ჯანჯაფილი, კოჭა

ჯანჯაფილი

საუბრობს ფარმაციის დოქტორი, პასკალ ჟელი-ამბერი

თავის ბიძაშვილ ქურქუმას მსგავსად ჯანჯაფილი (კოჭა) აზიური წარმოშობისაა. აზიაში ჯანჯაფილის ფესურას იყენებენ საჭმლისთვის პიკანტური გემოს მისაცემად. ეს არის მასტიმულირებელი სუნელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისებით არის დაჯილდოვებული.

ვინ არ იცნობს კოჭას? (Zingiber officinale Roscoe) ეს არის ბალახი ჯანჯაფილისებრთა ოჯახიდან. დასავლეთში მას იყენებდნენ ჰიპოკრასის* დასამზადებლად, ღვინის საფუძველზე დამზადებული არომატული სასმელი, სხვადასხვა სუნელებით, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუა საუკუნეებში. მე -12 საუკუნეში გერმანელი მორწმუნე, ჰილდეგარდ დე ბილგენი დასუსტებულ მამაკაცებს უწერდა ჯანჯაფილს – „ჯანმრთელობის“ დასაბრუნებლად. ამ ეპოქიდან მოყოლებული კოჭამ გაითქვა სახელი, როგორც აღმგზნებმა ბალახმა.

*სახელწოდება მოდის ჰიპოკრატედან.

მისით ინტერესდება უამრავი მეცნიერი…

… მაგრამ ჯანჯაფილის სამკურნალო თვისებები ბევრად მდიდარი და მრავალფეროვანია, რამდენადაც ქიმიურად აქტიურ მრავალ ნივთიერებას შეიცავს. მისი ფესურა შეიცავს ფისს, რომელიც მდიდარია პიკანტური და სურნელოვანი ნივთიერებებით, როგორიცაა გინგეროლი და შოგაოლი, ეთერზეთს, ასევე უამრავ ვიტამინსა და მინერალებს. ჯანჯაფილის შესასწავლად უამრავი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, დღეს მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კოჭა ფლობს ანთების საწინააღმდეგო, საჭმლის მომნელებელ, ანტი-ემეტურ (ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო), ანტიოქსიდანტურ თვისებებს. გარდა ამისა, ჯანჯაფილს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, მატონიზებელი, იმუნოსტიმულატორი, ჰიპოგლიკემიური (არეგულრებს შაქრის დონეს სისხლში), მოქმედება. ყველა ეს თვისება ფიტოარომათერაპევტებს აძლევს უფლებას ჯანჯაფილს გაუწიონ რეკომენდაცია, როგორც ზოგიერთი სიმსივნისა და ალცაიმერის დაავადების პრევენციის საშუალებას.  ჯანჯაფილი შეიძლება მივირთვათ ნედლი, გამომშრალი, დაშაქრული, კრისტალიზებული, დაფქული, პუდრის სახითა და ექსტრაქტის სახით, მცენარეული ჩაისა და ეთერზეთის სახით. არასოდეს შეიკავოთ თავი მოაყაროთ ჯანჯაფილი თქვენს სადილს!

წყარო: Top santé, N°325 – octobre 2017 p. 68-69

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s