სოინჯის ზეთს ჯერ კიდევ ფარაონები იყენებდნენ მედიცინაში, ამ ზეთის ფლაკონი ტუტანხამონის სამარხში იქნა აღმოჩენილი, რომელსაც უდაოდ ტანჯვა უნდა შეემსუბუქებინა. შავკაკალას ზეთს ასევე იყენებდნენ კლეოპატრა და ნეფერტიტი! ფართოდ ცნობილია ასევე კლასიკურ არაბულ მედიცინაში, მოხსენიებულია ბიბლიაში, იყენებდნენ ტრადიციულ ინდურ მედიცინაში, სადაც „შავ ენერგიას“ უწოდებდნენ. მას დღესაც იყენებენ აღმოსავლურ და ინდურ ხალხურ მედიცინაში. სოინჯის ზეთმა, ჩვენს დროში ფართო პოპულარობა მოიპოვა, შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში ჩატარებული წარმატებული კლინიკური კვლევების შემდეგ.
მისი თვისებები პანაცეაა კანის პრობლემებისთვის!
სოინჯის ზეთი უხვად შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, უჯერსა და პოლინაჯერს, როგორიცაა ლინოლეისა და გამა-ლინოლეის მჟავა, ასევე ვიტამინებსა და მინერალებს. შავკაკალას ზეთი უჯრედის მემბრანების დაჟანგვის ინჰიბირებას ახდენს, მოქმედებს თავისუფალ რადიკალებზე (დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება) და ხელს უშლის ანთების გამოწვევი მოლეკულების წარმოქმნას. ამიტომ არის კანის მკურნალი, ამცირებს ანთებით პროცესებს, რომელიც ტრავმით, გარემოს დაბინძურებით, ავადმყოფობითა და დაბერებით არის გამოწვეული.
კოსმეტიკაში სოინჯის ზეთს შემდეგი თვისებების გამო ვიყენებთ:
- დამამშვიდებელი
- აღმდგენი
- სიცოცხლის მიმცემი
- ანთების საწინააღმდეგო
- ნაოჭების საწინააღმდეგო
სოინჯის ზეთი განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი, მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის. საუკეთესო მკურნალია კანის ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა:
- აკნე
- დერმატიტები
- ურტიკარია
- ეგზემა
- ფსორიაზი
- დამწვრობები
- ნახეთქები
- კანის სოკო
- მეჭეჭები
- მზით დამწვრობა
სოინჯის ზეთს არ აქვს გვერდითი მოვლენები.
სოინჯის ზეთის გამოყენება და მარტივი რეცეპტები
სიონჯის ზეთი შეგვიძლია მარტო გამოვიყენოთ ან სხვა ზეთებთან შევურიოთ და წავისვათ პირდაპირ სახეზე და ტანზე. დაბალი ცხიმიანობა აქვს და კარგად იწოვება კანის მიერ.
შეჰერაზადის მასაჟი ზეთით (შერეული და ნორმალური ტიპის სახის კანისთვის)
1/1 შეურიეთ სოინჯისა და არგანის ზეთი (ან თხილის ზეთი). კანი წინასწარ კარგად გაისუფთავეთ და დაიზილეთ ზეთების ნარევით.
ნეფერტიტის სახის ნიღაბი
- 4 ჩ.კ. გასულის თიხა (ქალაქი ალჟირში)
- 3 ჩ.კ. ნელთბილი წყალი
- 1 ჩ.კ. ვარდის წყალი
- 1/2 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. სოინჯის ზეთი
თიხა აურიეთ ნელთბილ წყალსა და ვარდის წყალში. დაუმატეთ თაფლი და სოინჯის ზეთი. კარგად აურიეთ რომ მასა გახდეს ჰომოგენური. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ თიხა დაუმატოთ. სახე დაიბანეთ და გაიმშრალეთ. წრიული მოძრაობით წაისვით ნეფერტიტის ნიღაბი და გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ სუფთა, გამდინარე წყლით. შემდეგ წაისვით ცოტაოდენი ვარდის წყალი და სოინჯის ზეთი -კანის დასატენიანებლად.
იმოტეპის ტანის ბალზამი ძალიან მშრალი კანისთვის
- 2 ჩ.კ. შიის კარაქი
- 1/2 ჩ.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. სოინჯის ზეთი
გაადნეთ შიის კარაქი თბილი წყლის აბაზანაში. დაუმატეთ ზეთები, თაფლი და აურიეთ პატარა სათქვეფით. გადმოასხით ქილაში და აცალეთ გაცივდეს. შეიზილეთ წრიული მასაჟით ტანზე, ძალიან მშრალ უბნებში. ეს ბალზამი ძალიან ცხიმიანია, ამიტომ მცირე რაოდენობით წაისვით.
წყარო: http://www.cosmetiques-dorient.com/index.php?option=com_content&view=article&id=53&Itemid=115
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ❤
Catégories :სილამაზის რეცეპტები