალებისთვის. წაისვით ეს ფაფა სახეზე და გაიჭერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ გამდინარე, ცივი წყლით.
ნიღბები ნაოჭებისა და წრიული ხაზებისთვის
ნიღაბი N6: მკვრივი სახე
ამ შემთხვევაში იდეალურია კვერცხისა და თაფლის შერევა. კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთერებამდე, დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი. ასევე დაუმეტეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და წაისვით ნარევი სახეზე ნაზი მასაჟით. იგრძნობთ კანი როგორ მოგეჭიმებათ. აცალეთ 20 წუთი შემდეგ გაიწმინედეთ სახე ნელთბილი რძით.
ნიღაბი N7: ვარდები და ახალგაზრდობა
ვარდის ნიღაბს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყენებდნენ, ვარდი ინახავს სილამაზის საიდუმლოს. გასრისეთ 5 ვარდის ფურცელი, სანამ არ გახდება ფაფა. წაისვით სახეზე და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ნიღაბი N8: მაწონი
ნაოჭებთან ბრძოლის ერთერთი კარგი საშუალება არის მაწონი, ნაოჭები გახდება ნაკლებად შესამჩნევი. ერთი ჭიქა მაწონი შეურიეთ ერთი ჩაის კოვზ დიდი კამის თესლთან. ნარევი უნდა იყოს ჰომოგენური რომ სახეზე წაისვათ. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. ამ ნიღაბს თუ ყოველდღე გაიკეთებთ, თქვენი კანი ნამდვილად იქნება თქვენი მადლობელი.
ნიღბები აკნეს, წერტილებისა და ლაქების წინააღმდეგ
ნიღაბი N9: პომიდორი
პომიდორს რამდენიმე ეფექტი აქვს კანზე: მაჰიდრატირებელი, სიმკვრივის მიმცემი, ექსფოლიაციური და სხვა. თუ გსურთ თავი დააღწიოთ შავ წერტილებსა და ანთებით მუწუკებს, პომიდორი დაჭერით მრგვლად და დაიდეთ სახეზე ნაჭრები 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შედეგი გარანტირებულია!
ნიღაბი N10: ლიმონი
ლიმონს მილიონობით დადებითი თვისება აქვს … მათ შორის ლაქების გასაფერმკრთალებელი! ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ. ნარევი წაისვით სახეზე კოტონით და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ სხვა კოტონითა და მინერალური წყლით მოიშორეთ ნიღაბი. კანი კარგად გაისუფთავეთ, რადგან ლიმონმა შეიძლება სხვა ლაქები გაგიჩინოთ თუ მზეზე გახვალთ.
მასტიმულირებელი ნიღბები
ნიღაბი N11: მარწყვი
ეს არის კანის მაჰიდრატირებელი და მკვებავი ნიღაბი. გასრისეთ რამდენიმე მარწყვი და შეურიეთ თაფლში. წაისვით ნარევი სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ნიღაბი N12 მკვებავი ნარევი
ექსფოლიაციის შემდეგ რეკომენდებულია გაიკეთოთ მკვებავი ნიღაბი, რაც უჯრედების სტიმულაციას მოახდენს. შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ სუფრის კოვზ მინერალურ წყალთან, ერთ ჩაის კოვზ ვარდის წყალთან და ერთ სუფრის კოვზ მაწონთან ან რძესთან. ნარევი სახეზე წაისვით კოტონით და აცალეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ გამდინარე ცივი წყლით.
დაეხმარეთ თქვენს კანს!
ეხლა უკვე შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენი კანისთვის ნიღაბი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ კანი თქვენი ჯამრთელობის ანარეკლია. იმისათვის რომ ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნოთ იკვებეთ რაციონალურად, დღეში მიიღეთ სულ მცირე 2 ლიტრი წყალი, ან მოწიოთ და არ დალიოთ!
სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან
ორიგინალი ტექსტის სანახავად გადადით ბმულზე:
Catégories :ჩვენი რჩევები