ანგინის დროს სტრეპტოკოკზე ტესტის გაკეთება აუცილებელია?
ტკივილი ყლაპვისას, ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები ყელში, უდაოდ ანგინის სიმპტომებია. ყველაზე ხშირად ანგინა ვირუსული გენეზისაა, თუმცა ბაქტერიულიც შეიძლება იყოს (სპრეტპოკოკი) და გამოიწვიოს გულისა და თირკმლის გართულებები. აქ უკვე ანტიბიოტიკებით მკურნალობაა საჭირო. არსებობს სტრეპტოკოკების გამოვლენის სწრაფი ტესტი, რომელსაც როგორც წესი დაზღვევა აძლევს ექიმს. ნაცხის აღება ხდება ტონზილებიდან ბამბის ჩხირით, რომელსაც ვდებთ სპეციალურ რეაქტიულ ნივთიერებაში და პასუხი გვაქვს 5 წუთში.
- თუ სტრეპტოკოკზე ტესტი ნეგატიურია
ანგინა უდაოდ ვირუსულია. პარაცეტამოლი (ტკივილისა და სიცხის დასაწევად), ყელში შესასხურებელი აეროზოლები (ყელის დასამშვიდებლად) და მცენარეული ჩაი, 3-4 დღის განმავლობაში საკმარისი იქნება.
- თუ ტესტი დადებითია
ანტიბიოტიკური მკურნალობა საჭიროა 6 დღის განმავლობაში. როგორც წესი ეს ტესტი, 3 წლის ზემოთ, ექიმმა თავად უნდა შემოგთავაზოთ. თუმცა ზოგჯერ არ ხდება ასე და შეგიძლიათ თავად სთხოვოთ, თუმცა, საბოლოოდ, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას კონტექსტიდან გამომდინარე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ ბავშვებში ამ ტესტის გაკეთება არც თუ ისე სასიამოვნოა, იწვევს გულისრევის შეგრძნებას.
ოტიტი: ანტიბიოტიკები აუცილებელია?
ანტიბიოტიკები არ არის ყოველთვის აუცილებელი, რადგან ეს დამოკიდებულია ოტიტის ფორმაზე. როცა საქმე ეხება გარეთა სასმენი მილის ანთებას, ეს გარეგანი ოტიტია, ხშირად გვხვდება ბანაობის შემდეგ. ყურის წვეთები (ანტიბიოტიკი, კორტიზონი) ამშვიდებს ტკვილისა და ანთებას.
როდესაც ანთება მიდის დაფის აპკის უკან, ეს მწვავე შუა ოტიტია, რომელიც გრიპის გართულების დროს გვემართება. ტკივილი ხშირად პულსაციურია (დაფის აპკზე ურტყამს). შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურა და დაცობილი ყურის შეგრძნება. ამ დროს საჭიროა 8 დღიანი ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება.
თუ ანთება არ ცხრება რამდენიმე კვირის განმავლობაში, სითხე დაგროვილია დაფის აპკის უკან და ძნელად დრენირდება ეს სეროზული ოტიტია და ანტიბიოტიკები იშვიათად არის საჭირო. ბავშვებში ზოგჯერ საჭიროა სითხის დრენირება.
სინუსიტი: უნდა მივიღოთ თუ არა კორტიზონი?
როგორც წესი გაციება რამდენიმე დღეში ქრება, მაგრამ სუპერინფექციის შემთხვევაში ცხვირის ლორწოვანი გარსი ვეღარ ახერხებს სეკრეტის (სითხის) ევაკუაციას და გროვდება სინუსებში. შედეგად იწვევს მწვავე ტკივილს: ეს არის მწვავე სინუსიტი. ცხვირის ფიზიოლოგიური სითხითა და ზღვის წყლით გამორეცხვა, ისევე როგორც გამხსნელი მცენარეების ინჰალაცია (ლავანდა, ევკალიპტი, ბეგქონდარა…) აუცილებელია! თუმცა ეს ყოველთვის არ არის საკმარისი. 7-10 დღის განმავლობაში ანტიბიოტიკოთერაპია და ტკივილის შემთხვევაში კორტიკოიდები 4-5 დღის განმავლობაში, ამცირებს ტკივილს, ლორწოვანის შეშუპებას და აადვილებს სითხის ევაკუაციას. და ბოლოს, ზოგჯერ ცხვირში დრენაჟის დადგმაა საჭირო ჩირქის დრენირებისთვის.
წყარო: Top Santé, janvier 2012, N°256 p. 84
Catégories :ჩვენი რჩევები