როგორ დავამზადოთ ქოქოსის კარაქი სახლის პირობებში

coco

ამ ბოლო დროს ხშირად შეხვდებით ფრანგულ და ანგლოფონურ ფორუმებზე ქოქოსის კარაქზე დისკუსიას. მოდით, ჩვენც გავეცნოთ მას უფრო ახლოს და გიამბობთ, როგორ შეიძლება დავამზადოთ სახლის პირობებში ქოქოსის კარაქი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ რომ ქოქოსის ზეთი და ქოქოსის კარაქი ორი სხვადასხვა რაღაცაა.

ქოქოსის კარაქის დასამზადებლად სულ ორი ინგრედიენტი გვჭირდება:
1. ქოქოსის ზეთი
2. ქოქოსის ფანტელი
დრო: 5 დან 15 -მდე წუთი

თარგმანის შენიშვნა: თუ გამოიყენებთ საჭმელ ქოქოსის ზეთს ქარაქიც შეგიძლიათ მიირთვათ. როგორც ავტორი ამბობს, მისი რეცეპტით დამზადებული ქოქოსის ქარაქი ძალიან გემრიელი უნდა იყოს. ხოლო, თუ გამოიყენებთ კოსმეტიკურ ქოქოსის ზეთს, მაშინ კარაქიც მხოლოდ კოსმეტიკური მიზნით გამოიყენეთ.

მომზადების დრო დამოკიდებულია:

  • გარემოს ტემპერატურაზე: ოთახის ტემპერატურაზე მალე მზადდება, სიცივეში – უფრო მეტ დროს მოითხოვს.
  • ქოქოსის ფანტელის ხარისხზე: გირჩევთ იყიდოთ ქოქოსის ფანტელი, პატარა პაკეტებში, რომელიც ჰერმეტულად დახურულია. შეგიძლიათ ასევე ქოქოსის „პუდრა“ გამოიყენოთ, მაგრამ არა ქოქოსის „ჩიფსები“.
  • მიქსერის ან/და ბლენდერის სიძლიერეზე. რაც ძლიერია მიქსერი მით სწრაფად და მარტივად მომწადდება ქარაქი.

ქოქოსის კარაქის დამზადების დრო

500 გ კარაქის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
500 გ ქოქოსის ფანტელი
1 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი

მომზადება:
ჩაასხით ბლენდერში ქოქოსის ზეთი და ქოქოსის ფანტელი, თავდაპირველად ჩართეთ ნელ სიჩქარეზე და ბოლოს მაქსიმუმზე. დამზადებული კარაქი გადმოასხით მინის ქილაში და ოთახის ტემპერატურაზე 1 წელიც შეგიძლიათ შეინახოთ.

ქოქოსის კარაქის გამოყენება:
ქოქოსის კარაქი საშუალოდ 25°C ტემპერატურის ქვევით არის მყარ მდგომარეობაში.
22-23°C ტემპერატურაზე იწყებს დნობას და 25-27°C ხდება თხევადი.

ქოქოსის ზეთი მყარ და თხევად ფაზაში

ქოქოსის კარაქი მყარ და თხევად ფაზაში

ქოქოსის კარაქი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში: ცხობაში, გასაფორმებლად, ხილისა და ბოსტნეულის პიურეში… განსაკუთრებით უხდება ინდურ და ეგზოტიკურ რეცეპტებს. ნამცხვრებში მარგარინის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.*
*კარაქი აუცილებლად საჭმელი ქოქოსის ზეთით უნდა იყოს დამზადებული.

სტატია ნათარგმნია ფრანგულიდან.
ორიგინალი ტექსტის სანახავად იხილეთ ბმული:
http://www.chaudron-pastel.fr/2012/07/24/beurre-coco-fabrication-different-huile/

კოსმეტიკური ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ შეიძინოთ:

ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House
სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
ვაჟა-ფშაველას #21
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ლეონიძის და მესხიშვილის კვეთა
ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ
რუსთავი, Pharm House, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s