ფოტო 1. ლავანდა
გამარჯობა,
გთავაზობთ რეცეპტს, როგორ გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები და ეთერზეთები მშრალი ეგზემას სამკურნალოდ ზრდასრულებში და + 6 წლის ბავშვებში.
რეცეპტი თავისთავად მოწოდებულია ჩვენი პარტნიორის, ფრანგული კომპანიის Compagnie des Sens – მიერ.
დაგვჭირდება:
30 წვეთი პალმაროზას ეთერზეთი
30 წვეთი რომაული გვირილის ეთერზეთი
60 წვეთი ფართოფოთლოვანი ლავანდის ეთერზეთი (ლათ. lavandula latifolia medikus), იგივე პორტუგალიური ლავანდის ეთერზეთი.
120 წვეთი არგანის მცენარეული ზეთი
ეგზემაზე დაიწვეთეთ ამ ზეთების ნარევი, 4 დან 6 წვეთამდე, დღეში ორჯერ, სანამ კანს გაუმჯობესებას არ შეატყობთ.
თუ გაწუხებთ ასთმა ან ეპილეფსია ექიმს ჰკითხეთ რჩევა (ჭარბი დოზის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური შეტევა).
Catégories :ჩვენი რჩევები