შიის კარაქი თმის მოვლის ძალიან ბევრი საშუალების შემადგენლობაში შედის და ამისათვის საკმარისი მიზეზი არსებობს! ეს ბუნებრივი საშუალება უთვალავ სასარგებლო თვისებას ფლობს ბუნებრივი თმისა და კანისთვის. შიის კარაქი წლის ნებისმიერ დროს კანის ჩინებული დამატიანებელია. ქვევით მოვიყვანთ ხუთ მიზეზს თუ რატომ უნდა გიყვარდეთ შიის კარაქი!
1. იცავს თმას მზისგან
მზის სხივების ჭარბმა მოქმედებამ შეიძლება გამოაშროს და დააზიანოს როგორც თმა, ასევე კანი. შიის კარაქი ბუნებრივი SPF-ია და გვიცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან. გარეთ გასვლამდე წაისვით ცოტაოდენი შიის კარაქი თმაზე, ძალიან მოუხდება.
2.თმის დამარბილებელი
შიის კარაქი არბილებს გაუხეშებულ და გამომშრალ თმას. წაისვით მცირე რაოდენობით. ატენიანებს და არბილებს მშრალ თმას. იცავს მყიფე თმის ბოლოების დაყოფისგან.
3. ატენიანებს თმას
ბუნებრივი თმა ტენს უცებ კარგავს, განსაკუთრებით ზამთარში. კონდიციონერის შემდეგ შიის კარაქს ან მცენარეულ ზეთს თუ წაისვამთ თმა ფაფუკი გახდება.
4. თავის კანის მკურნალობა – „სკალპ თერაპია“
შიის კარაქი კანს ატენიანებს ისე რომ ფორებს არ ხურავს, ამიტომ თავის კანის სამკურნალოდაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. შიის კარაქი შეგვიძლია შევურიოთ ქოქოსის ზეთში, ასევე ეთერზეთებში და იდეალური თავის კანის სამკურნალო პროდუქტი მივიღოთ.
5. ცხელი ზეთით მკურნალობა
თუ თმის დატენიანება და ამავე დროს ბზინვარების მინიჭება გსურთ, ცხელი ზეთით მკურნალობისას შიის კარაქი გამოიყენეთ. ცხელი წყლის აბაზანაში გაალღვეთ შიის კარაქი, აცალეთ შეგრილდეს და შემდეგ წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 15-30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და გაიკეთეთ ვარცხნილობა.
წყარო: http://thankgodimnatural.com/5-benefits-of-shea-butter-for-natural-hair/
ფრანგული ზეთების შეძენა თბილისში შეგიძლიათ Pharm House, ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში, შემდეგ მისამართებზე:
ვაჟა-ფშაველას გამზ #48
ვაჟა-ფშაველას #21
ალ. ყაზბეგის გამზ #14
ი.აბაშიძის #72
ვარკეთილი, კალოუბნის #4
ღრმაღელეს მეტროს მიმდებარედ
თემქა, ანაპის 414, დივიზიის ქ. #39
წერეთლის #69
წინამძღვრიშვილის #137
ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, შარტავას 10
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, ლეონიძე მესხიშვილის კვეთა;
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, მე-19 მიკრო რაიონი
რუსთავი, Pharm House, ფარმსახლი, თოდრიას მოედნის მიმდებარე ტერიტორია
ქუთაისში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე: აფთიაქი ფარმა+, წერეთლის ქ.N2
ბათუმში – „ირინას აფთიაქი“, ჭავჭავაძის 3, გუდვილის გვერდით
გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას
Catégories :ფრანგული ბიო პროდუქცია