გოგრის თესლი

გოგრის თესლი

სურათი 1. გოგრის თესლი [1]

გოგრის თესლი მდიდარია ცილებითა და მინერალებით. კარგი საკნატუნოა და ამავე დროს გასაფორმებლადაც გვადგება.

კერძოდ რას წარმოადგენს გოგრის თესლი?

გოგრას ცხიმით მდიდარი თესლი აქვს, შეიცავს 50% -მდე ლიპიდებს. მისგან შეგვიძლია ზეთი გამოვწუროთ, ისე როგორც სოიოსა და მზესუმზირისგან. არსებობს გოგრის მრავალი სახეობა, საიდანაც თესლი შეგვიძლია მივიღოთ. თუ გვინდა ვისარგებლოთ გოგრის თესლის სასარგებლო თვისებებით ხშირად უნდა მივირთვათ.

გოგრის თესლი ისეთივე მდიდარია თვისებებით როგორც ცხიმის შემცველი სხვა თესლები?

ყველაზე მდიდარია პროტეინებით (უფრო მდიდარი ვიდრე მიწის თხილი და ნუშია), და მაგნეზიუმით (უფრო მდიდარი ვიდრე სელის მარცვალი და მზესუმზირაა). გოგრის თესლი ასევე გამოირჩევა რკინისა და კალიუმის მაღალი შემცველობით. თუმცა ცხიმის შემცველ სხვა მარცვლებთან შედარებით ნაკლებ ბოჭკოს შეიცავს და თითქმის არ შეიცავს ომეგა-3-ს (რასაც ვხვდებით სელის თესლში, კაკალსა და ჩიას თესლში). მას მერე რაც ვიცით გოგრის თესლის უპირატესობები, შეგვიძლია შევურიოთ სხვა მარცვლოვან კულტურებში, მდიდარი კვებითი ღირებულების ასოციაციების მისაღებად.

გოგრის თესლის ძლიერი მხარე

მისი ყველაზე დიდი ღირსება ცილების მაღალი შემცველობაა (საშუალოდ 30%),
ასევე შეიცავს უჯერ ცხიმებს, რაც გულსისხლძარღვთა სისტემისთვის არის კარგი. საინტერესო საკვებია ვეგეტარიანელებისთვის, პურში ან ბრინჯის სალათაში გასარევად, შეუცვლელი ამინომჟავების მისაღებად. ერთი მუჭა გოგრის თესლი შეიცავს ჩვენთვის საჭირო მაგნეზიუმის მესამედს. ხაზგასასმელია ასევე თუთიის შემცველობა, რაც იმუნური სისტემისთვის არის კარგი, ასევე ანთებითი პროცესებისთვის.

როგორ შევარჩიოთ?

არ უნდა იყოს შეფიცხებული, დამარილებული და დანამატების მქონე. სამკურნალოდ თუ გვინდა უმჯობესია ცოცხალი მივიღოთ: ბავშვისთვის რამდენიმე გატარებული მარცვალი შეიძლება გავურიოთ მარცვლოვანით მომზადებულ საკვებში ან ერთი მუჭა გოგრის თესლი ზრდასრულისთვის. თუ გვსურს მისი გემოთი ვისიამოვნოთ ტაფაზე მოვახალოთ. ასევე ძალიან კარგია ჰერკულესის ფაფაში, სუპებში, ცოცხალი ბოსტნეულის სალათებსა და პურ-ფუნთუშეულში.

წყარო: Top Santé, N°332 Mai 2018 p. 126

[1] http://enallaktikidrasi.com/2017/06/kolokithosporos-simantika-ofeli-ygeia/

Votre commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l’aide de votre compte WordPress.com. Déconnexion /  Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l’aide de votre compte Facebook. Déconnexion /  Changer )

Connexion à %s