გააფერადეთ და თავს უკეთ იგრძნობთ

გაფერადება

საუბრობს მიშელ ბრია, ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი

ცხოვრება თანდათან სულ უფრო სწრაფად მიდის, ჩვენ კი სულ უფრო მეტად გვიჭირს მოვწყდეთ ეკრანს. შეიძლება ძველმოდურად მოგვეჩვენოს გაფერადება, ჩვენი ბავშვობის დროინდელი საქმიანობა, მაგრამ მერწმუნეთ ნამდვილად დადებითად მოქმედებს.

ამ შემთხვევაში უნდა გამოვრიცხოთ გასაფერადებელი საიტები. ეს საქმე ყველა ასაკს ერთნაირად ერგება. გარდა იმისა, რომ რაღაცას ვქმნით და სიამოვნებას ვღებულობთ, გაფერადებას უამრავი დადებითი მხარე აქვს, მათთვისაც კი ვისაც სულ არ ეხერხება ხატვა. ეს არის ანტისტრესული საქმიანობა, აუმჯობესებს კონცენტრაციას და სხვა რაღაცაზე გვრთავს მოცემულ მომენტში. ასევე კარგია ფიქრთა დინებების ჩასაქრობად, რაც წრიულად ტრიალებს და შფოთვას იწვევს. ასეთი ხელსაქმე არ მოითხოვს დიდ დროსა და ყურადღებას. როდესაც ვაფერადებთ, სხვაზე არაფერზე ვფიქრობთ, ამბობს არტ-თერაპევტი. მთავარია მხოლოდ ამ საქმით ვიყოთ გართულები, შეგვიძლია მუსიკას ვუსმინოთ, მაგრამ ოთახში ტელევიზორი ან საინფორმაციო რადიო არხი არ უნდა იყოს ჩართული.

განტვირთეთ გონება მანდალებით

ცხოველებს, პეიზაჟებს, წარმოსახვით ნახატებს ყველა გასაფერადებელ ჟურნალსა და საიტზე შევხვდებით. განსაკუთრებით „ცენტრული“ და „წრიული ნახატები“ სანსკრიტით ამოტვიფრული. ბუდიზმში წრიული ფორმები გამოიყენება, როგორც მედიტაციის საშუალება. მანდალა ინისა და იანს შორის ბალანსს გამოხატავს. ატარებენ ისეთ ფასეულობებს როგორიცაა თანაგრძნობა, სინაზე, იდუმალება, ენერგია…

მანდალა

ფოტო 2. მანდალა

ტიბეტელი ბერები ზოჯგერ დღეებს ატარებენ ქვიშით მანდალას შექმნაში. შემდეგ შლიან ცერემონიის დროს და ქვიშას მდინარეს აძლევენ. მანდალას სიმბოლური როლი ფსიქოლოგიაში კარლ გუსტავ იუნგის მიერ იქნა ხელახლა შემოტანილი, გვიხსნის მიშელ ბრია. როდესაც ფსიქოლოგი პაციენტებს თავიანთი სიზმრების გადმოცემას სთხოვდა, ხშირად აკეთებინებდა ამას მანდალას საშუალებით. იუნგმა დაადგინა რომ არაცნობიერი სწორედ ამ სტრუქტურით იყო აგებული და ამიტომ იყენებდა თერაპიაში.

არტ-თერაპიით უდაოდ გამოვხატავთ ჩვენს თავს

გაფერადება ჩვენს ბავშვობასთანაც გვაკავშირებს, თამაშით მიღებულ ბედნიერებასთან და შემოქმედებასთან, აგრძელებს ექსპერტი. ეს ასევე არის გარემოსგან მიღებული ახალი გამოცდილება, რაც გვმატებს საკუთარი თავის რწმენას, რადგან მიღებული შედეგიდან კმაყოფილებას ვიღებთ. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ და ეს მეთოდი სხვადასხვა დარგში გამოვიყენოთ: განათლებაში, პიროვნების განვითარებაში. არტ-თერაპია შეიძლება გამოყენებული იქნას საავადმყოფოებსა და კერძო კაბინეტებში.

Top santé, N°329 – Février 2018, p. 52

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s