წამლების კოლოფზე ყველგან არის მითითებული მოქმედების ვადის გასვლის დრო. ეს თარიღი დგინდება სხვადასხვა ნივთიერებათა სტაბილურობისა და შესაძლო დაშლის კვლევებიდან. მედიკამენტს ვადაგასულად მივიჩნევთ როდესაც მისი აქტიური ნივთიერების რაოდენობა 10%-ით (5%-ით თუ დაშლილი ნივთიერებები ტოქსიურია) მცირდება. მაგალითად ტეტრაციკლინების შემთხვევაში, რომლებიც ანტიბიოტიკებს მიეკუთვნება მათი დაშლით ტოქსიურ ნივთიერებებს ვღებულობთ. მედიკამენტების უმეტესობა ვარგისია ორიდან სამ წლამდე. ეს ვადა რეალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენახვის პირობები დაცულია. ზოგიერთი მედიკამენტი თუ მაცივარში უნდა შევინახოთ, სხვებს ძალიან არ უხდებათ სიცივე.
თუ წამლის ვადა ცოტათი გადასცდა, უბრალოდ ნაკლებად ეფექტურ წამალს მივიღებთ. ვადაგასული წამლის დალევა მხოლოდ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის შემდეგ შეგიძლიათ. თუ ეჭვი გეპარებათ უმჯობესია ყუთზე მითითებული ვადები დაიცვათ, ისე როგორც ამას საკვების შემთხვევაში ვაკეთებთ.
წყარო: Top Santé, novembre 2012, N°266 p. 156
Catégories :მეცნიერება